წევრობა

ასოცირებული წევრობა

ასოცირებულ წევრად იწოდება ყველა ვინც:

1. მიმღებ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას. კომისია კანდიდატს გამოკითხავს წევრობის სურვილის შესახებ. კომისია ყურადღებას გაამახვილებს კანდიდატის კლინიკურ გამოცდილებაზე, ან საუნივერსიტეტო, ან ასოციაციურ სწავლებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს კანდიდატს გავლილი.

 

2. გასაუბრებაზე ასოცირებული წევრობის კანდიდატი ასაბუთებს საკუთარ სურვილს მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის ცხოვრებაში, აგრეთვე ადასტურებს ინტერესს ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკისადმი, ისევე როგორც ამ სფეროში ასოციაციის მიერ გაწეული სამუშაოსადმი.

 

ასოცირებულ წევრს შეუძლია ასოციაციის ყველა შესაძლო აქტივობაში მონაწილეობის უფასოდ მიღება, გარდა ფასიანი, ფართო პუბლიკისათვის განკუთვნილი (სასერთიფიკატო) სემინარებისა.   

ასოციაციის ასოცირებულ წევრთა წლიური საწევრო გადასახადი განისაზღვრება 120 ლარით.

საწევრო გადასახადი უნდა ჩაირიცხოს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE03TB7273936070100001. დანიშნულებაში ეთითება "საწევრო გადასახადი", სახელი და გვარი. 

გაწევრიანება

ასოცირებულ წევრობაზე განაცხადისთვის შეავსეთ აღნიშნული ფორმა

სრული წევრობა

ფსიქოანალიტიკური ფორმაცია ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში, მხოლოდ და მხოლოდ ფრანგულ ასოციაციასთან მუდმივი კავშირის პირობებში არის შესაძლებელი.

 

ქართული ასოციაციის (ქფს) წევრად მიიჩნევა ის ვინც ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან აკმაყოფილებს რომელიმე ერთ პირობას:

 

1. წევრი იმყოფება პირად ანალიზზე ფრანგული ასოციაციის, Espace Analytique-ის წევრ ანალიტიკოსთან ან ამ ასოციაციის მიერ აღიარებული ინსტიტუციის ანალიტიკოსთან

 

2. წევრი გადის სუპერვიზიას ფრანგული ასოციაციის Espace Analytique-ის წევრ ანალიტიკოსთან ან ამ ასოციაციის მიერ აღიარებული ასოციაციის ანალიტიკოსთან

 

3. აქტიურ მონაწილეობას იღებს ასოციაციის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო აქტივობებში (სუპერვიზია, ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ ტექსტებზე მუშობა ჯგუფში, სემინარებზე დასწრება ან სემინარების წაკითხვა ჯგუფში, საუნივერსიტეტო აქტივობა კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოპათოლოგიაში ასოციაციის სახელით, ფსიქოანალიტიკური ლიტერატურის თარგმნა, კონფერენციების ორგანიზება, სხვა ტექნიკურ-ადმინისტრაციულ საკითხებში მონაწილეობის მიღება).

 

4. საქართველოში ფსიქოანალიზის განვითარებაში შეტანილი წვლილი (აღნიშნული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი შეიძლება გახდეს კოლეგა, რომელიც სხვა ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფარგლებში მოღვაწეობს საქართველოში).

 

დამფუძნებელი წევრები და წევრები მონაწილეობას იღებენ ასოციაციის ყველა აქტივობაში. დამფუძნებელი წევრებისა და წევრებისათვის ფასიან (სასერთიფიკატო) სემინარებში მონაწილეობის მიღება უფასოა.

ასოციაციის წევრთა წლიური საწევრო გადასახადი განისაზღვრება 130 ლარით. 

საწევრო გადასახადი უნდა ჩაირიცხოს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE03TB7273936070100001. დანიშნულებაში ეთითება "საწევრო გადასახადი", სახელი და გვარი.