
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის
2024-2025 წლის თეორიულ-კლინიკური სწავლების
4 კომპონენტიანი პროგრამა
"Chers collègues et amis. Nous avons l'honneur de vous présenter le programme 2023-2024 de notre association, l' Espace Géorgien pour la psychanalyse. Dans le programme suivant, une importance particulière est accordée à la question du diagnostic en psychanalyse, que nous consacrerons à une conférence publique à l'université. En outre, jusqu'à la fin de l'année universitaire, des collègues français donneront des séminaires sur la formation des psychanalystes, une question difficile et encore controversée en psychanalyse. Dans les séminaires de collègues géorgiens et étrangers, l'attention sera également portée sur la clinique de la psychose et de l'autisme, les séminaires seront à nouveau consacrés aux étapes du développement psychosexuel et notamment de la puberté, ainsi qu'à la clinique de la famille et ses mutations aujourd'hui. . En plus de ce qui précède, le groupe "Psychanalyse et cinéma - pour comprendre la clinique de la modernité" continue de travailler. Une partie des séminaires sera consacrée à la clinique de la modernité, à la question de la maternité, du narcissisme et des rapports entre les sexes aujourd'hui. M. Olivier Douville poursuivra ses séminaires réguliers qu'il anime depuis la quatrième année et consacrera en 2023-2024 un cours de séminaire aux techniques psychanalytiques.
La supervision psychanalytique de groupe continuera à fonctionner au sein de l'association, ce qui n'est pas seulement d'une importance clinique pour nos collègues, mais qui, avec la supervision individuelle et l'analyse personnelle, apporte une contribution inestimable à la formation psychanalytique.
En 2023-2024, dans le cadre de l'espace psychanalytique géorgien, trois groupes de lecture seront consacrés aux premiers séminaires de Jacques Lacan, aux textes fondamentaux de Mélanie Klein et à la psychanalyse britannique, auteurs classiques et contemporains.
P.S. Ils connaissent la formation psychanalytique dans le cadre de l'Association géorgienne et française et passeront à un nouveau niveau de nomination au mois de novembre 2023, ce qui est fondamental pour l'avenir de notre association. Et ceux qui souhaitent entamer le difficile processus de formation psychanalytique peuvent postuler à la commission d'admission de l'espace psychanalytique géorgien, puisque notre association assure la mise en relation du candidat avec les associations françaises, mais ne reçoit pas la formation de psychanalyste de manière indépendante (voir informations sur la formation de psychanalyste https://www.espacegeorgien.com/formation).
Remarque : Les dates et les titres de certains ateliers de conférenciers sont en cours de finalisation.
პროგრამის შინაარსი

Groupes de supervision
Supervision de group d’Espace Géorgien (Catherine Vanier)
Responsable du groupe de supervision : Catherine Vanier. La supervision aura lieu une fois par mois, le troisième ou le quatrième mardi du mois à 21h00, heure de Tbilissi.

Groupe de lectures
Groupe de lecture « Premiers séminaires de J. Lacan (Guiga Maminachvili)
- Groupe de lecture "Les premiers séminaires de Lacan" (Guiga Maminachvili).
A partir d'octobre 2023, l' Espace Géorgien pour la psychanalyse commencera à travailler sur les premiers séminaires de Jacques Lacan dans le cadre du groupe de lecture. Le groupe fonctionnera pendant 5 ans et consacrera un semestre académique à la lecture, au traitement et à la discussion d'un séminaire de Lacan au sein du groupe. Le groupe se réunira une fois toutes les 5 semaines, tous les lundis à 21h15.
Le premier groupe est prévu le lundi 6 novembre à 21h15.
Le groupe discute du premier séminaire de Lacan, Les Textes sur la technique de Freud (1953-1954).
Groupe de lecture « Psychanalyse d’enfant », Melani Klein (maia kervalichvili)
- Groupe de lecture Mélanie Klein "Psychanalyse des enfants" (Maya Kervalishvili)
Le groupe de lecture "Psychanalyse d'enfants" de l'espace psychanalytique géorgien a travaillé l'année dernière sur les textes fondamentaux d'Anna Freud (Le moi et ses mécanismes de défense), Philip Guton, Philip James et d'autres auteurs. En 2023-2024, le groupe travaillera sur l'ouvrage de Melanie Klein "Child Psychoanalysis", qui combine les textes fondamentaux de cet auteur et le système conceptuel de base de Melanie Klein, sans lequel aujourd'hui non seulement la psychanalyse de l'enfant, mais la théorie psychanalytique dans son ensemble seraient impensables. . La participation de ceux qui ont une pratique clinique, en particulier une pratique clinique inspirée de la psychanalyse avec des enfants et des adultes, est particulièrement importante et souhaitable dans le groupe de lecture.
Groupe de lecture « Ecole britannique de la psychanalyse et le midel groupe (Thémour Késhelashvili)
-groupe de lecture "Psychanalyse britannique - groupe indépendant" (Temur Keshelashvili)
annotation:
Le groupe de lecture discutera et travaillera sur une brève histoire du « groupe indépendant » émergent dans la psychanalyse britannique, des auteurs et articles clés (Fairburn, Balint, Hayman, Foulkis, Winnicott, Milner, etc.). Le groupe se réunit une fois par mois, le quatrième samedi de chaque mois à 19h00. Les réunions auront lieu à la Maison Verte et seront également disponibles en ligne.
შენიშვნა: სემინარების უმრავლესობა გაერთიანდება ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამის 4 კომპონენტის ფარგლებში. ყოველი სემინარის ბოლოს მომხსენებელი მონაწილეებს გაუზიარებს ბიბლიოგრაფიულ წყაროებს, რომელსაც ეფუძნებოდა სასემინარო მასალის მომზადების დროს.
ფანტაზმი 6 სემინარი (გიგა მამინაშვილი).
სემინარი გაიმართება 2025 წელიდან ხუთშაბათს, 19:00 საათზე შერეული ფორმატით შემდეგ თარიღებში: 09.01; 13.02; 13.03; 10.04; 08.05; 12.06;
1. ფსიქიკური რეალობის დაბადება - არაცნობიერი, როგორც ფროიდიანული აღმოჩენა. ფანტაზმი, გამოცდილება, მნესტიკური კვალი - რეალური და წარმოსახვითი.
-ფანტაზმის დაბადება და პირველადი ურთიერთობები ობიექტთან. პირველადი ჰალუცინაცია, ინტერიორიზაცია და პირველფანტაზმი.
2. ფანტაზმი, როგორც არაცნობიერი ფორმაცია და სიზმარი.
-ფანტაზმის ფუნქცია და ფანტაზმის მასტრუქტურირებელი მნიშვნელობა
- 5 ფუნდამენტური ფანტაზმი
3. ფანტაზმის მუშაობა და ფანტაზმის ობიექტი
-
თეორიული და კლინიკური მიმართებები ფანტაზმსა და შფოთვას შორის
-
სექსუალობა, აუტოეროტიზმი და ფანტაზმი
-
ფანტაზმი და დრო. ფანტაზმი და ფსიქიკური ტემპორალობა
4. ფანტაზმის ფსიქოპათოლოგია
-ფანტაზმი და ფსიქიკური სტრუქტურის ცნება (ნევროზი, ფსიქოზი, პერვერსია)
-ფანტაზმი და ნევროზი
-ფანტაზმის მიმართება პერვერსიასთან - ფანტაზმის მიზანსცენა
* * *
-ფსიქოზი: მითი, ფანტაზმი, ბოდვა
-ფანტაზმი და ტრავმატიზმი - ფანტაზმის ჩამონგრევა
-ფანტაზმი და ფსიქოსომატიკა (პარიზის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტი)
-ფანტაზმი და აქტის/მოქმედების ფსიქოპათოლოგია - ფანტაზმის ფილტრი
5. ფანტაზმი -ჟ.ლაკანი
-ფანტაზმის გადაკვეთა და ანალიზის სასრულის საკითხი
-ფანტაზმის ლოგიკა და განტოლება
-ფანტაზმი და „a“ ობიექტი
6. ფანტაზმის ცნება მელანი კლაინთან, ვ ბიონთან, ს. ისააკთან, პოლა ჰეიმანთან
-ფანტაზმი და ფანტაზმირება. ფანტაზმი, როგორც ფსიქიკური ცხოველქმედების პროცესი
-ფანტაზმი და რეალობა
-ფანტაზმი, ოცნება/ზმანება/სიზმარი და ალფა ფუნქცია ბიონთან
ქალურობის საკითხი ფსიქოანალიზში. 5 სემინარი (ოლივიე დუვილი)
სასემინარო კურსი დაიწყება 2025 წლის 22 ნოემბრიდან. სემინარი გაიმართება 2 თვეში ერთხელ პარასკევს 21:00 საათზე თბილისის დროით. მეორე სემინარი დაგეგმილია იანვრის თვეში. ზუსტი თარიღები გახდება ცნობილი 22 ნოემბრის სემინარზე.
ომის ფსიქოანალიტიკური ქრონიკები
(იანა კორობკო ) 27.09, 19:00
ფსიქოანალიტიკოსი ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში
(იანა კორობკო) 08.11 19:00
სხეულის ნაწილის დაკარგვის ფსიქოპათოლოგია - სხეულის დანაკარგის გლოვა და განკურნება (კიდურის ფანტომური ტკივილის)?
(ანაიტ დასო ტერ მესროპიანი) 30.09. 18:00 პარიზის დროით
ფანტაზმი და მისი ლოგიკა ჟაკ ლაკანის მიხედვით
კრისტიან ჰოფმანი (ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით, რომელიმე თარიღი გარდა ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისისა)
ტრანსფერის ცნების განვითარება და ჩამოყალიბება ფროიდთან
(ანაიტ დასო ტერ მესროპიანი) 10.02; 18 საათი პარიზის დროით
ფსიქოანალიზი ბავშვებთან: მოდ მანონის წვლილი და შემოქმედება ბავშვთა ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ საკითხებში
(კატრინ სალადენი), მაისის დასაწყისი თარიღები დავაზუსტოთ ყველასთან 25-დან 31 აგვისტოს ჩათვლით.
ფსიქოზი
კატრინ ვანიერ 06.2025 21 :00
ჟაკ ლაკანი და ფერდინანდ დე სოსური
(ქეთი გვაზავა) 19 დეკემბერი, 19:00 საათი
ჟაკ ლაკანი და მარტინ ჰაიდეგერი
(ქეთი გვაზავა) 26 დეკემბერი, 19:00 საათი
"ნარცისიზმის ახალი ფორმები ციფრულ სამყაროში"
თემურ ქეშელაშვილი, 5 მარტი 19:00
ფროიდის კლინიკური შემთხვევები „პატარა ჰანსი“ (ივნისის თვე)
მარია ოტერო როსი
გიორგი ჭანტურია, 3 სემინარი:
12 მაისი, 19:00 საათი
1. ისტერიის სიმპტომები და კლინიკური სურათი
19 მაისი, 19:00 საათი
2. დათრგუნული მოგონებების პათოგენური როლი: ბავშვობის ტრავმა და სექსუალობა; კონვერსიის ცნება ისტერიაში და ფსიქიკური კონფლიქტების კონვერსიებად ტრანსფორმაცია.
2 ივნისი, 19:00 საათი
3. კლასიკური კლინიკური შემთხვევების განხილვა: ანა ო შემთხვევა და დორას შემთხვევა
მაია მინაშვილი; 2 სემინარი
7 აპრილი, 20:00 საათი
1. ნევროზი, ნევროზის ეტიოლოგია და პერვერსია
28 აპრილი, 20:00 საათი
2. კლინიკური მაგალითების განხილვა
აუტიზმის საკითხი ფსიქოანალიზში
მარიამ ბიაშვილი, 27 ივნისი, 20:00 საათი
Conférence Universitaire
Le 29 octobre 2023, l'Espace Géorgien pour la psychanalyse et l'Association Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (Paris), hébergées et soutenues par l'Université Ivane Javakhishvili (TSU) de Tbilissi, tiendront une conférence universitaire conjointe à Tbilissi dédiée à la question du diagnostic en psychanalyse et en psychiatrie moderne.
Date: 29 octobre 2023 Tbilissi, Géorgie
Titre : La question du diagnostic en psychanalyse et en psychiatrie moderne.
Organisateur : Espace Géorgien pour la psychanalyse et Espace Analytique - Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (France).
Institution Accueillante : Université d’Etat de Tbilissi d’Ivané Djavakhishvili

Intervenants et sujets du rapport :
Groupe de Travail « Psychanalyse et Cinéma pour comprendre la clinique de la modernité »
(Sosso Dolidze)
Le groupe "Psychanalyse et cinéma pour la compréhension de la clinique moderne" (Soso Dolidze)
Un groupe a été créé dans le cadre de l' Espace Géorgien pour la psychanalyse, dont le but est, d'une part, ce qu'on appelle Comprendre la clinique et la psychopathologie de la modernité à l'aide du cinéma moderne et, d'autre part, analyser les films projetés sur la base des théories psychanalytiques existantes, ainsi que de l'expérience clinique de collègues,
Organisez une discussion qui s’inspirera à la fois de la pratique théorique et clinique, ainsi que des chefs-d’œuvre contemporains du cinéma.
Le groupe se réunira une fois tous les 3 mois.
Le groupe sera dirigé par Soso Dolidze, membre de l'espace psychanalytique géorgien


Fondation du revue
Nous avons l'honneur de vous informer que le 10 septembre 2023 a été fondée la « Revue Psychanalytique Géorgienne », qui est l'organe de publication de l'Association de l'Espace Psychanalytique Géorgien. Des articles et des travaux de collègues géorgiens et étrangers seront publiés dans la revue (des informations détaillées seront publiées ultérieurement).
ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი
სადამფუძნებლო ტექსტი:
ქართველი და უცხოელი კოლეგების მრავალწლიანი თეორიული და კლინიკური მუშაობის შემდეგ ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებლებმა ფსიქოანალიტიკური ჟურნალის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმოცენდა, როგორც აუცილებლობა, რომელიც ერთის მხრივ, კოლეგების თეორიული და კლინიკური მუშაობის შედეგს წარმოადგენს, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოში ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის სფეროში საგამომცემლო ორგანოს არარსებობით ნაკარნახებ აქტს. ჟურნალს ეწოდა „ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი“, რომელსაც როგორც უკიდურესად მაღალი პრაქტიკული და თეორიული, ასევე სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ის ფსიქოანალიტიკური, თეორიული და კლინიკური მნიშვნელობის ტექსტების ჩაწერის ადგილს წარმოადგენს და სთავაზობს ღია საგამომცემლო სივრცეს კოლეგებს, როგორც ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრციდან, ასევე სხვა ფსიქოანალიტიკური ასოციაციებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ. ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა მიზნად ისახავს არა მხოლოდ კოლეგა ფსიქოანალიტიკოსთა ტექსტების, არამედ ჟურნალის კონკრეტული ნომრის თემატიკის მიხედვით იმ მკვლევართა ტექსტების პუბლიკაციასაც, რომლებიც საქართველოში თუ საზღვარგარეთ შეიძლება ასოცირდებოდნენ პუბლიკაციის ძირითად საკითხებთან. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარდა კლინიკური და თეორიული შრომებისა ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკიური ფსიქოპათოლოგიის სფეროში, ჟურნალში გამოქვეყნდეს ფილოსოფოსთა და სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლების სტატიები, რაც როგორც მოდერნულობის კლინიკის, ასევე სოციო-პოლიტიკური და კულტურული ფენომენების გააზრების საშუალებას მოგვცემდა თანამედროვე საქართველოში დღეს.
მთავარი რედაქტორი
გიგა მამინაშვილი
სარედაქციო კომიტეტი
ელენე ბარამიძე
მაია კერვალიშვილი
მარინე ჩიტაშვილი
ნანუკა მაისაშვილი
მარინა ტარასაშვილი
კატრინ სალადენი
ოლივიე დუვილი
ალენ ვანიე
რაჟა მაკი
ოდა დაგერი
ალინ ჰუსეინი
მიმოზა დიმიტროვა

პროგრამის მიზნები
პროგრამაში მონაწილეობის დეტალები
პროგრამის მიზნები
პროგრამის მიზანია ყოველი სასწავლო წელი მიუძღვნას ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის ძირითად კონცეპტუალური სისტემას, რომელიც გულისხმობს, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ავტორებს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ზ.ფროიდის სადამფუძნებლო ტექსტების ანალიზსა და განხილვას, ისევე როგორც მ. კლაინის, დ. ვინიკოტისა და ჟ. ლაკანის შემოქმედებასა და შრომებს.
პროგრამის მონაწილეები:
ასოციაციის ყოველწლიური პროგრამა არ წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური ფორმაციის პროგრამას. ე.ი. პროგრამაში ჩართული მონაწილე არ არის აუცილებელი ამავე დროს ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას გადიოდეს ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. მონაწილე შეიძლება იყოს ფსიქოანალიტიკური ფორმაციის პროცესში ქართული, ფრანგული თუ მასთან დაკავშირებული ასოციაციების ფარგლებში, ისევე როგორც იყოს ფსიქოანალიზითა და ფსიქოპათოლოგიით დაინტერესებული კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ან ზოგადად ფსიქოანალიტიკური თეორიითა და პრაქტიკით დაინტერესებული სუბიექტი.

შენიშვნა #1
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის თითქმის ყველა აქტივობა, გარდა ჯგუფის კლინიკური სუპერვიზიებისა და სამკითხველო ჯგუფისა, ასოციაციის დაარსების დღიდან (2011 წ. იხ. სადამფუძნებლო ტექსტი https://www.espacegeorgien.com/aboutus) იყო საჯარო და ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ასოციაცია კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას, რომელიც მისი მიზნებისა და ღირებულებების ნაწილია და რჩება ღია ფსიქოანალიზით დაინტერესებული ყველა პირისთვის (იხ. ასოციაციის პრეამბულა https://www.espacegeorgien.com/preambule). პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის აუცილებელი პირობა შეეხება მხოლოდ ყოველწლიურ საწევრო გადასახადს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასოციაციის არსებობისათვის.
შენიშვნა #2
ასოციაციის ყოველი ახალი სასწავლო წელი შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ხოლო 4-5 წელი მიჩნეულია საორიენტაციო დროთ, რომლის განმავლობაშიც ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის ძირითადი პრინციპები უნდა იქნეს მოცული სემინარებზე, სამკითხველო ჯგუფებსა და კონფერენციებზე. სწავლების თითოეული წელი დამოუკიდებელ და ავტონომიურ მთლიანობას წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილეს შეეძლება პროგრამის ფარგლებში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩართვა ან, 2, 3, 4... წლის განმავლობაში მასში აქტიური მონაწილეობა.
შენიშვნა #3
A
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე წარმოადგენს უცხოელი და ქართველი კოლეგების, ისევე როგორც სტუდენტების, ფსიქოთერაპევტების, კლინიკური ფსიქოლოგების ან ანალიტიკური ფორმაციის პროცესში მყოფი წევრების გამოცდილებისა და დისკურსების გადაკვეთის წერტილს, გზაჯვარედინს, რაც ასოციაციას იცავს ყოველგვარი იზოლაციონიზმის, რადიკალიზმის ან ნარცისიზაციისაგან, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი გაერთიანებისა და სოციო-პროფესიული კავშირების მტერს.
B
ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებთან, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პირდაპირ თანამშრომლობას.
C
ასოციაციის ადმინისტრაციული ორგანო სტრუქტურირებულია, მაგრამ თავად ასოციაცია ეწინააღმდეგება იერარქიზაციის ყოველგვარ მცდელობას, რაც მას იცავს იდეალიზაციისა და მეტრის დისკურსისაგან, სხვაგვარად მასის ფსიქოლოგიისაგან (ზ.ფროიდი). პროფესიული და კოლეგიალური თანასწორობა და საერთო კონცეპტუალური სისტემისა და პრაქტიკ ის ირგვლივ გაერთიანება წარმოადგენს ასოციაციის მთავარ მამოძრავებელ დინამიურ ძალას და ეთიკას, რომელსაც ის ეფუძნება.
აქედან გამომდინარე, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე, როგორც ყველა ფსიქოანალიტიკური ასოციაცია ემიჯნება საუნივერსიტეტო დისკურსს, რომელიც გულისხმობს მოსწავლისა და მასწავლებლის, მეტრის პოზიციებს. სწორედ ამიტომ ასოციაციის ყოველწლიურ პროგრამაში მათაც შეეძლებათ სემინარის ან სხვა, რომელიმე აქტივობის განხორციელება, ვინც თავად მონაწილეობს პროგრამის ფარგლებში სტატუსით „მონაწილე“. მაგალითად, მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ მოხსენება საკუთარი სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის შესახებ, ისევე როგორც საკუთარი პირვანდელი/ძირითადი პროფესიის ფარგლებში (ფილოსოფია, სოციოლოგია, ისტორია, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და ა.შ..) წაიკითხონ სემინარი ან დააფუძნონ სამუშაო ჯგუფი ავტორების ან მათი ტექსტების ირგვლივ, გაუზიარონ კოლეგებს საკუთარი კლინიკური გამოცდილება.
სასწავლო პროგრამის მხარდაჭერა, პარტნიორები და კვალიფიკაცია
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის აქტივობები იყოფა 2 განყოფილებად:
1
ფსიქოანალიტიკური ფორმაციის განყოფილება.
აღნიშნული განყოფილება გულისხმობს პირადი ანალიზის, კლინიკური სუპერვიზიისა და თეორიული სწავლების უზრუნველყოფას ფრანგული და მასთან დაკავშირებული აღიარებული ლაკანიანური ასოციაციების ფარგლებში. ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს კანდიდატის ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას (იხ. ბმული ფორმაციის შესახებ https://www.espacegeorgien.com/formation).
2
უწყვეტი სწავლების ღია ფსიქოანალიტიკურ სივრცე.
ასოციაციის აქტივობათა მეორე, უფრო მასშტაბური და ღია განყოფილებაა კლინიკური, თეორიული და სასწავლო აქტივობების წარმოება ფართო პუბლიკისთვის. ასოციაციის ამ განყოფილებას ვუწოდებთ უწყვეტი სწავლების ღია ფსიქოანალიტიკურ სივრცე, რომელიც განკუთვნილია კლინიკური ფსიქოლოგებისათვის, განსხვავებული თეორიული ორიენტაციის ფსიქოთერაპევტებისათვის, სტუდენტებისათვის კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტებიდან, თბილისის მწვანე სახლის ფსიქოლოგებისა სტაჟიორებისათვის, მაგრამ აგრეთვე ფსიქოანალიზით დაინტერესებული ყველა პირისთვის, განსაკუთრებით სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელთათვის. ცხადია ამ განყოფილებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ სწავლებაში, ვინც უკვე ფსიქოანალიტიკური ფორმაციის პროცესში იმყოფება.
ასოციაციის ზემოთ აღწერილი ორივე განყოფილების აქტივობების ხარისხისა და კვალიფიკაციის გარანტორი ქართულ ასოციაციასთან და ქართველ კოლეგებთან ერთად არის ასოციაცია Espace Analytique de Paris – association de formation psychanalytique et de recherche freudien (თარგ. ანალიტიკური სივრცე - ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაცია). იხ. ინფ. ფრანგული ასოციაციის ისტორიის, აქტივობებისა და მიზნების ბმულზე https://www.espacegeorgien.com/partners.
ქართული ასოციაცია თავიდან დაფუძნდა, როგორც Espace Analytique - ის განვითარებადი ჯგუფი საქართველოში, ხოლო 2018 წელს გახდა ამ ასოციაციის საერთაშორისო კოლეჯის წევრი.
გარდა ასოციაცია Espace Analytique-ის, ქართული ასოციაციის ფარგლებში განხორციელებული ღია და საჯარო, ისევე როგორც ფორმაციის პროგრამების ხარისხისა და კვალიფიკაციის გარანტორები არიან ფრანგული ასოციაციის საერთაშორისო კოლეჯის წევრი ასოციაციები: Espace analytique (საფრანგეთი), Espace analytique de Belgique (ბელგია), Espaço brasileiro de estudos psicanalíticos (ბრაზილია), Espace analytique de Bulgarie (ბულგარეთი), Espace géorgien pour la psychanalyse (საქართველო),Irish psychoanalytic space (Association of psychoanalytic training and freudian research (ირლანდია), Espace analytique du Liban (ლიბანი), Le cercle psychanalytique (მაროკო).
იხ. ფრანგული ასოციაცია Espace Analytique - ის ბროშურის 63-ე გვერდი https://www.espace-analytique.org/brochure_2023-2024.pdf
გარდა ამისა, ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც ქართულ უნივერსიტეტებთან (წარსულში აქტიურად თანამშრომლობდა ილიას სახ. უნივერსიტეტთან), განსაკუთრებით ამჟამად თსუ-სთან და კავკასიის უნივერსიტეტთან, ასევე პარიზის უნივერსიტეტთან (Université de Paris_Cité ; ყოფილი დენი დიდროს უნივერსიტეტი).
განსაკუთრებით ღირებულია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის თანამშრომლობა თბილისის მწვანე სახლთან, რომელიც წარმოადგენს კლინიკური და თეორიული მუშაობის ადგილს ბავშვთა ფსიქოანალიზისა და ფსიქოდინამიკური თერაპიის საქმეში. მწვანე სახლის თანამშრომლები 2006 წლიდან აქტიურად არიან ჩართული ფსიქოანალიტიკურ ფორმაციაში, ისევე როგორც მწვანე სახლისა და ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა თუ სუპერვიზიის ჯგუფებში. მწვანე სახლს მრავალი წელია სუპერვიზიასა და თეორიულ-კლინიკურ მხარდაჭერას უწევენ მაღალი კლასის ფსიქოანალიტიკოსები და პედოფსიქიატრები საფრანგეთიდან, რომელთა უმრავლესობა ჟაკ ლაკანის, ფრანსუაზ დოლტოს, მოდ მანონის, დიდიე ანზიუს და სხვა თეორეტიკოსთა პირდაპირი მოსწავლეები ან ანალიზანტები არიან (იხ. ინფორმაცია მწვანე სახლის შესახებ maisonvertegeo.com).
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ერთ-ერთი მხარდამჭერი მისი დაარსების დღიდან არის თბილისის ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო საქართველოში. ფრანგული ინსტიტუტი და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განყოფილება არაერთხელ დახმარებია ასოციაციას ფინანსურად, რათა კოლეგების მოწვევა შეგვძლებოდა საფრანგეთიდან. ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის პარტნიორების შესახებ ინფორმაცია იხ. აქ https://www.espacegeorgien.com/partners.
2011 წლიდან დღემდე ასოციაციამ განახორციელა 290-ზე მეტი საჯარო და დახურული აქტივობა, რომელიც გულისხმობდა: სემინარებს, სამკითხველო ჯგუფებს, კონფერენციებს...
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება/რას მიიღებს მონაწილე?
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც ღიაა ყველასათვის ვისაც სურს დაიწყოს ფსიქოანალიტიკური ფორმაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი, ან დააფუძნოს საკუთარი კლინიკური, კვლევითი ან თეორიული პრაქტიკა, ისევე როგორც ინტელექტუალური შრომა კვლევის ფსიქოანალიტიკურ მეთოდს.
ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, ასოციაციის საწევროს გადახდის პირობებში ასოციაცია გასცემს მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც აღიარებს და შეიცნობს მონაწილის მიერ დასწრების ინდივიდუალურ გრაფიკს. ე.ი. იმისათვის, რომ წევრმა, ასოცირებულმა წევრმა, ან თავისუფალმა მონაწილემ მიიღოს მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა არ იქნება საჭირო დასწრება ამ სიტყვის საუნივერსიტეტო გაგებით. მონაწილეს შეეძლება დასწრება ასოციაციის როგორც სრულ, ყოველწლიურ თეორიულ-კლინიკურ პროგრამაზე, ასევე შეეძლება ნაწილობრივ მიიღოს მონაწილეობა მისთვის საინტერესო აქტივობებში და წლის ბოლოს მიიღოს დასწრებისა და მონაწილეობის დამადასტურებელი ინდივიდუალური დოკუმენტი, სადაც დანართის სახით აღნიშნული იქნება მხოლოდ ის აქტივობები, რომელსაც მონაწილე დაესწრო რეალურად. ე.ი. ასოციაცია მომავალი წლიდან ამ მიზნით აწარმოებს დასწრების აღრიცხვას მათთვის ვისაც მსგავსი დოკუმენტის მიღების სურვილი ექნება. დოკუმენტში დეტალურად იქნება აღწერილი განვლილი პროგრამა და თეორიულ კლინიკური აქტივობები, ისევე როგორც ინდივიდუალური თუ ჯგუფური სუპერვიზიის საათები.
აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით გაიცემა, რომ მონაწილეს ხელი შეუწყოს დასაქმებაში, აგრეთვე დაადასტუროს ასოციაციის ფარგლებში მის მიერ გაწეული შრომა. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში დაადასტუროს გავლილი თეორიული (სემინარები, სამკითხველო ჯგუფები, კონფერენციები და სხვა...) და პრაქტიკული (სუპერვიზია და კლინიკური ჯგუფები. არსებობის შემთხვევაში პირადი ანალიზი) სწავლების საათების რაოდენობა.
რას მიიღებს მონაწილე, ასოცირებული წევრი ან წევრი? სხვაგვარად რაში მდგომარეობს ასოციაციის მიზანი და ფუნქცია?
-
ფსიქოანალიტიკური, ისევე როგორც ფსიქოთერაპიული კლინიკური პრაქტიკა ინსტიტუციისა თუ კაბინეტის ფარგლებში შეუძლებელია აწარმოოს სუბიექტმა იზოლირებულად სკოლის, ინსტიტუციისა ან ასოციაციისაგან. ასოციაცია ფსიქოანალიტიკური თუ ფსიქოანალიზით შთაგონებული კლინიკური პრაქტიკის დროს ასრულებს სიმბოლური მესამის ფუნქციას, რომელსაც ეყრდნობა პრაქტიკოსი, რომელიც ასოციაციის ფარგლებში ქმნის სოციალურ კავშირებს და ხდება ანალიტიკური დისკურსის ნაწილი.
-
გარდა ამისა, პრაქტიკოსი, ანალიტიკოსი ან ფორმაციაში მყოფი სუბიექტი, ისევე როგორც კლინიკური პრაქტიკის მქონე ფსიქოთერაპევტი კოლეგა იმ ფაქტით, რომ ის მუშაობს ასოციაციაში ტექსტებზე, ესწრება სემინარებს ან თავად უძღვება მათ, აქვეყნებს პუბლიკაციებს ასოციაციისა და სკოლის სახელით, მონაწილეობას იღებს სუპერვიზიისა და კლინიკური განხილვების ჯგუფებში, უზიარებს კოლეგებს გამოცდილებას და თავადაც ხდება სხვისი გამოცდილების მიმღები, ხდება ნაწილი არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების, არამედ ეთიკის, რომელსაც იცავს სკოლა და ასოციაცია, როგორც ამ სკოლის რეპრეზენტაცია. აქედან გამომდინარე, ასოციაცია ამავე დროს ხდება ასოცირებული კოლეგის ან წევრის კვალიფიკაციის გარანტორი.
-
ასოციაცია ასრულებს სიმბოლური ჩარჩოს ფუნქციას, რომლის ნაწილიც ნომინაციისა და აღიარების სიმბოლური აქტით არის ასოციაციის წევრი თუ ასოცირებული წევრი, ან ფორმაციაში მყოფი ანალიტიკოსი.
-
ასოციაცია წევრისათვის წარმოადგენს კლინიკური თა თეორიული გამოცდილების გაცვლის ადგილს, ისევე როგორც ცოდნის მიღების უწყვეტ წყაროს, ვინაიდან ასოციაცია ერთგულია არა საუნივერსიტეტო, გაწერილი პროგრამის, არამედ მუდმივი სამუშაო პროცესის სემინარებზე თუ სხვა აქტივობების დროს.
-
ასოციაციაში ყოფნა, განსხვავებით უნივერსიტეტის ან ინსტიტუტისაგან არ არის ლიმიტირებული სასწავლო პროგრამით (მაგ. საბაკალავრო, სამაგისტრო, ან სადოქტორო პროგრამით, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი/მოსწავლე ხშირ შემთხვევაში ტოვებს ინსტიტუციას), ასოციაციის წევრობა ნიშნავს იყო ასოცირებული სკოლასთან, ნიშნავს პროფესიული მიკუთვნებულობისა და პროფესიული გაერთიანების ნაწილად ყოფნას, რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ პროფესიული და არა კომერციული მიზნები.
-
ასოციაციის წევრობა, ასოცირებულ წევრობა ნიშნავს (თანაბრად ყველასთვის, ვინც პასუხობს ეთიკის, ასევე სკოლის ძირითად თეორიულ და კლინიკურ ორიენტირებს) მოხსენებების, სემინარების წაკითხვის, კონფერენციებში მონაწილეობის მიღებისა და პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობას, როგორც ასოციაციის ჟურნალში, ასევე სხვა კვალიფიციურ ჟურნალებში ასოციაციის სახელით. სწორედ ასოციაციის სახელი (ამ სიტყვის სიმბოლური გაგებით), ე.ი. ასოციაციასთან მიკუთვნებულობა წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს წარსდგეს კოლეგა, როგორც ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი, ასოცირებული წევრი როგორც პაციენტების, ასევე ფსიქოლოგიასთან, ფსიქოანალიზთან, ფსიქოპათოლოგიასთან დაკავშირებული ინსტიტუციების წინაშე.
-
ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცესთან ასოცირება ნიშნავს ასოცირებას ფრანგულ ლაკანიანურ ასოციაციებთან განუყოფელ კავშირსა და აფილიაციას, ისევე როგორც იმ ასოციაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონალურ თუ საერთაშორისო ქსელს აღნიშნული დამფუძნებელი ინსტიტუციებისა. აფილიაციის აუცილებლობა განპირობებულია იმითაც, რომ კოლეგა ანალიტიკოსი, ან ფორმაციაში მყოფი სუბიექტი სხვა, არალაკანიანურ, მაგრამ კვალიფიციურ ფსიქოანალიტიკურ ასოციაციებთან თეორიული თუ კლინიკური მუშაობის დროს წარსდგება, როგორც ასოცირებული/აფილირებული ლაკანიანურ ასოციაციასთან. ასოციაცია ფუნქციონირებს, როგორც წარმდგენი ფორმაციაში მყოფი, ისევე როგორც ფორმირებული სუბიექტისა, წარმდგენი ე.წ. სხვის (Autre) წინაშე.
შენიშვნა #1:
კომერციული დაწესებულება, აღწერილი მიკუთვნებულობასა და პროფესიულ, სოციალურ კავშირებში წევრად ყოფნას ვერ უზრუნველყოფს. ფსიქოანალიტიკოსისთვის, ისევე როგორც ფორმაციაში მყოფი კანდიდატისთვის უნივერსიტეტთან აფილიაცია საკმარისი არ არის. ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის მქონე იმდენად არის სიმბოლურ რეგისტრში აღიარებული, რამდენადაც ის არის აფილირებული ასოციაციასთან, რაც პრაქტიკისა და ნომინაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
შენიშვნა #2:
საწევროს გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ იქნება სუპერვიზიის ჯგუფები, ფუნდამენტური კონცეპტებისადმი მიძღვნილი ჯგუფები, ქართველ ი კოლეგების სემინარები, სამკითხველო ჯგუფები და არ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა განვლილი აქტივობების აღწერილობით. ზოგიერთი უცხოელი კოლეგის სემინარი კვლავ დარჩება საჯარო და ღია თავისუფალი დამსწრეებისათვის უნივერსიტეტებსა თუ ასოციაციის ფარგლებში დასწრებულ თუ დისტანციურად გამართულ ღონისძიებებზე.
ვინ უძღვება სასწავლო თუ ფორმაციის აქტივობებს ასოციაციის ფარგლებში?
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში სემინარებს, კონფერენციებს, სუპერვიზიებსა თუ სხვა ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიისადმი მიძღვნილ აქტივობებს უძღვებიან, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე კოლეგები. მომხსენებელთა და ფორმატორთა სია და სახელები ყოველ წელს იცვლება, თუმცა ზოგიერთი უცხოელი, ისევე როგორც ქართველი კოლეგა მრავალი წლის განმავლობაში უწყვეტად კითხულობს სემინარებს/სასემინარო კურსებს ასოციაციაში, უძღვება სუპერვიზიებს და მართავს კონფერენციებს. მომხსენებელთა ნაწილი შეიძლება იყოს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი, ასოცირებული წევრი, საპატიო წევრი ან არ იყოს (იხ. ინფ. წევრებისა და ასოცირებული წევრების შესახებ https://www.espacegeorgien.com/members).
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში აქტივობებს უძღვებიან:
1
ფსიქოანალიტიკოსები ფრანგული ასოციაცია Espace Analytique-დან, რომელთა ნაწილი არის ჟაკ ლაკანის პირველი, ან მეორე თაობის მოსწავლე, ისევე როგორც ფრანსუაზ დოლტოს, მოდ მანონისა და სხვა ფსიქოანალიზში მნიშვნელოვან ფიგურებთან ფორმირებული კოლეგები. მათი დიდი ნაწილი პროფესიით ფსიქიატრი, პედოფსიქიატრი, ფილოსოფოსი, ან ფსიქოლოგია, ისევე როგორც სხვა რომელიმე ახლოს მდგომი დისციპლინის წარმომადგენელი.
მომხსენებელთა ნაწილი უნივერსიტეტის, განსაკუთრებით დიდროს სახელობის (ამჟამად Université de Paris_Cité) პროფესორია. ზოგიერთი მათგანი საპატიო ან ემერიტუს პროფესორიც.
3
კოლეგათა მესამე ნაწილს განეკუთვნებიან ქართველი თუ საქართველოში მცხოვრები კოლეგები. მათი დიდი ნაწილი ქართული ასოციაციის წევრი, დამფუძნებელი ან ასოცირებული წევრია. ზოგიერთი მათგანი ერთდროულად სხვა ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრიც შეიძლება იყოს საქართველოში თუ უცხოეთში. კოლეგათა ამ ნაწილს, რომელიც ამავე დროს განასახიერებს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ადგილობრივ და შიდა ბირთვს, ან დასრულებული აქვს ფსიქოანალიტიკური ფორმაცია, ან იმყოფება ფორმაციის პროცესში ქართულ და ფრანგულ, ასევე ბულგარეთის ან სხვა ქვეყნის წევრ ასოციაციათა ფარგლებში. ზოგიერთი მათგანი ფორმაციის საწყის ეტაპზე იმყოფება, ზოგიერთი კი შუა გზაზე, ან დასასრულს უახლოვდება. იმისათვის, რომ კოლეგამ ასოციაციის ფარგლებში სემინარი წაიკითხოს არ არის აუცილებელი, რომ ის ფსიქოანალიტიკური ფორმაციის პროცესში იყოს. კლინიკური ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, კოლეგები უნივერსიტეტიდან, უნივერსიტეტის პროფესორები სარგებლობენ სრული თავისუფლებით შეიტანონ ასოციაციის ცხოვრებაში საკუთარი წვლილი სემინარებისა თუ სხვა აქტივობების განხორციელებით. ასოციაციის ფუნქციონირების პრინციპის მიხედვით, კოლეგები თავად სთავაზობენ ასოციაციას, როგორც სემინარების შინაარსსა და ხანგრძლივობას, ასევე სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობათა კატეგორიას (კონფერენცია, სუპერვიზია, სამუშაო თუ სამკითხველო ჯგუფები, ტექსტების თარგმნა, სტატიის დაწერა და გამოქვეყნების მოთხოვნა ასოციაციის ჟურნალში...)
2
კოლეგათა ნაწილს, რომლებსაც საკუთარი წვლილი სემინარებითა თუ სხვა აქტივობებით შეაქვთ ქართული ასოციაციის განვითარებაში წარმოადგენენ Espace Analytique-ის საერთაშორისო ქსელის წევრ ასოციაციათა დამფუძნებლებს თუ წევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან (იხ. ზემოთ Espace Analytique-ის საერთაშორისო ქსელის შესახებ). მათი დიდი ნაწილი ფორმირებულია ფრანგულ თუ სხვა ასოციაციებში, ისევე როგორც ასოციაციებში, რომლებმაც ფსიქოანალიტიკოსის დამოუკიდებლად ფორმირების უფლება და რესურსი მოიპოვეს.
4
კოლეგათა მეოთხე ნაწილი წარმოადგენს მათ, ვისაც ასოციაცია მოიწვევს ერთი ან რამდენიმე სემინარის წაკითხვის მიზნით. მოწვეული კოლეგა შეიძლება იყოს სხვა ფსიქოანალიტიკური ასოციაციის, მაგალითად სხვა ლაკანიანური ან საერთაშორისო ასოციაციის წევრი ანალიტიკოსი, ისევე როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებელი, ან კოლეგა, მდიდარი კლინიკური გამოცდილებით. ხშირ შემთხვევაში ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე იწვევს კოლეგებს ფილოსოფიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტებიდანაც.
შენიშვნა: უცხოელ კოლეგათა სემინარები ფრანგული ასოციაციიდან (Espace Analytique), ან ლექციები, რომლებსაც წაიკითხავენ პროგრამულად ან პროგრამის ფარგლებს გარეთ, დარჩება საჯარო და ღია ყველასთვის ვისაც სურს მონაწილეობა სტატუსის გარეშე. უცხოელი კოლეგების სემინარების უმრავლესობის ინკლუზია მოხდება პროგრამის ფარგლებში, მაგრამ შევინარჩუნებთ საჯაროობას ასოციაციის რეპუტაციული მიზნების, ისევე როგორც უცხოელი კოლეგებისადმი კოლეგიალური დამოკიდებულების გამო. თუმცა ასოციაციის აქტივობათა ნაწილის საჯაროობის შენარჩუნების მთავარი მოტივია ფსიქოანალიზის გავრცელებისა და ფსიქოანალიტიკური დისკურსის დაფუძნების სურვილი, რომელიც იმთავითვე დაედო საფუძვლად ქართული ასოციაციის შექმნას.
ისინი ვინც საჯაროდ და უფასოდ დაესწრებიან ღია სემინარებს, ე.ი. ასოციაციის აქტივობათა ნაწილს ყოველწლიური საწევრო გადასახადის გადახდის გარეშე, ვერ დაესწრებიან პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შიდა აქტივობებს და ვერ მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საწევრო გ ადასახადის ოდენობა და გადახდის პირობები:
2024-2025 წლისათვის ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წლიური საწევრო გადასახადი გაიზარდა და ასოცირებულ წევრთათვის შეადგენს 290 ლარს (თვეში 24 ლარს), ხოლო სრულ წევრთათვის 300 ლარს (თვეში 25 ლარს). 2016 წლიდან დღემდე საწევრო გადასახადი შეადგენდა 120/130 ლარს.
ასოციაციის საწევროს გადახდა მონაწილეს, ასოცირებულ წევრს ან წევრს უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის ყველა აქტივობაში, თავადაც დაგეგმოს ან შესთავაზოს ასოციაციას აქტივობები და წლის ბოლოს მიიღოს მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი დოკუმენტი, რომელიც როგორც ქართული, ასევე ფრანგული ასოციაციის მიერ იქნება დამოწმებული.
მიღებული შემოსავალი ასოციაციამ შეიძლება დახარჯოს უცხოელ კოლეგათა მგზავრობაში, დაბინავებასა და გამასპინძლებაში, აგრეთვე ტექნიკურ მატერიალური ბაზის უზრუნველყოფაში (ზუმის, ელექტრონული ფოსტის, ასოციაციის ვებ გვერდის, ტექნიკური და საკომუნიკაციო, აგრეთვე IT და ბუღალტერის მომსახურებისა ხარჯების უზრუნველყოფისათვის), აგრეთვე მომხსენებელთა მხოლოდ ნაწილისათვის ჰონორარის გადახდაში, ბიბლიოთეკის შევსების მიზნით ლიტერატურის ყიდვაში.
გადასახადი უნდა ჩაირიცხოს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE03TB7273936070100001. დანიშნულებაში მიუთითეთ "საწევრო გადასახადი", სახელი და გვარი.
შენიშვნა:
ასოციაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მასაც ვინც ასოციაციის არც ასოცირებული წევრია და არც წევრი, მაგრამ იხდის გადასახადს, როგორც დამოუკიდებელი მონაწილე.
თავისუფალ მონაწილეს, წევრს თუ ასოცირებულ წევრს გადასახადის 2 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა აქვს:
პირველი ნაწილის გადახდის პერიოდია 15-30 სექტემბერი
მეორე ნაწილის გადახდის პერიოდია 8-25 იანვარი
გამონაკლისი შემთხვევები და შეღავათები:
-
გადახდის დამაბრკოლებელი პირადი თუ სხვა განსაკუთრებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში, თავისუფალმა მონაწილემ, წევრმა, ან ასოცირებულმა წევრმა უნდა მისწეროს დასაბუთებული წერილი ასოციაციის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს გადახდის გადავადება ან მისი ანულირება. მოთხოვნას განიხილავს ასოციაციის ადმინისტრაცია და გადაწყვეტილებას წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
დაზუსტება ფსიქოანალიტიკური ფორმაციის შესახებ.
ფსიქოანალიტიკური ფორმაცია მხოლოდ ასოციაციის ფარგლებშია შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა არ წარმოადგენს ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის პროგრამას. ის შეიძლება იყოს როგორც დამატებითი ფაქტორი ფორმაციაში მყოფი კანდიდატისთვის, ისევე როგორც თეორიული და კლინიკური ცოდნის გაღრმავების ადგილი მათთვის ვინც ფსიქოანალიზს შეიძლება ეყრდნობოდეს საკუთარ თერაპიულ თუ კვლევით პრაქტიკაში. რაც შეეხება ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას, ის შედგება სამი კომპონენტისგან (იხილეთ განყოფილება ფსიქოანალიტიკური ფორმაცია (https://www.espacegeorgien.com/formation/)) პირადი ანალიზი, სუპერვიზია და თეორიული სწავლება.
ყველა ასოციაცია საქართველოში თუ სხვაგან რომელიც უზრუნველყოფს ანალიტიკოსის ფორმაციას წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, აქედან გამომდინარე, არც ერთი კომერციული ან სხვა ტიპის სახელმწიფო სასწავლო დაწესებულება (უნივერსიტეტი, აკრედიტებული ინსტიტუტი და ა.შ.) რომელიც არ არის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია არ უზრუნველყოს ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციას. წევრები, რომლებიც ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას გადიან მოცემულ პროგრამებში მონაწილეობით გაიღრმავებენ თეორიულ და კლინიკურ ცოდნას, მაგრამ პროგრამით გაწერილი აქტივობები ვერ ჩაანაცვლებს მათთვის ფორმაციის სამ ძირითად ღერძს: პირად ანალიზს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ სუპერვიზიასა და თეორიულ სწავლებას.
შენიშვნა: ასოციაციის ყოველწლიური პროგრამის ერთ-ერთი მიზანია დააფუძნოს წევრებისა და ასოცირებული წევრებისაგან შემდგარი აქტიური ჯგუფი, რომელთა ნაწილმაც გარკვეული თეორიული და კლინიკური ცოდნის მიღების შემდეგ შესაძლოა გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს ფსიქოანალიტიკურ ფორმაციასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში მსურველი, რომელიც საკუთარ სურვილს დააფიქსირებს მიმღები კომისიის წინაშე მოწოდებული იქნება დაიწყოს პირადი ანალიზი და ინტენსიურად ჩაერთოს თეორიულ და კლინიკურ აქტივობებში, როგორც ქართული ასევე სხვა ლაკანიანური და არალაკანიანური ასოციაციების ფარგლებში, განსაკუთრებით Espace Analytique-ის ფარგლებში, რომელიც არის ფორმაციისა და კვალიფიკაციის გარანტორი ქართული ასოციაციისათვის.
ფსიქოანალიტიკური ფორმაციის ფასი
ფსიქოანალიტიკოსის ფორმაცია წარმოებს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფარგლებში, რომელიც არაკომერციული მიზნების მქონე იურიდიულ პირს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ფსიქოანალიტიკური ფორმაციის ფასი არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ წლიური საწევრო გადასახადით ასოციაციაში. ის ფაქტი, რომ ასოციაციას, უნივერსიტეტის, ინსტიტუტის, კერძო თუ სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებისაგან განსხვავებით, არ გააჩნია სწავლის გადასახადი, სწავლის საფასური ან ტარიფი, არ ნიშნავს იმას, რომ ფსიქოანალიტიკური ფორმაცია არის უფასო, პირიქით. ფსიქოანალიტიკური ფორმაცია დაკავშირებულია შემდეგ ფინანსურ დანახარჯებთან:
-
პირადი ანალიზის საფასური. პირადი ანალიზი წარმოადგენს ფორმაციის უმთავრეს შემადგენელს, რომელიც ხანგრძლივი პროცესია, ხოლო ფასი განისაზღვრება ანალიტიკოსსა და პაციენტს შორის მოლაპარაკების საფუძველზე. ფრანგული სკოლა ერთგულია ვარიაბილური ფასის. რთულია დღეს საქართველოში პირადი ანალიზის ფასის განსაზღვრა, რომელიც პირობითად შეიძლება ითქვას, რომ მერყეობს 40-დან 120, ზოგიერთ შემთხვევაში 150 ლარამდეც კი, თუმცა დაზუსტებით ფასის განსაზღვრა საქართველოში, ან ევროპაში ძალიან რთულია.
-
ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია. სუპერვიზია, ისევე როგორც პირადი ანალიზი ფორმაციის განუყოფელი ნაწილია და აგრეთვე ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. სუპერვიზიის თანხა ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) შეიძლება აღემატებოდეს პირადი ანალიზის, ერთი სეანსის ღირებულებას. ამ შემთხვევაშიც სუპერვიზიის თანხას განსაზღვრავს სუპერვიზორი კანდიდატთან ერთად. როგორც წესი, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაგვარწმუნა, რომ კოლეგები ევროპიდან ხშირ შემთხვევაში ქართველ კანდიდატებს, ისევე როგორც კანდიდატებს ქვეყნებიდან, რომელთა ეკონომიკაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკას, ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უფრო ნაკლებს ახდევინებენ ანალიტიკურ სეანსებსა თუ სუპერვიზიაში ვიდრე მაგალითად საფრანგეთში მცხოვრებ კოლეგას.
-
თეორიული სწავლება. თეორიული სწავლების ფასი ხშირ შემთხვევაში უდრის იმ თანხას, რომელსაც ფორმაციაში მყოფი სუბიექტი საწევრო გადასახადის სახით იხდის ასოციაციაში ყოველწლიურად. გარდა ამისა, ჩვენი უცხოელი კოლეგები ბევრ აქტივობას დისტანციურად თუ ადგილზე, უფასოდ სთავაზობენ ქართველ კოლეგებს. მაგალითად, საფრანგეთში ფსიქოანალიტიკურ კონფერენციათა, კოლოქვიუმთა მხოლოდ ნაწილი შეიძლება იყოს ფასიანი (ღონისძიებათა უმრავლესობა უფასოა). ამჟამად 2 დღიან კონფერენციაში მონაწილეობის ფასი პარიზში 10-დან 40 ევრომდე მერყეობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში სტუდენტებისა და ასოციაციის წევრების/ასოცირებული წევრებისათვის დასწრება უფასოა.
პროგრამაზე რეგისტრაცია:
პროგრამას აქვს როგორც ვებ ასევე აპლიკაციის მხარდაჭერა. დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს: https://www.espacegeorgien.com/challenges
აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შემდეგ ბმულს
პროგრამას ასევე გააჩნია ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია მასალების გასაცნობად, სიახლეების მისაღებად, სემინარებზე დასარეგისტრირებლად და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. გასაწევრიანებლად ეწვიეთ ბმულს:
https://www.espacegeorgien.com/group/stsavlebis-4-komponentiani-programis-jgupi/about