მამა დივანზე, ‘’ყოვლისშემძლე’’ დედა და მისი უდიდებულესობა ბავშვი“: როცა დიადა ტრიადას კლავს
ამ სტატიის დაწერის სურვილი გამიჩინა ყოველდღიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად ნანახმა სურათმა. სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ერთ სპეციფიკურ, თითქოს სტანდარტულ, მაგრამ ფსიქიკური სტრუქტურის კუთხით ძალიან საყურადღებო სურათს: ოჯახს, სადაც ქალი იქცა აბსოლუტურ ცენტრად, ის არის ქმრისთვისაც და შვილისთვისაც „ყოვლისშემძლე“, „ყოვლისმცოდნე“ და „ყოვლისმქონე“ ფიგურა. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ამ უხილავი გარიგებით წყვილი სრულიად კმაყოფილია. ორივე მხარეს გულწრფელად სჯერა, რომ ეს დინამიკა ნორმალურია და ასეც...