top of page
Search

რამდენიმე ასპექტი მოზარდობის ფსიქოპათოლოგიის შესახებ

მოზარდობის პერიოდიფსიქიკური დეკონსტრუქციით და შემდეგ რეკონსტრუქციით ხასიათდება. ფიზიოლოგიური პუბერტატიპირველ რიგში ბავშვობისასაკში ჩამოყალიბებულ სხეულისხატს ამსხვრევს. მოზარდობის კრიზისი ძირითადად სექსუალიზაციასა და იდენტობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება. სუბიექტიტოვებს ავტოეროტიკულ სხეულს და ითვისებსჰეტეროეროტიკულ სექსუალიზებულ სხეულს, რითაც გენიტალურ სიმწიფეს აღწევს. სხვადასხვა სხეულებრივი თუ ფსიქიკური ცვლილებების გამო ეს ორი პროცესი მოზარდის მიერ, შესაძლოა, მძიმედ იყოს აღქმული. მოზარდიგამოდის ბავშვობის პერიოდისინფანტილური ილუზიებიდან და იდეალებიდან და ეჯახება რეალობას,რომელშიც მშობლები აღარ არიან ყოვლისშემძლენი, მეტიც, მოზარდი აღმოაჩენს, რომ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ილუზია,რომ როდესაც გაიზრდებოდა, მამის ფიგურისთვის მინიჭებული ყოვლისშემძლეობის გამოსყიდვას შესძლებდა, მისთვის უკვე დამსხვრეულია. ავტორიტეტებისა და იდეალების მსხვრევა წარმომავლობასა და სიცოცხლის არსს ეჭვქვეშ აყენებს. სხეულისხატი და მე-კონსტრუქტი მერყევი ხდება. სუბიექტი სიკვდილისშფოთვის წინაშე დგება, რადგან მისი სხეული, რომელიცმეტამორფოზას განიცდის, ემსგავსება მისი მშობლის სხეულს,რომელიც ბერდება და მოკვდავია. სხეული ხდება დაუმორჩილებელი. ეს პროცესები სუბიექტსსიკვდილის ლტოლვასთან აახლოებს. ამ უკანასკნელის აქტივაცია ბავშვობაში დაბრუნების სურვილს ემსახურება. მოზარდობისას, ბავშვობისპერიოდი შეიძლება იდეალიზებული იყოს, რადგან ის ლტოლვებთან დაკავშირებულ ჰარმონიასთან და ყოვლისშემძლეობის ილუზიასთან ასოცირდება. აღსანიშნავია, რომ სიკვდილის ლტოლვა ფროიდისთვის (Freud, 1920) განუყოფელია ყველა ადამიანისთვის, მისი მიზანი იმ წინა მდგომარეობის დაბრუნებაა, რომელიცდარღვეულ იქნა გარე გამაღიზიანებლებით. სხვა სიტყვებით, სიკვდილისლტოლვა კომპულსიური ხასიათითცდილობს, გაიმეოროს წარსულიგამოცდილება. ფროიდი გულისხმობს არაორგანულ მდგომარეობას, არა-სიცოცხლეს სადაც აღგზნება ნულს უტოლდებოდა. მოზარდი ორ პოლუსს შორის არის, ერთ მხრივ, არის ლიბიდო, რომელიცსაწინააღმდეგო სქესის აღმოჩენისას აქტიურდება, მეორე მხრივ, - სიკვდილის ლტოლვა, რომელიცმოზარდს ბავშვობაში დაბრუნებისკენ უბიძგებს. მოზარდი ბავშვობისობიექტების დეინვესტირებას ახდენს და მე-კონსტრუქტსა და წარმოსახვით ნარცისულსხეულზე ფიქსირდება. ნარცისისმითი მოზარდის არაცნობიერი დისკურსის კარგი ილუსტრაციაა. ნარცისი თავს იკლავს იმისათვის, რომ თავის ანარეკლს,წარმოსახვით ხატს შეუერთდეს. თავისი ანარეკლის სიყვარულით, ნარცისი უარს ამბობს როგორც დაბერებაზე, ისე სექსუალიზებულ სიყვარულზე (Rank, 1914). დემულენის (Demoulin, 2007) მიხედვით, ნარცისისარჩევანი ნარცისული მომაკვდინებელი ტკბობის არჩევანია და არა სექსუალური ტკბობისა. ეს უკანასკნელი


ერთმანეთთან აკავშირებს სიცოცხლისა და სიკვდილისლტოლვას, მაშინ, როდესაცნარცისული ტკბობა დესტრუქციულობას კვებავს. ნარცისი მოცულიასაკუთარი წარმოსახვითი სხეულით და უარს ამბობს გარე ობიექტების მიღებაზე, ის არ აღიარებს სხვას, როგორც სიმბოლურ ობიექტს. სხვა სიტყვებით, ნარცისი უარყოფს სიბერესა და სხვის სექსუალიზებულ სიყვარულს, ისევე, როგორც მოზარდი ეწინააღმდეგება თავისი სხეულის მეტამორფოზას. მოზარდის სხეულის მთლიანობას თითქოს დესტრუქცია ემუქრება(Smadja, 2007). მოზარდსეშინია, რომ ვერ შესძლებს ამ ლტოლვასთან გამკლავებას და მშობლების ფიგურასთან მიჯაჭვული რჩება. ამისგანთავდასაცავად, მოზარდი თავს ესხმის ძველი სიყვარულის ობიექტებს, მაგრამ ხშირად ეს თავდასხმა ბუმერანგივით ბრუნდება მე-კონსტრუქტზე და აუტოდესტრუქციის სახესღებულობს. მოზარდის ნარცისული მითი „სხვა მსგავსის“ ან „იგივეობის“ საკითხს ეხება. როგორც ნარცისიმოხიბლული/შთანთქმულია სხვა მე-თი, ასევე მოზარდიიგივეობის ლტოლვითაა მოცული (MaÏdi, 2012). მისი დიალექტიკაა მე-ს სხვასთან იდენტიფიცირება და სხვისი მე-სთან იდენტიფიცირება. მსგავს დიალექტიკაზე საუბრობს ლაკანი (Lacan, 1966) სარკის სტადიასთან დაკავშირებით. ის პარალელს ავლებს სიკვდილის ლტოლვასა და წარმოსახვით იდენტიფიკაციას შორის, სადაც საწყისეტაპზე საუბარია მე-იდეალზე და არა მე-ს იდეალზე. სიკვდილის ლტოლვისმუშაობა თვალსაჩინოდ ვლინდებათვითდადანაშაულების ტენდენციასა და საკუთარ სხეულზეგანხორციელებულ თავდასხმებში. ერთი მხრივ, პესიმიზმი, მელანქოლიური ხასიათი, თვითდაზიანებები, სუიციდის მცდელობები ან კიდევ სარისკო ქმედებები სიკვდილის ლტოლვაზე მიუთითებს. თითქოს, სუბიექტი თავს ინადგურებს, რომ თავი დაიცვას უსუსურობისა და უკონტროლობისგან. განმეორებადი ქმედებები წარსულზე ფიქსაციასა და იმ შფოთვაზე მიუთითებს, რომლის ვერბალიზებაც ვერ ხერხდება. მეორე მხრივ, ეს ქმედებები შეიძლებამივიჩნიოთ, როგორც საკუთართავზე კონტროლის აღებისა და სიმბოლიზაციის მცდელობა. ავტოდესტრუქციის ობიექტი საინტერესოა, თუ რის დესტრუქციას ცდილობს მოზარდი საკუთარსხეულში. თუ მივიჩნევთ, რომ მოზარდის სხეული ჯერ კიდევ არ არის სიმბოლიზებული, მაშინ შეუძლება დავუშვათ,რომ ის არაცნობიერად გარე ობიექტადარის აღქმული. არასიმბოლიზებული სხეული სიკვდილის ან დანაკარგის შფოთვისგადაფარვის საშუალება ხდება. შფოთვა, რომელიც ტანჯავს სუბიექტს, გადანაცვლებულია სხეულში და მისი გამომხატველი ხდება, რათა ფიზიკურმატკივილმა გადაფაროს ფსიქიკურიტკივილი, და/ან იმისათვის, რომ სუბიექტმა არაცნობიერად დასაჯოს თავისი სხეული, რომელიცუკონტროლო გახდა და რომელიც თითქოს მას აღარ მიეკუთვნება. ერთდროულად სხეული შეიძლება იყოს შფოთვისგან დროებით გამათავისუფლებელი ინსტრუმენტი და „ცუდი ობიექტი“, რომელიც სასჯელს იმსახურებს. შესაძლოა, სხეულში დასჯის ობიექტი სწორედ მშობლის ფიგურაა,რომელიც თითქოს ყოვლისშემძლეობას პირდებოდა სუბიექტს. მელანქოლიის მექანიზმიც მსგავსია - სუბიექტი დაკარგულიობიექტის ინტროექციას და მასთან იდენტიფიცირებას ახდენს, ის ავტოდესტრუქციული


ლტოლვის მობილიზებას ახდენს შურისძიების მიზნით,რომ გააკონტროლოს და დასაჯოს ობიექტი საკუთარ სხეულში. ის ამგვარად ინარჩუნებს ობიექტს მე-ში, რომელიც სადისტურიზე-მე-სგან მუდმივად დასჯის ობიექტიხდება.

სიკვდილის ლტოლვა მოზარდობის კლინიკაში სიკვდილის ლტოლვა ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლის გამოც ვაწყდებით ხოლმე კლინიკაში ფენომენს,რომელსაც ფროიდი ნეგატიურთერაპიულ რეაქციას უწოდებს(Freud, 1923). მხედველობაში გვაქვს ძლიერი რეზისტენტობა გამოჯანმრთელების მიმართ.. ეს უკანასკნელი შეიძლებავლინდებოდეს მომართვის/მოთხოვნის ან ლაპარაკის სურვილისარარსებობაში, ანდა პესიმისტურ დამოკიდებულებაში ფსიქოლოგიური სერვისისმიმართ. ფსიქოლოგი შეიძლებამიჩნეული იყოს, როგორც მშობლების მიერ არჩეული და მათი მსგავსიფიგურა, რომელსაც არაფერიესმის მოზარდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდის ნდობის მოპოვება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოზარდში არსებობს მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ არის საკმაოდ სტრუქტურირებული იმისათვის, რომ ვერბალიზებული იყოს. შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი ხაფანგიცფსიქოლოგისთვის იმის გამოსაცდელად, თუ რამდენად უნარიანიაის გაუგოს მოზარდს.ამ შემთხვევაში ნეგატიურითერაპიული რეაქცია შეიძლებამივიჩნიოთ, როგორც დახმარების თხოვნა,რომელიც გაშიფვრას მოითხოვს. ამ მოთხოვნასშეგვიძლია სიტყვისთვის და სიმპტომისთვის თავისუფალი სივრცის შეთავაზებით ვუპასუხოთ, რაც მოზარდს თავისი მოთხოვნის კონსტრუქციასა და ვერბალიზაციაში დაეხმარებოდა. მოთხოვნა უკვე მიჩნეულიიქნება როგორც ბავშვობასთან გამოთხოვების სურვილი. მოზარდთანმუშაობისას ფსიქოლოგს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიასიმბოლური კანონისა და ფსიქიკური საზღვრების გამყარებაში, სხეულის სიმბოლიზაციაში. სეანსისას აქტუალურია სუბიექტის სურვილი და არა მისი მშობლების, მასწავლებლების თუ აღმზრდელებისა, რომლებსაც შეიძლებაუამრავი მოლოდინი და გეგმა ჰქონდეთმასთან დაკავშირებით. ფსიქოლოგიური მუშაობა დაეხმარება მოზარდს გაიგოს, რა ხდება მის თავს, შექმნას ის უსაფრთხო სივრცე,სადაც მოზარდი თავის სურვილებსა და ლტოლვებზე პასუხისმგებლობის აღებას შესძლებს. ამგვარად, თუ ფროიდიანულ დუალიზმშიდავრჩებით, სიკვდილისადმი ლტოლვა სუბიექტში ყოველთვისსახეზეა და ეს ნორმალურია. მოზარდობისას, ბავშვობაში დაბრუნების სურვილიასევე ნორმალურია, თუ ის სიმპტომატურ რეპეტიციად/ განმეორებად და/ან დესტრუქციად არ გადაიქცევა. დესტრუქციის მიზანი არა წონასწორობის დაბრუნება, არამედ სუბიექტის გაქრობაა. დეკონსტრუქციის და დესტრუქციულობის პროცესებიერთმანეთისგან განსხვავდება. დეკონსტრუქცია აუცილებელი წინაპირობაა სუბიექტისჩამოყალიბებისას. მოზარდმა ინფანტილური იდეალების დეკონსტრუქცია უნდა მოახდინოს, რათა ზრდასრულობის ასაკში შევიდესდა ისეთი ახალი დამოუკიდებელი დამოკიდებულებები ჩამოაყალიბოს,


რომლებიც არა მხოლოდ ოჯახურიგარემოსთვის იქნება მისაღები,არამედ სოციუმისთვისაც. ეს არის პროცესი,რომლის დროსაც მოზარდიკონფლიქტის წინაშე დგას და კონფლიქტის გადაჭრას სწავლობს, გარე ობიექტებთან ახლებურკავშირებს ამყარებს და სიახლეების ინტეგრირებას ახდენს.


დესტრუქცია კი ფსიქოპათოლოგიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ის კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. დესტრუქცია ნარცისიზმითაა გამსჭვალული, რომელიცპირველადი ობიექტების გარდაქმნის საშუალებას არ იძლევა.

94 views0 comments

Comments


bottom of page