1459109_495200903930727_1181844829_n_edited.jpg

ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲔᲑᲨᲘ

2010 წელს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის (იმ დროისათვის მხოლოდ დაფუძნებული ჯგუფის) ინიციატივითა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს დახმარებით, კერძოდ კი ბატონი ჯოელ ბასტენერის მხარდაჭერით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი პარიზის დენი დიდროს სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დეპარტამენტსა და ილიას უნივერსიტეტს (ილიაუნი) შორის. ასოციაციის ორგანიზებითა და ძალისხმევით არა ერთი სემინარი თუ კონფერენცია განხორციელდა უნივერსიტეტის ფარგლებში. ილიაუნის ბიბლიოთეკა „ლიგამუსში“ შეიქმნა კლუბი „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“, რომლის ფარგლებში ბევრმა კოლეგამ უნივერსიტეტიდან და სხვა ინსტიტუციებიდან წაიკითხეს საჯარო ლექცია-სემინარები.

2016 წლის ბოლოს ილიას უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ერასმუს მობილობის პროგრამითაც გამყარდა, რაც დიდროს უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის განყოფილებისა და ილიაუნის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებებს შორის ორმხრივ მობილობას გულისხმობდა, რომელშიც ჩართული იყო, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები და ადმინისტრაციული თანამშრომლები.

დღეს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე თანამშრომლობს, როგორც ილიას უნივერსიტეტთნ, ასევე კავკასიის უნივერსიტეტთან და ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან, რომელიც მზად არის მიიღოს ასოციაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციები და სემინარები, რომლებიც 2010 წლიდან დღემდე სრულიად უფასოდ, ყოველგვარი კომერციული მიზნების გარეშე იმართებოდა უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი კოლეგების ვიზიტები ყოველთვის გულისხმობდა შემდეგ საგანმანათლებლო აქტივობებს: (ერთი საჯარო კონფერენცია უნივერსიტეტში, 2 საჯარო სემინარი ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში, ჯგუფის სუპერვიზია ასოციაცია მწვანე სახლის ფარგლებში და ღია კონსულტაციები ბავშვებთან და მათ მშობლებთან აგრეთვე ასოციაცია მწვანე სახლის ფარგლებში).

Learn More