sam. 16 avr.
|Zoom Event
ფემინურობა
მომხსენებელი: ჟიზელ შაბუდესი / Gisele Chaboudez “Féminismes et féminités"
Heure et lieu
16 avr. 2022, 12:00 – 14:00 UTC+4
Zoom Event
Invités
À propos de l'événement
"ჟიზელ შაბუდეზი არის ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი. ის არის ასოციაცია Espace Analtique-ის წევრი და ვიცი პრეზიდენტი. ფსიქოანალიტიკური ჟურნალის Figure de la psychanalyse" მთავარი რედაქტორი. ქალბატონი ჟიზელი ფსიქოანალიზს ასწავლიდა Université Paris VIII-ის ფსიქოანალიზის დეპარტამენტში. ის იყო აგრეთვე სამედიცინო ფსიქიატრიული ცენტრის მთავარი ექიმი ფსიქიატრი.
ჟიზელ შაბუდეზმა მრავალი ნაშრომი მიუძღვნა სიზმრის საკითხს ფსიქოანალიზში, განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნი "სიზმრის განტოლება". ბოლო წლების განმავლობაში მისი ფსიქოანალიტიკური კვლევის საგანია ფემინურობისა და სქესის საკითხი სუბიექტთან, რომელსაც ის ლაკანიანური პერსპექტივიდან განიხილავს. ამ საკითხებს ის უძღვნის რამოდენიმე წიგნსა და სტატიას: "რა შეიძლება ვიცოდეთ სქესის შესახებ?" "სინგულარული ფემინურობა". განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მისმა ერთ-ერთმა ბოლო წიგნმა: "ის რაც ჩვენში სხეულსა და ენას აერთიანებს". აგრეთვე ის არის ავტორი წიგნის "ფალოსის კონცეპტი ფსიქოანალიზში და მისი ლაკანიანური გაგება".
ქალბატონი ჟიზელ შაბუდეზი ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში ისაუბრებს ფამინურობის საკითხზე ფსიქოანალიზში.
სემინარზე დასწრება თავისუფალია. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/83762597875?pwd=em9mSWJGQXVzZGFuY00rNStFeC84Zz09
Meeting ID: 837 6259 7875
Passcode: 1234