
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის კარტელები
2025 წლის დასაწყისში ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში დაფუძნდა სამუშაო ჯგუფები, ე.ი. კარტელები. კარტელის ფარგლებში ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს ფსიქოანალიზის ერთ, რომელიმე კონცეპტზე ან ტექსტზე. კარტელი იკრიბება კვირაში ერთხელ, 2 კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ.
მას შემდეგ რაც კარტელი ასრულებს სამუშაოს ის ერთი ან რამდენიმე სემინარის სახით ასოციაციის ფარგლებში კოლეგებს წარუდგენს განხორციელებულ თეორიულ, კლინიკურ თუ პრაქტიკულ სამუშაოს, მოახდენს განხორცილებული სამუშაოსა და მიგნებების რეზიუმირებას. ამჟამად ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში ფუნქციონირებს 9 კარტელი (იხ. ჩამონათვალი ქვემოთ).
კარტელის დაფუძნების ისტორია და მნიშვნელობა ლაკანი ანურ ასოციაციებში:
ჟაკ ლაკანმა კარტელის, როგორც ასოციაციის ფარგლებში ფუნქციონირებადი სტრუქტურული (და ამავე დროს მასტრუქტურირებელი) ერთეულის შექმნის გადაწყვეტილება 1964 წელს, პარიზის ფორიდიანული სკოლის დაფუძნების წელსვე მიიღო. ლაკანის ამ სადამფუძნებლო აქტის მიზანი იყო იერარქიული და რიგიდული ბიუროკრატიული სისტემისაგან თავის არიდება, რომელიც იმ დროისათვის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში მოქმედებდა. კარტელი უნდა ყოფილიყო სამუშაო ორგანიზმი, რომლის ფარგლებშიც ყველა წევრი იქნებოდა თანასწორი და აქტიური, ე.ი. ჯგუფს მეტრის, მასწავლებლის გარეშე უნდა ეფუნქციონირა. კარტელი ლაკანის მიერ იყო წარმოდგენილი, როგორ მცირე და ჰორიზონტალურად (ე.ი. არა იერარქიულად) ფუნქციონირებადი მცირე ასოციაცია სკოლის, ასოციაციის ფარგლებში.
კარტელის სტრუქტურა: ერთი კარტელის ფარგლებში მუშაობს 3-5 ადამიანი და პლიუს ერთი. 3/5+1. პლუს ერთის ფუქნცია არ არის არც ხელმძღვანელის, მასწავლებლის, ან მეტრის როლის შესრულება, არამედ ჯგუფის მუშაობის სტრუქტურაცია, ჯგუფის ფორმალური ასპექტების დაცვა და მუშაობის ფასილიტაცია.
კარტელი იკრიბება განსხვავებული სიხშირით. თითოეული წევრი განსახორციელებელი სამუშაოს ნაწილს იღებს საკუთარ თავზე იმ საერთო თემასთან მიმართებით, რომლის ირგვლივაც შეიკრიბება კარტელი (თეორიული კონცეპტი, ფროიდის ან ლაკანის, ან სხვა რომელიმე ავტორის სადამფუძნებლო ტექსტი, კლინიკური ან თეორიული პრობლემა დაკავშირებული ეპოქასთან, კულტურასთან და ა.შ). კარტელი არ არის საკლასო ოთახი ან საუნივერსიტეტო აუდიტორია სადაც ერთი ასწავლის და სხვები უსმენენ. კარტელი ლაკანიანურ ასოციაციაში ჯგუფის ყველა წევრს თავისუფალი მუშაობისა და სამუშაოს წარდგენის საშუალებას უნდა აძლევდეს. პლუს ერთი სუბიექტი თვალყურს ადევნებს ჯგუფს, რომ ის არ ტრანსფორმირდეს ლექციად ამ სიტყვის საუნივერსიტეტო გაგებით. 1 ან 2 წლის მუშაობის შემდეგ კარტელი წარადგენს სემინარს, მოხსენებას, ტექსტს პუბლიკაციისათვის, რათა გააცნოს პუბლიკასა და კოლეგებს შესრულებული სამუშაო.
ასოციაციაში მოქმედი (მიმდინარე) კარტელები:
ხანგრძლივობა: 2 სემესტრი
კარტელის სახელწოდება და წევრები
მოსაზღვრე მდგომარეობები
კვირაში 1 შეხვედრა
ნუცა გულდედავა, დაჩი დაიაური, მაკა არეშიძე, გიორგი კახნიაშვილი, ივანე დარბუაშვილი.
ტოტემი და ტაბუ
2 კვირაში 1 შეხვედრა
ბექა მაისურაძე, მარიამ გოგიჩაიშვილი, ნუცა გაგუა, გვანცა ბარბააქაძე
პერვერსია
თვეში 1 შეხვედრა
ანკო პირველი, მაია მინაშვილი, ელენე ბარამიძე,გიორგი ჭანტურია, გვანცა ბარბაქაძე
იდენტიფიკაცია და ნევროტული სტრუქტურა
ნატალია გოგოლაძე, გიორგი შერმაზნაშვილი, გურანდა რომანაძე, ცირა გელიტაშვ ილი, მარი კიკალიშვილი, თეონა ნაჭყებია
კვირაში 1 შეხვედრა
ობსესიური ნევროზი
2 კვირაში 1 შეხვედრა
მაია კერვალიშვილი, საბა შოსიტაშვილი, ანკო პირველი, სანდრო სულაძე, საბა დვალიძე
მოზარდობა - კრიზისი
კვირაში 1 შეხვედრა
ანი ჩადუნელი, ნონა შიუკაშვილი, ვასილ ბუხრაშვილი, მარი გოშაძე
სიზმრების ინტერპრეტაცია
თვეში 1 შეხვედრა
გვანცა ჩიგოგიძე, კესო ჭურღულია, მარიამ გოგოხია, მერი კაჩარავა, ნატო აფციაური
მოდ მანონი
The child his illness and Other
ქეთი კერესელიძე, ცირა გელიტაშვილი, სოფიო ვიბლიანი, გვანცა კოპალიანი, მირანდა გიორგაშვილი, მარიტა გორდელაძე
თვეში 1 შეხვედრა
ჟ.ა. მილერის 1,2,3,4
თვეში 1 შეხვედრა
ირაკლი ღვინჯილია, ნატალია გოგოლაძე, მაია კერვალიშვილი
ფრანსუაზ დოლტო
თვეში 1 შეხვედრა
თამარ კუპრეიშივი, სოფია მეგრელიძე, ცირა გულუა, ანნა კორკოტაძე, მარიამ გოგრიჭიანი, მაგდა მამისაშვილი
ლაკანის პირველი სემინარი
თვეში 1 შეხვედრა
ცირა გელიტაშვილი, მარიტა გორდელაძე, თამარ ამაშუკელი
