top of page
Search


სიყვარული: დაკარგულის ძიებაში
ეროსი, როგორც სიცოცხლის ლტოლვა და სიყვარულისა თუ შემოქმედებითობის მთავარი მამოძრავებელი ძალა, განუყოფელია თანატოსისგან - სიკვდილის ლტოლვის, სიძულვილისა და დესტრუქციისგან. სწორედ ამ ორი ლტოლვის ურთიერთქმედება განსაზღვრავს ადამიანის სასიყვარულო ცხოვრების დინამიკას. სასიყვარულო ურთიერთობა ის სივრცეა, სადაც კონდენსირდება სუბიექტის ფსიქიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კონფლიქტები: ფსიქოსექსუალური განვითარების გადაულახავი ეტაპები, ტრავმული გამოცდილებები, პირველად ობიექტებთან ურთიერ

ანკო პირველი
Aug 2214 min read


არის თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერება?
ჟაკ ლაკანის XI სემინარი „ფსიქოანალიზის ოთხი ფუნდამენტური ცნება“ იწყება კითხვით: შეიძლება თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერებად მივიჩნიოთ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ტიპის მეცნიერებასთან გვაქვს საქმე? ამ საკითხზე პასუხის გასაცემად საჭიროა განვსაზღვროთ, რას შეისწავლის ფსიქოანალიზი და რით განსხვავდება მისი კვლევის საგანი თანამედროვე მეცნიერების ობიექტისგან. ლაკანი პიკასოს სიტყვებს იმოწმებს: „მე არ ვეძებ, მე ვპოულობ“. ამ ფრაზით ერთმანეთისგან იმიჯნება ორი განსხვავებული შემეცნებ

გიორგი შარმაზანაშვილი
Jul 268 min read


მოქმედება სიამოვნების პრინციპს მიღმა
„კულტურით უკმაყოფილების“ საბოლოო ვერსია ფროიდმა ნაცისტების გერმანიის ხელში ჩაგდებისას გამოსცა. ნაშრომი ასახავს იმდროინდელ უძლურებასა და გარდაუვალი კატასტროფის მოლოდინს. მასში ვერ ვნახავთ აუცილებელი პროგრესის იდეას, თუ მეცნიერული წინსვლით ილუზიების აღმოფხვრის რწმენას. ფროიდს ცივილიზაციურ დონეზე აჰყავს ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში მიღებულ პოსტულატი - ადამიანებთა შიგნით და ადამიანებს შორის მძვინვარებს გადაუჭრელი, მარადიული კონფლიქტი. ამავდროულად, და პარადოქსულად, ის იტოვებს იმედს,

ალექსანდრე სულაძე
May 3118 min read


"ჯაყოს ხიზნების" ფროიდიანული ანალიზი
შესავალი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების უმთავრეს შედევრზე საუბარი თავისთავად ძალზედ საპასუხისმგებლო და რთული ამოცანაა. შესაბამისად, მოცემული ანალიზი წარმოადგენს „ჯაყოს ხიზნებზე“ ფსიქოანალიტიკური რეფლექსიის მხოლოდ ნაწილობრივ მცდელობას. “ჯაყოს ხიზნები” თავისი კომპლექსური და მრავალშრიანი შინაარსით ინტერპრეტაციების უსაზღვრო არჩევანს გვიტოვებს, თუმცა ლიმიტაციებიდან გამომდინარე ჩვენი ძირითადი ყურადღება უშუალოდ მთავარი გმირის -თეიმურაზის პერსონაჟზე შეჩერდება. უფრო კონკრეტულად,

ანკო პირველი
May 2313 min read


,,ოპერაციული აზროვნება” - თეორიული კონცეპტი პარიზის ფსიქოსომატური სკოლის მიხედვით
ავტორები: პიერ მარტი და მიშელ დე მ’უზენი ფანტაზმის არარსებობა, ოპერაციული აზროვნება, ფსიქიკური სიცარიელე და სომატიზაციის მექანიზმი მოცემული სტატია ეხება ფსიქოსომატიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონცეპტს - ოპერაციულ აზროვნებას, რომელიც უკავშირდება ფანტაზმისა თუ ფანტაზმატიკური აქტივობის არარსებობას ან/და დეფიციტს ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ისევე, როგორც სიზმრის მუშაობა, ფანტაზმატიკური აქტივობა ინდივიდის ყოველდღიური ფსიქიკური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შემადგენელია, რადგან ლტოლვ

ანა რიკაძე
May 106 min read


სიზმრების ინტერპრეტაცია ანუ ფსიქოანალიზის დაბადება
შესავალი “I try in general to keep psychology clear from everything that is different in nature from it, even biological lines of thought.” „ზოგადად, მე ვცდილობდი, რომ არ გადამეფარა ფსიქოლოგია ისეთი დისციპლინებით, რომლებიც საკუთარი ბუნებით განსხვავებიან მისაგან, თუნდაც ეს ბიოლოგიური აზრი ყოფილიყო“ (Freud; 1914) მეცნიერებაში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ისეთი ტოტალური გავლენა აქვს დარგის განვითარებაზე, როგორიც ფროიდს ფსიქოანალიზზე. ზიგმუნდ ფროიდი გახლავთ ფსიქოანალ

საბა შოშიტაშვილი
Apr 2515 min read


ფანტაზმი
“მე მივდიოდი მასთან და ვათავისუფლებდი ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომდაგროვილი ფანტაზმებისგან…” ბრეიერი ანა ო-ს შემთხვევაზე ამ ფრაზიდან ჩანს ჯერ კიდევ როდიდან მოდიან ერთად ფსიქოანალიტიკური თეორია და ფანტაზმისცნება. ფანტაზმი გერმანული სიტყვა Phantasie მომდინარეობს და გულისხმობს წარმოსახვით სამყაროს და მის შემადგენელს. ფროიდის განმარტებით, ფანტაზმი არის კომპლექსური ფსიქიკური კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს წარმოსახვით სცენარს, სადაც სუბიექტის არაცნობიერი სურვილი, დაცვითი მექ

მაია კერვალიშვილი
Apr 189 min read


საბჭოთა კავშირის ნგრევა და კოლექტივის მელანქოლიზაცია - 3 ფაზა და კლინიკური გამოსავალი
ზოგიერთი პოლიტიკური ფენომენის ფსიქოგენეტიკურ ფაქტორთა შესახებ საქართველოში. I ფაზა : ჩამონგრევის გამოცდილება, მელანქოლიზაცია და რელიგიის დაბრუნება 1996-98 წლებში, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გამოწვეული მასობრივი ეიფორიის, ეგზალტაციისა და მანიაკალური აღტკინების ფაზების ბოლოს მყარდება ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი სოციალური კავშირებისა და კოლექტივის ფსიქიკური ცხოვრების ღრმა მელანქოლიზაციის. სოციალური და პოლიტიკური სხეულის დისოციაციის, დეზინტეგრაციის, დეინსტიტუციონალიზაციისა

გიგა მამინაშვილი
Apr 1113 min read


რწმენა, სხეული და ტკბობის პარადოქსი
ულრიხ ზაიდლი (Ulrich Seidl) თანამედროვე ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული და თანმიმდევრული ავტორია, რომლის ნამუშევრები სისტემატურად იკვლევს იმ ზონებს, რომლებიც ჩვეულებრივ კულტურულად ჩახშობილი, ან უხერხულად მიჩნეულია - რელიგიური ფანატიზმი, სექსუალობა, სხეულთან დაკავშირებული სირცხვილი, ძალაუფლების დინამიკა და ყოველდღიური ცხოვრების სიმბოლური სიცარიელე. ზაიდლის კინო ავსტრიული კინემატოგრაფიის იმ ტრადიციას განეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია ცივი დაკვირვების ესთეტიკასთ

ნუცა გულდედავა
Apr 49 min read


„მიყვარს, მაგრამ აღარ მსურს“ — რატომ ქრება ვნება იქ, სადაც პატივისცემა ჩნდება?
კლინიკურ პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვისმენთ პაციენტებისგან ჩივილებს იმის შესახებ, რომ მათუჭირთ უყვარდეთ და პატივს სცემდნენ პარტნიორს (მაგალითად, მეუღლეს, ბავშვების დედას) და ამავდროულად უყურებდნენ მას, როგორც სექსუალურ, ვნების აღმძვრელ ობიექტს. ქალებისთვის კი თითქოს წარმოუდგენელია, რომ პარტნიორი, რომელიც მათთვის სიყვარულის, უსაფრთხოებისა და საყრდენის ფუნქციას ასრულებს, იყოს ამავდროულად ძლიერი სექსუალური ლტოლვის ობიექტი. ეს ფენომენი ჯერ კიდევ 1912 წელს აღწერა ზიგმუნდ ფროიდმა, ნ

თამარ ამაშუკელი
Mar 285 min read


“Day Dreaming“ ანუ ფანტაზმატიზაციის ფსიქიკური პროცესი ფსიქოანალიტიკურ თეორიაში, ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით
ფსიქოთერაპიული და ფსიქიატრიული პრაქტიკისას ხშირად ვხვდებით პაციენტებს, რომლებსაც ახასიათებთ დღის ფანტაზიები ე.წ. “ daydreaming” -ის ფანტაზმური აქტივობები. რა ფსიქოლოგიური ფენომენები დგას ამ ფსიქიკური პროცესის უკან? ფანტაზია წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რომელიც საშუალებას აძლევს შინაგან სურვილებს, ემოციებსა და კრეატიულ ენერგიას ინტეგრირდნენ რეალურ სამყაროში. ზიგმუნდ ფროიდი ( Creative Writers and Day-Dreaming , 1908; Hysterical Phan

მაკა არეშიძე
Mar 214 min read


მამა დივანზე, ‘’ყოვლისშემძლე’’ დედა და მისი უდიდებულესობა ბავშვი“: როცა დიადა ტრიადას კლავს
ამ სტატიის დაწერის სურვილი გამიჩინა ყოველდღიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად ნანახმა სურათმა. სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ერთ სპეციფიკურ, თითქოს სტანდარტულ, მაგრამ ფსიქიკური სტრუქტურის კუთხით ძალიან საყურადღებო სურათს: ოჯახს, სადაც ქალი იქცა აბსოლუტურ ცენტრად, ის არის ქმრისთვისაც და შვილისთვისაც „ყოვლისშემძლე“, „ყოვლისმცოდნე“ და „ყოვლისმქონე“ ფიგურა. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ამ უხილავი გარიგებით წყვილი სრულიად კმაყოფილია. ორივე მხარეს გულწრფელად სჯერა, რომ ეს დინამიკა ნო

თამარ ამაშუკელი
Mar 144 min read


ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია (ობეიესეკერეს მიხედვით)
კლიფორდ გირცის ინტერპრეტაციული ანთროპოლოგია კლიფორდ გირცი კულტურის სემიოტიკურ განმარტებას გვთავაზობს - მაქს ვებერზე დაყრდნობით, იგი კულტურად მიიჩნევს ადამიანების მიერ გაბმულ მნიშვნელობათა ქსელს, რომელშიც ის თავად გაეხლართა (Geertz, 1973). გირციანული კულტურის ანალიზი არ არის დაფუძნებული ექსპერიმენტულ მოდელზე, ნაცვლად ამისა, ორიენტირად აღებულია ინტერპრეტაცია, რომლის მიზანი კულტურული მოვლენების „გაჯერებული აღწერაა“ (“thick discription”) [1] . სოციალური მოვლენები მოთავსებულია კულ

ალექსანდრე სულაძე
Mar 714 min read


ბავშვი მშობლების საწოლში
ბავშვის მშობლების საწოლში დაძინება ქართულ რეალობაში გავრცელებული პრაქტიკაა. როცა მშობლებს სხვადასხვა სირთულეების გამო შვილი თერაპიაზე მოჰყავთ, მალევე ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევაში, მას დედასთან სძინავს, ცოლქმრულ საწოლში. ფსიქოანალიტიკური დისკურსი ამ შემთხვევაში ინტერესდება, რას ნიშნავს ეს ადგილი ბავშვის ფსიქიკურ ეკონომიაში და რა ადგილს იკავებს ბავშვი მშობლების ფანტაზმში. ძილი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური აუცილებლობა, ის არის მოცემულობა, სადაც სხეული, ფანტაზმი და სურვილი ერთ

თამარ კუპრეიშვილი
Feb 284 min read


ფემინურობის შესახებ
ფემინურობის საკითხი ფსიქოანალიზში არ წარმოადგენს იდენტობის მარტივ მახასიათებელს, იგი არ ემთხვევა „ქალურობის“ სოციო-კულტურულ მნიშვნელობას და არც სქესობრივ ანატომიაზე დაიყვანება. ქალისათვის ფემინურობა არ არის უბრალო მოცემულობა, არც დედისგან ხდება გადმოცემა, ის ყალიბდება შინაგანი კონფლიქტების, დანაკარგების, ანტაგონიზმებისა და ოიდიპალური ტრიანგულაციის გზით. ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან ფემინურობა უკავშირდება სუბიექტის პოზიციას სურვილის, კასტრაციისა და ტკბობის მიმართ და უკავია

ანკო პირველი
Feb 2111 min read


ლაკანის რეალურის რეგისტრის გაგება ტრავმის პერსპექტივიდან
ლაკანი არ იყო პედაგოგი ამ სიტყვის საუნივერსიტეტო გაგებით. საკუთარი სწავლების სტილით სოკრატეს თუ შეიძლება შევადაროთ, რომელიც არაფერს გვასწავლის, არამედ გვიბიძგებს აზროვნებისკენ. ლაკანი, ისევე როგორც ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი, თავისი სემინარების დროს არაფერს განგვიმარტავს, არ გვაძლევს როგორც მილერი ამბობს “მზამზარეულ ავეჯს”, რომელზეც “კომფორტულად მოვთავსდებით [1] ” ჩვენს ანალიტიკურ კაბინეტებში, არამედ ისრებივით ტყორცნის აფორიზმებს [2] , რაზეც შეიძლება გაგვიჩნდეს რე

მაია კერვალიშვილი
Feb 148 min read


ვინ არის სუბიექტი პოსტ-სიმართლის ეპოქაში?
თანამედროვეობის კლინიკური და სოციალური პარადიგმის ანალიზი ცხადყოფს სუბიექტის სიმბოლური საყრდენების რადიკალურ ეროზიას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის ორიენტაციას საკუთარ ეგზისტენციალურ სივრცეში. დიდი სხვა (the Big Other, A) [1] , ე.ი. ტრადიციული სიმბოლური კანონი აღარ ფუნქციონირებს, როგორც აკრძალვა, შეზღუდვა და დაცვა. შესაბამისად, ის ვეღარ სთავაზობს სუბიექტს იმ საყრდენებს, რომელთა წინააღმდეგაც აქამდე ნევროტული კონფლიქტი ყალიბდებოდა. დღევანდელი სუბიექტი თუ შეიძლება ასე ით

ცირა გელიტაშვილი
Feb 78 min read


პერვერსიული ფანტაზმი ფროიდთან
“ნევროზი პერვერსიის ნეგატივია” - წერდა ფროიდი (Freud, 1905), ან კიდევ ნევროზს პასიურ პერვერსიას, ხოლო ნამდვილ პერვერსიას - აქტიურ პერვერსიას ეძახდა, რადგან ფიქრობდა, რომ ის რაც ვლინდება, რაც რეალიზდება პერვერსიაში, ნევროზში მხოლოდ არაცნობიერი ფანტაზმის სახითაა. მისი 1919 წლის ნაშრომი “ნაცემი ბავშვი” (un enfant est battu. Contribution à la connaissance de la genèse des perversions sexuelles) ქვესათაუროთ “კონტრიბუცია სექსუალური პერვერსიების გენეზისის გაგებაში", ფროიდი აღწერს პე

ელენე ბარამიძე
Feb 15 min read


განსხვავება ფსიქიკურ და სამედიცინო სხეულს შორის ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიაში
დღევანდელ ჩემს მოკლე მოხსენებას მივუძღვნი ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ ამავე დროს ფუნდამენტურად განსხვავებულ კლინიკურ ფენომენებს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ფსიქიკური სხეული და სხეული მედიცინაში, ან სამედიცინო სხეული. ფსიქოანალიტიკოსისათვის სხეული წარმოადგენს მთლიანობას, რომელთანაც სუბიექტი იდენტიფიცირდება და ამ აქტით ის აფუძნებს მე-ს, რომელსაც ფროიდი უწოდებს სხეულებრივ მეს. ფსიქიკური სხეული, როგორც ამ იდენტიფიკაციის შედეგი განაპირობებს სუბიექტის იდენტობას დორსა და სივრცეშ

გიგა მამინაშვილი
Jan 2410 min read


დაბრუნება ფროიდთან - ჟაკ ლაკანი, ფრანგული სკოლა და მისი მნიშვნელობა მოდერნულობის კონტექსტში
ფროიდი და მისი მნიშვნელობა ლაკანი საკუთარ სწავლებას გასული საუკუნის 50-იან წლებში იწყებს ფროიდის ტექსტებთან დაბრუნების მოწოდებით და ამავე დროს ემიჯნება ეგო-ფსიქოლოგიას. მისი მიზანია ფროიდიანული აღმოჩენისა და ფროიდის შემოქმედების ხელახალი გააზრება, ზოგიერთ შემთხვევაში ლინგვისტიკისა და ანთროპოლოგიის, ისევე როგორც სტრუქტურალიზმის პრიზმიდან. სწორედ ამ მიზეზით დასაწყისისათვის ვისაუბრებ ფროიდიანული აღმოჩენის მნიშვნელობაზე ჩვენი პროფესიისა და კვლევის ობიექტის დაფუძნების საქმეში და

გიგა მამინაშვილი
Jan 1714 min read


(La) femme
ფსიქოანალიზში ქალი და ქალური ტკბობის საკითხი, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. თუ ფროიდი ქალურ სექსუალობას ბნელ კონტინენტად შერაცხავს, ლაკანი ქალური ტკბობის საკითხის განხილვას გვთავაზობს. ქალური სექსუალობის მსგავსად, ქალური ტკბობის საკითხიც არანაკლები ბუნდოვანებით გამოირჩევა. ლაკანი ქალისა და ქალური ტკბობის საკითხს ძალიან საინტერესო კუთხით წარმოაჩენს და ამბობს, რომ სიტყვა „ ქალი“, დიდი ასოთი არ იწერება . „La femme n’existe pas“ - იტყვის ის სემინარში Encore [1] . ლაკანის ამ თეზ

ნატალია გოგოლაძე
Jan 104 min read


სუბიექტის დიალექტიკა: ალიენაცია, სეპარაცია და ობიექტი a ბრიუს ფინკის “ლაკანიანური სუბიექტის” მიხედვით
შესავალი : სუბიექტის ჩამოყალიბების პროცესი და სიმბოლურ წესრიგში მისი ინტეგრაცია ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს. რა სტრუქტურულ დანაკლისს გულისხმობს ენაში შესვლა და რა პირობებში ხდება სუბიექტის ჩართვა სოციალურ და კულტურულ ჯაჭვში? ჟაკ ლაკანის სუბიექტის თეორიის გააზრება ამ საკითხების და შესაბამისად, ორი საკვანძო ცნების - ალიენაციისა და სეპარაციის ღრმა ანალიზის გარეშე შეუძლებელია. ნაშრომში „ლაკანიანური სუბიექტი“ (The Lacanian Subject) , ბრუს ფინკი ახდენს ამ ოპერაციე

ცირა გელიტაშვილი
Jan 314 min read


პერვერსიის ზოგადი მიმოხილვა
ტერმინი „პერვერსია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან pervertere, რაც ნიშნავს „გადაბრუნებას, შებრუნებას”. 1798 წელს პინელი [1] იყენებს ტერმინს „მორალური სიგიჟე“ (folie morale) იმის აღსანიშნავად, რასაც ჩვენ დღეს პერვერსიას ვუწოდებთ, ხოლო 1835 წელს პრიტჩარდი [2] იყენებს ტერმინს „მორალური შეურაცხადობა“ (moral insanity). ეს ტერმინი პირველად საფრანგეთში ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მნიშვნელობით 1882 წელს გამოჩნდა შარკოსა და მაგნანის [3] ნაშრომში სახელწოდებით „გენიტალური გრძნობის ინვერს

ანკო პირველი
Dec 27, 20259 min read


ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა
სტატია განიხილავს ჟაკ ალენ მილერის მოსაზრებას [1] ინტერპრეტაციის სირთულესთან დაკავშირებით ლაკანის ბოლო სწავლებებში რეალურის კონცეპტის პრობლემატიზაციიდან გამომდინარე. ანალიზის მიზანი ფსიქოანალიზი რეალობაა, თავისი მოთხოვნიდან, პროფესიიდან და ადამიანის ტანჯვიდან გამომდინარე, და სანამ ეს არსებობს ამას ეჭქვეშ არავინ აყენებს, რასაც ვერ ვიტყვით ფსიქოანალიტიკური კონცეპტების ეჭქვეშ დაყენების ფაქტზე, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი. ფსიქოანალიზის ნამდვილი არსი ამ ფუნდამენტური კონცეპტების

მაია კერვალიშვილი
Dec 20, 20254 min read
bottom of page
