“Day Dreaming“ ანუ ფანტაზმატიზაციის ფსიქიკური პროცესი ფსიქოანალიტიკურ თეორიაში, ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით
ფსიქოთერაპიული და ფსიქიატრიული პრაქტიკისას ხშირად ვხვდებით პაციენტებს, რომლებსაც ახასიათებთ დღის ფანტაზიები ე.წ. “ daydreaming” -ის ფანტაზმური აქტივობები. რა ფსიქოლოგიური ფენომენები დგას ამ ფსიქიკური პროცესის უკან? ფანტაზია წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რომელიც საშუალებას აძლევს შინაგან სურვილებს, ემოციებსა და კრეატიულ ენერგიას ინტეგრირდნენ რეალურ სამყაროში. ზიგმუნდ ფროიდი ( Creative Writers and Day-Dreaming , 1908; Hysterical Phantasies and Their...