top of page

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის პროგრამა

Programme d’Espace Géorgien pour la psychanalyse

2023 - 2024

„ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო. გვაქვს პატივი გაგაცნოთ ჩვენი ასოციაციის, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2023-2024 წლის პროგრამა. ქვემოთ მოცემულ პროგრამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიაგნოსტიკის საკითხს ფსიქოანალიზში, რომელსაც მივუძღვნით ერთ საჯარო კონფერენციას უნივერსიტეტში. გარდა ამისა, სასწავლო წლის ბოლომდე კოლეგები საფრანგეთიდან წაიკითხავენ სემინარებს ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს რთულ და დღემდე სადავო საკითხს ფსიქოანალიზში. ქართველი და უცხოელი კოლეგების სემინარებში ყურადღება გამახვილდება აგრეთვე ფსიქოზისა და აუტიზმის კლინიკაზე, სემინარები კვლავ მიეძღვნება ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიებს და განსაკუთრებით პუბერტატს, აგრეთვე ოჯახისა და მისი მუტაციების კლინიკას დღეს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა აგრძელებს მუშაობას ჯგუფი „ფსიქოანალიზი და სინემა - მოდერნულობის კლინიკის გაგებისათვის“. ნაწილი სემინარებისა მიეძღვნება თანამედროვეობის კლინიკას, დედობრივობის საკითხს, ნარცისიზმს და სქესთა შორის ურთიერთობას დღეს. ბატონი ოლივიე დუვილი გააგრძელებს რეგულარულ სემინარებს, რომელსაც ის უკვე მეოთხე წელია უძღვება და 2023-2024 წელს სასემინარო კურსს ფსიქოანალიტიკურ ტექნიკას მიუძღვნის“

ასოციაციის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას ჯგუფის ფსიქოანალიტიკური სუპერვიზია, რომელიც ჩვენი კოლეგებისათვის არა მხოლოდ კლინიკური მნიშვნელობის არის, არამედ ინდივიდუალურ სუპერვიზიებთან და პირად ანალიზთან ერთად, შეაქვს ფასდაუდებელი წვლილი ფსიქოანალიტიკური ფორმაციის საქმეში.

2023-2024 წელს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში სამი სამკითხველო ჯგუფი მიეძღვნება ჟაკ ლაკანის პირველ სემინარებს, მელანი კლაინის ფუნდამენტურ ტექსტებსა და ბრიტანულ ფსიქოანალიზს, როგორც კლასიკურ ასევე თანამედროვე ავტორებს.

პ.ს. ისინი ვიცნ ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას ქართული და ფრანგული ასოციაციის ფარგლებში გადიან ნომინაციის ახალ საფეხურზე 2023 წლის ნოემბრის თვეში გადაინაცვლებენ, რაც ჩვენი ასოციაციის მომავლისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ხოლო მათ, ვისაც სურს ფსიქოანალიტიკური ფორმაციის რთული პროცესის დაწყება შეუძლიათ მიმართონ ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის მიმღებ კომისიას, ვინაიდან ჩვენი ასოციაცია ფრანგულ ასოციაციებთან კანდიდატის კავშირს უზრუნველყოფს, მაგრამ ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციას საკუთარ თავზე დამოუკიდებლად არ იღებს (იხ. ინფორმაცია ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციაზე https://www.espacegeorgien.com/ფორმაცია).

შენიშვნა: ზოგიერთი მომხსენებლის სემინარის თარიღი და სათაური დაზუსტების პროცესშია.

socratesmosaic1.jpg

სუპერვიზიის ჯგუფები

Supervision de group d’Espace Géorgien (Catherine Vanier)

სუპერვიზიის ჯგუფის ხელმძღვანელი: კატრინ ვანიე.  სუპერვიზია გაიმართება თვეში ერთხელ, თვის მესამე ან მეოთხე სამშაბათს 21:00 საათზე თბილისის დროით.

Supervision de group de l’équipe Maison verte (Catherine Saladin)

მწვანე სახლის ჯგუფის სუპერვიზია. ჯგუფის ხელმძღვანელი: კატრინ სალადენი. ჯგუფი გაიმართება თვეში ერთხელ და განკუთვნილია მწვანე სახლის თანამშრომლებისათვის.

კრისტიან ჰოფმანი

28 სექტემბერი, 21:00 საათი

ფსიქოანალიზის სწავლება უნივერსიტეტში და ზიგმუნდ ფროიდის პოზიცია

კრისტიან ჰოფმანი

5 ოქტომბერი

ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხი  და არაცნობიერის ფორმაცია ლაკანის მიხედვით

ამოს სკვირერი

21 ოქტომბერი, 17 საათი

ოჯახი და მისი თანამედროვე მუტაციები

ოლივი დუვილი

24 ნოემბრიდან, 20 საათზე

რეგულარული სემინარები „ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ძირითადი პრინციპები

მარია ოტერო როსი

15 დეკემბერი

სამი ესე სექსუალობის შესახებ და პუბერტატის პერიოდის მეტამორფოზები

ანა ბერია

ნაწილი 1, 21 დეკემბერი, 19:00 საათი

ნაწილი 2, 28 დეკემბერი, 19:00 საათი

სპინოზა და ფსიქოანალიზი

ნანუკა მაისაშვილი

20 იანვარი 15:00 საათი

სხეულის საკითხი აუტიზმის კლინიკაში

გიგა მამინაშვილი

15 იანვარი, 20 საათი

სოციუმის ნარცისტული სხეული და სქესი

ალენ ვანიე

17 თებერვალი

ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხისათვის

ელენე ბარამიძე

22 თებერვალი, 20:00 საათი

ოჯახური რომანის (roman familial) პრობლემატიკა ფსიქოზში.

კატრინ სალადენი

10 მარტი

ტრანსფერის მნიშვნელობა ბავშვებთან და მშობლებთან ფსიქოანალიტიკური მუშაობის დროს

გიგა მამინაშვილი

29 აპრილი 20 საათი

დედობროვობის ფსიქოპათოლოგია დღეს და ბავშვის, როგორც ობიექტის ადგილი მოდერნულობის კონტექსტში

ენრი მამინაშვილი

7 მარტი, 20:00 საათი

კულტურა როგორც ყოფის ექვივალენტი

Christian Hoffmann

28 September, 21:00 h

Psychanalyse à l’Université – position de Freud

Christian Hoffmann

5 octobre

La formation du psychanalyste et la formation de l’inconscient chez Lacan

Amos Squverer 

21 octobre, 17 h

La famille et ses mutations contemporaines

Olivier Douville

À partir du 24 novembre, 20 h

les principes de la technique psychanalytiques (séminaires réguliers)

Maria Otero Rossi

15 décembre

trois essais. Les métamorphoses de la puberté

Anna Beria

Partie 1, 21 décembre, 19:00 h

Partie 2, 28 décembre, 19:00 h

Spinoza et la psychanalyse (2 séminaires)

Nanouka Maisashvili

20 janvier, 15 h

La question du corps dans la clinique de l’autisme

Guiga Maminachvili

15 janvier, 20 h

Le corps narcissique de la société et le sexe

Alain Vanier

17 février

La question de la formation psychanalytique

Elene Baramidze

22 février, 20:00 h

La problématique du roman familial dans la psychose

Catherine Saladin

10 mars

la question du transfert entre les parents et l’analyste 

Guiga Maminachvili 

29 avril, 20 h

La psychopathologie de la maternité aujourd’hui et la place de l’enfant dans la modernité


Henrie Maminachvili

7 mars, 20:00 h

La culture comme une équivalence d’être

download (1).jpg

სამკითხველო ჯგუფები
Groupe de lectures

Groupe de lecture « Premiers séminaires de J. Lacan (Guiga Maminachvili)

-სამკითხველო ჯგუფი „ლაკანის პირველი სემინარები“ (გიგა მამინაშვილი).

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე 2023 წლის ოქტომბრიდან სამკითხველო ჯგუფის ფარგლებში იწყებს მუშაობას ჟაკ ლაკანის პირველ სემინარებზე. ჯგუფი იფუნქციონირებს 5 წლის განმავლობაში და ერთ სასწავლო სემესტრს მიუძღვნის ლაკანის ერთი სემინარის წაკითხვას, დამუშავებასა და განხილვას ჯგუფის ფარგლებში. ჯგუფი 5 კვირაში ერთხელ შეიკრიბება ყოველ ორშაბათს 21:15 საათზე.

პირველი ჯგუფი დანიშნულია ორშაბათს, 6 ნოემბერს 21:15 საათზე.

ჯგუფი განიხილავს ლაკანის პირველ სემინარს „ფროიდის ტექსტები ტექნიკის შესახებ“ (1953-1954) წ.

Groupe de lecture « Psychanalyse d’enfant », Melani Klein (maia kervalichvili)

-სამკითხველო ჯგუფი მელანი კლაინი „ბავშვთა ფსიქოანალიზი“ (მაია კერვალიშვილი)

„ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის სამკითხველო ჯგუფი „ბავშვთა ფსიქოანალიზი“ გასულ წელს მუშაობდა ანა ფროიდის (ეგო და მისი დაცვის მექანიზმები), ფილიპ გუტონის, ფილიპ ჟამესა დაა სხვა ავტორთა ფუნდამენტურ ტექსტებზე. 2023-2024 წელს ჯგუფი იმუშავებს მელანი კლაინის ნაშრომზე „ბავშვთა ფსიქოანალიზი“, რომელიც აერთიანებს ამ ავტორის ფუნდამენტურ ტექსტებს და მელანი კლაინის ძირითად კონცეპტუალურ სისტემას, რომლის გარეშეც დღეს არა მხოლოდ ბავშვთა ფსიქოანალიზი, არამედ მთლიანად ფსიქოანალიტიკური თეორია იქნებოდა წარმოუდგენელი. სამკითხველო ჯგუფში  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასურველია მათი მონაწილეობა ვისაც აქვს კლინიკური პრაქტიკა, განსაკუთრებით ფსიქოანალიზით ინსპირირებული კლინიკური პრაქტიკა ბავშვებთან და ზრდასრულებთან.

Groupe de lecture « Ecole britannique de la psychanalyse et le midel groupe (Thémour Késhelashvili)

-სამკითხველო ჯგუფი „ბრიტანული ფსიქოანალიზი - დამოუკიდებელი ჯგუფი“ (თემურ ქეშელაშვილი)

ანოტაცია:

სამკითხველო ჯგუფი განიხილავს და იმუშავებს ბრიტანულ ფსიქოანალიზში აღმოცენებული "დამოუკიდებელი ჯგუფის" მოკლე ისტორიაზე, ძირითად ავტორთა და სტატიებზე (ფერბერნი, ბალინტი, ჰეიმანი, ფოულქისი, ვინიკოტი, მილნერი და ა.შ..). ჯგუფი შეხვდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის მეოთხე შაბათ დღეს, 19:00-ზე. შეხვედრები შედგება მწვანე სახლში და ასევე იქნება ონლაინ დასწრების საშუალება.

Groupe de Travail « Psychanalyse et Cinéma pour comprendre la clinique de la modernité »
(Sosso Dolidze)

ჯგუფი „ფსიქოანალიზი და სინემა თანამედროვეობის კლინიკის გააზრებისათვის“ (სოსო დოლიძე)

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში დაარსდა ჯგუფი, რომელის მიზანიც არის ერთის მხრივ, ე.წ. მოდერნულობის კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიის გააზრება თანამედროვე კინოს დახმარებით და მეორეს მხრივ, არსებულ ფსიქოანალიტიკურ თეორიებზე, აგრეთვე კოლეგების კლინიკური გამოცდილებაზე დაყრდნობით ნაჩვენები ფილმების ანალიზი,

დისკუსიის გამართვა, რომელიც იქნება შთაგონებული როგორც თეორიული და კლინიკური პრაქტიკით, ასევე კინოხელოვნების თანამედროვე შედევრებით.

ჯგუფი შეიკრიბება 3 თვეში ერთხელ.

ჯგუფს გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი სოსო დოლიძე

საუნივერსიტეტო კონფერენცია
Conférence Universitaire

2023 წლის 29 ოქტომბერს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე და ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის (თსუ) მასპინძლობითა და მხარდაჭერით თბილისში გამართავს ერთობლივ საუნივერსიტეტო კონფერენციას რომელიც მიეძღვნება დიაგნოსტიკის საკითხს ფსიიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში.

Date: 29 octobre 2023 Tbilissi, Géorgie

Titre : La question du diagnostic en psychanalyse et en psychiatrie moderne.

Organisateur : Espace Géorgien pour la psychanalyse et Espace Analytique - Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (France).

Institution Accueillante : Université d’Etat de Tbilissi d’Ivané Djavakhishvili

მომხსენებლები და მოხსენების თემები:

პატრიკ ლანდმანი 

მოხსენების თემა:

ფსიქიატრიული დიაგნოზი - შეიძლება ის მივიჩნიოთ ეთიკურად თუ არა?

დომინიკ ტურეს ლანდმანი

მოხსენების თემა:

ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის გამოყენება მოზარდებთან

კატრინ სალადენი

მოხსენების თემა:

დიაგნოსტიკისა და დიაგნოზის გავლენა ბავშვთა ფსიქოანალიზში. როგორ ახდენს გავლენას დიაგნოზი ტრანსფერზე ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობის დროს.

ოლივიე დუვილი

მოხსენების თემა:

ფსიქიკური ორგანიზაციისა და ფსიქიკური სტრუქტურის ცნებები ფსიქოპათოლოგიაში.

ლექციები ფაკულტეტისათვის:

ოლივიე დუვილი უნივერსიტეტში მაგისტრანტებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხავს 2 ლექციას თემაზე: ფროიდი და კულტურა: შესაძლებელია კი ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია?

Intervenants et sujets de discussion :

Patrick Landman

Sujet du rapport :

Peut on concevoir un diagnostic psychiatrique éthique ?

Dominique Tourress Landman

Sujet du rapport :

L’intérêt du psychodrame a l’adolescence

Catherine Saladin

Sujet du rapport :

Comment travailler avec les parents. l’effet du diagnostic sur les parents et l'enfant 

Olivier Douville

Sujet du rapport :

Organisation et structure en psychopathologie

Cours pour la faculté :

Olivier Duville donnera 2 conférences à l'université à destination des étudiants de master et des étudiants de la faculté de psychologie sur le thème : Freud et culture : Une anthropologie psychanalytique est elle possible ?

Stack of Magazines

ჟურნალის დაფუძნება

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2023 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა „ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი“, რომელიც წარმოადგენს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის საგამომცემლო ორგანოს. ჟურნალში დაიბეჭდება როგორც ქართველი კოლეგების, ასევე უცხოელი კოლეგების სტატიები და შრომები (დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება)

bottom of page