top of page
Audience and Lecturer

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე 2011 წელს დაარსდა, როგორც ფრანგულ ასოციაციასთნ დაკავშირებული განვითარებადი ჯგუფი გიგა მამინაშვილის, მარინა ტარასაშვილისა და სხვა ქართველი და ფრანგი კოლეგების ინიციატივით, რომლებიც თბილისის მწვანე სახლთან და ქართულ ჯგუფთან 1999 წლიდან თანამშრომლობდნენ. ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის არსებობა დღეს სწორედ ამ მდიდარ წარსულ გამოცდილებას ეყრდნობა, როგორც ისტორიას და როგორც სიმბოლურ საფუძველს. ფსიქოანალიტიკოსები კატრინ სალადენი, კლოდ ბუკობზა, მარი ჟოზე ლერესი, გი საპრიელი, ოლივიე დუვილი და სხვები ამ წლების განმავლობაში მწვანე სახლს, ისევე როგორც შემდგომში ჯგუფს მხარს უჭერდნენ თეორიულ სწავლებაში, კლინიკურ პრაქტიკაში და სუპერვიზიაში. 2016 წლის ნოემბერში ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული პროფესიული გაერთიანება. დამფუძნებელი წევრები არიან გიგა მამინაშვილი, მარინა ტარასაშვილი, კატრინ სალადენი და ოლივიე დუვილი. საპატიო წევრები არიან კლოდ ბუკობზა, პატრიკ ლანდმანი, დომინიკ ლანდმანი, გი საპრიელი, ალენ ვანიე, კატრინ ვანიე, ჟიზელ შაბუდეზი.

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2 განყოფილება:

ასოციაცია ფუნქციონირებს ორ განსხვავებულ, მეტ-ნაკლებად გამიჯნულ სიბრტყეში. ასოციაციის აქტივობის ერთი მიმართულებაა ასოციაციის იმ წევრთა ფსიქოანალიტიკური ფორმაცია, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი, ან უკვე დაიწყეს ფორმაცია ან მომავალში გამოთქვამენ ფორმაციის სურვილს. ასოციაციის განყოფილება, რომელსაც ვუწოდებთ „ფსიქოანალიტიკური ფორმაციის განყოფილებას“ უზრუნველყოფს კანდიდატის უწყვეტ და ინტენსიურ კავშირს ფრანგულ ფსიქოანალიტიკურ ასოციაციებთან და Espace Analytique-ის წევრ ანალიტიკოსებთნ, რომლებიც უზრუნველყოფენ ფორმაციაში მყოფი ქართული ჯგუფის წევრების პირად ანალიზსა და სუპერვიზიას.

დღეს ქართული ჯგუფიდან ასოციაციის 6 წევრი გადის პირად ანალიზს ბულგარეთსა და პარიზში Espace Analytique-ის წევრ ანალიტიკოსებთნ, რასაც ასოციაციის მომავლისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

ასოციაციის აქტივობათა მეორე, უფრო მასშტაბური და ღია განყოფილებაა კლინიკური, თეორიული და სასწავლო აქტივობების წარმოება ფართო პუბლიკისთვის. ასოციაციის ამ განყოფილებას ვუწოდებთ „უწყვეტი სწავლების ღია ფსიქოანალიტიკურ სივრცეს“, რომელიც განკუთვნილია კლინიკური ფსიქოლოგებისათვის, განსხვავებული თეორიული ორიენტაციის ფსიქოთერაპევტებისათვის, სტუდენტებისათვის კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტებიდან, თბილისის მწვანე სახლის სტაჟიორებისათვის, მაგრამ აგრეთვე ფსიქოანალიზით დაინტერესებული ყველა პირისთვის, განსაკუთრებით სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელთათვის.

bottom of page