წევრობა
ასოცირებული წევრობა
ასოცირებულ წევრად იწოდება ყველა ვინც:
1. მიმღებ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას. კომისია კანდიდატს გამოკითხავს წევრობის სურვილის შესახებ. კომისია ყურადღებას გაამახვილებს კანდიდატის კლინიკურ გამოცდილებაზე, ან საუნივერსიტეტო, ან ასოციაციურ სწავლებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს კანდიდატს გავლილი.
2. გასაუბრებაზე ასოცირებული წევრობის კანდიდატი ასაბუთებს საკუთარ სურვილს მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის ცხოვრებაში, აგრეთვე ადასტურებს ინტერესს ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკისადმი, ისევე როგორც ამ სფეროში ასოციაციის მიერ გაწეული სამუშაოსადმი.
ასოცირებულ წევრს შეუძლია ასოციაციის ყველა შესაძლო აქტივობაში მონაწილეობის უფასოდ მიღება, გარდა ფასიანი, ფართო პუბლიკისათვის განკუთვნილი (სასერთიფიკატო) სემინარებისა.
ასოციაციის ასოცირებულ წევრთა წლიური საწევრო გადასახადი განისაზღვრება 240 ლარით.
საწევრო გადასახადი უნდა ჩაირიცხოს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE03TB7273936070100001. დანიშნულებაში ეთითება "საწევრო გადასახადი", სახელი და გვარი.

