
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის
2026-2027 წლის თეორიულ-კლინიკური სწავლების
4 კომპონენტიანი პროგრამა
შენიშვნა: ზოგიერთი აქტივობის თარიღი დაზუსტების პროცესშია, ხოლო ზოგიერთი ექვემდებარება ცვლილებას. აგრეთვე, 2026-2027 წლის განმავლობაში მოცემულ პროგრამას შესაძლოა დაემატოს რამოდენიმე სემინარი ან კონფერენცია.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ვალდებულნი არიან დეტალურად გაეცნობ განყოფილებას “პროგრამის მიზნები” პროგრამის განრიგის გაცნობის შემდეგ.
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის აქტივობათა უმრავლესობა გაერთიანდება სწავლების 4 კომპონენტიანი ჩარჩოს ფარგლებში. უცხოელი თუ ქართველი კოლეგების მიერ განხორციელებული სასწავლო აქტივობების დიდი უმრავლესობა ქვემოთ მოცემული 4 კომპონენტიდან რომელიმე კომპონენტის ფარგლებში მოექცევა. პროგრამის მოცემული 4 კომპონენტიანი ჩარჩო ასოციაციაციაში 5 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.
კომპონენტი I : ფსიქოანალიზის ფუნდამენტური კონცეპტები - ზიგმუნდ ფროიდის შრომების მიხედვით.
კომპონენტი II : ფსიქოანალიტიკური კვლევის მეთოდი და ფსიქოანალიტიკური ტექნიკა ფროიდთან და ფროიდის შემდეგ.
კომპონენტი III : ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგია და კლინიკა - სტრუქტურალისტური მიდგომა მოდერნულობის კონტექსტის გათვალისწინებით: ნევროზი, ფსიქოზი, პერვერსია და მოსაზღვრე მდგომარეობები.
კომპონენტი IV : ჟაკ ლაკანის წვლილი ფსიქოანალიზში - ძირითადი თეორიული და კლინიკური აღმოჩენები.







