არის თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერება?
ჟაკ ლაკანის XI სემინარი „ფსიქოანალიზის ოთხი ფუნდამენტური ცნება“ იწყება კითხვით: შეიძლება თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერებად მივიჩნიოთ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ტიპის მეცნიერებასთან გვაქვს საქმე? ამ საკითხზე პასუხის გასაცემად საჭიროა განვსაზღვროთ, რას შეისწავლის ფსიქოანალიზი და რით განსხვავდება მისი კვლევის საგანი თანამედროვე მეცნიერების ობიექტისგან. ლაკანი პიკასოს სიტყვებს იმოწმებს: „მე არ ვეძებ, მე ვპოულობ“. ამ ფრაზით ერთმანეთისგან იმიჯნება ორი განსხვავებული შემეცნებითი პოზიცია....