top of page

საზაფხულო სკოლა

ქობულეთში

                                                    26-28 ივნისი (სამი დღე)

თემა: ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგია ზრდასრულებთან და ბავშვებთან

EG Summer School Final-4.png
მონაწილე ქვეყნები:

საქართველო

საფრანგეთი

ბულგარეთი

მოწვეული კოლეგები: ვანესა ბლატერი (პარიზი), მარი პეზანტი ირმანი (სტრასბურგი), ვენჩისლავ ვატოვი (სოფია)

საზაფხულო სკოლის აქტივობები :

  1. სემინარები: ფსიქოანალიტიკური თეორია და კლინიკა ფსიქოზების შესახებ ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულ პაციენტებთან;

  2. სუპერვიზიის ჯგუფები: კლინიკური შემთხვევის წარდგენა და განხილვა მოწვეულ კოლეგებთან ერთად

  3. კლინიკური და თეორიული დისკუსიები: კოლეგებს შორის გაიმართება დისკუსიები და თავისუფალი მსჯელობა კითხვების, თეორიული თუ კლინიკური რეფლესიის ირგვლივ, რომელიც გაჩნდება სემინარებისა და სუპერვიზიების დროს. 

130 ლარი

მონაწილეობის ღირებულება

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი

საქართველო, ქობულეთი, აღმაშენებლის გამზ. #275

საკონტაქტო პირი

+995-555-577-703

მაია მინაშვილი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მონაწილეობის ღირებულება მოიცავს მხოლოდ სემინარებზე, სუპერვიზიებსა და კლინიკურ დისკუსიებზე დასწრებას, ყავისა და ჩაის შესვენებებს. ასოციაცია საკუთარ თავზე არ იღებს მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს, რომელსაც მონაწილე ინდივიდუალურად ან კოლეგებთან ერთად დაგეგმავს საკუთარი პრეფერენციების მიხედვით. მონაწილეს შეუძლია დაბინავდეს როგორც სასტუმრო ჯორჯიან პალასში, რომლის საკონფერენციო დარბაზშიც გაიმართება სემინარები, აგრეთვე სხვა ნებისმიერ ადგილას.  

სემინარების განრიგი

26 ივნისი

გიგა მამინაშვილი

18:00 - 18:15

საზაფხულო სკოლის გახსნა, ასოციაციის პრეზიდენტის -

გიგა მამინაშვილის სიტყვა, სტუმრების წარდგენა და მოკლე მიმოხილვა;

მარი პეზანტი ირმან (Marie Pesenti-Irrmann)

18:10 - 20:15

„ჟაკ ლაკანის ზოგიერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის აღმოჩენა

ფსიქოზების შესახებ ბავშვებთან და არა მხოლოდ“

27 ივნისი

ვანესა ბლატერი (Vanessa Bletterie)

11:00 - 13:00

„ბავშვთა ფსიქოზები

და ფსიქოანალიზი - ბოდვა და ჰალუცინაცია ბავშვებთან“

მარი პეზანტი ირმან (Marie Pesenti-Irrmann)

13:00 - 14:30

14:30 - 15:30

ვენჩისლავ ვატოვი (Vencislav Vatov):

15:30 - 17:30

სუპერვიზია

ყავის შესვენება;

„ფსიქოტური სტრუქტურის

მქონე პაციენტებთან ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური მუშაობის

თავისებურებები“;

28 ივნისი

მარი პეზანტი ირმან (Marie Pesenti-Irrmann):

11:00 - 13:00

„შეუმჩნეველი და ფარული ფსიქოზი - ორი კლინიკური შემთხვევის

პრიზმიდან“

ვენჩისლავ ვატოვი

13:00 - 14:30

სუპერვიზია

14:10 - 15:10

ვანესა ბლატერი (Vanessa Bletterie)

15:30 - 17:30

ყავის შესვენება;

სუპერვიზია

17:40 -18:00

დასკვნითი სიტყვა

მოწვეული კოლეგები:

ვანესა ბლატერი არის ფსიქოანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი. ასოციაცია Esace Analytique-ს წევრი პარიზში. ის ასოციაციის ფარგლებში უძღვება სემინარებს მოდ მანონის მოღვაწეობის შესახებ, ისევე როგორც კვლევით განყოფილებას სახელწოდებით „ბავშვისა და მოზარდის ფსიქოანალიტიკური სივრცე“

ის აგრეთვე არის ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი სამუშაო ჯგუფისა „ფსიქოანალიზი და ბავშვი“ ასოციაციის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია „ბავშვი და ფსიქოანალიზი (EPFCL Paris)“

აქვს კერძო ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა პარიზის მე-14 ოკრუგში და მუშაობს, როგორც კლინიკური ფსიქოლოგი მედიკო-ფსიქოლოგიური ცენტრის პედოფსიქიტრიულ განყოფილებაში სახელწოდებით „ჩვილი, ბავშვი და მოზარდი“

მარი პეზანტი არის ფსიქოანალიტიკოსი სტრასბურგიდან, ასოციაცია Espace Analytique-ის წევრი, ჟურნალის „Figures de la psychanalyse“ სარედაქციო კომიტეტის წევრი. ის არის ავტორი წიგნისა „ლაკანი ქალთა სკოლაში“. 1982 წლიდან დღემდე სტრასბურგის მედიკო-ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოთერაპევტი და ფსიქოანალიტიკოსია. მრავალი წელია უძღვება ბალინტის ჯგუფს ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან, ისევე როგორც სემინარებს ფსიქოანალიტიკურ ასოციაციებში ფორმაციაში მყოფი კოლეგებისათვის. ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს" წევრი და მომხსენებელი. ის არის ავტორი წიგნისა „ლაკანი ქალთა სკოლაში“ (Lacan à l’école des femmes). ის არის არაერთი სტატიის ავტორი.

ვენჩისლავ ვატოვი არის ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. ბულგარეთის ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი (1995 წელი), ამავე ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი.  ასოციაცია Espace Analytique de Paris-ის ანალიტიკოსი. ბულგარეთში 90-იანი წლებიდან ის ფრანგ კოლეგებთან, განსაკუთრებით კი პატრიკ დელაროშთან ერთად ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის სკოლის დამფუძნებელია. ის უზღვება ინდივიდუალური ფსიქოდრამის სასწავლო ჯგუფს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში. 

საზაფხულო სკოლის „ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგია ზრდასრულებთან და ბავშვებთან“ არგუმენტაცია:

ფსიქოანალიზის წვლილი ფსიქოზების კვლევის საქმეში, ისევე როგორც ფსიქოანალიზის გავლენა ფსიქიატრიაზე მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ქმნის ფასდაუდებელ თეორიულ და კლინიკურ მემკვიდრეობას, რომლის გაზიარების, ათვისებისა და ტრანსმისიის გარეშე ფსიქიატრიისაგან მხოლოდ და მხოლოდ ნეირობიოლოგიურ მოდელზე ფუნქციონირებად, მხოლოდ ფარმაკოინდუსტრიის ამარა დარჩენილ დარგს მივიღებდით; ფსიქოზების დეტერმინაციის ფსიქიკური კაუზალობის შესახებ ყოველგვარ თეორიას მოკლებულ სფეროს, რომელიც დღეს ერთის მხრივ ნეირომეცნიერებების, ხოლო მეორეს მხრივ სოციალური უზრუნველყოფისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მენეჯმენტის პროგრამების მიერ თითქმის სრულად არის ანექსირებული. ფსიქოანალიზი ფსიქოზების სიღრმისეული კვლევის სათავეებთან დგას მეოცე საუკუნეში. ზიგმუნდ ფროიდი, მელანი კლაინი, ფერენცი, აბრაჰამი, განსაკუთრებით ინგლისური სკოლა მთლიანად და საფრანგეთში ჟაკ ლაკანი ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური კვლევის პიონერებს წარმოადგენენ. მათი მოღვაწეობა ქმნის კლინიკური გამოცდილების საუკუნეზე ხანგრძლივ მემკვიდრეობას, ისევე როგორც ფსიქოზების შესახებ ფუნდამენტური შრომების, პუბლიკაციებისა და კვლევების წარმოუდგენლად მდიდარ მასალას. ფსიქოზების სტრუქტურალისტური ანალიზისა და გაგების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოანალიტიკური კვლევები არასრულფასოვანი იქნებოდა. ახალგაზრდა ფრანგი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი ჟაკ ლაკანი 20-იანი წლებიდან სწორედ ფსიქოზების კვლევით მოდის ფსიქოანალიზში და 1955 წელს,  ცნობილ მე-3 სემინარს „ფსიქოზები“ ამ ურთულეს საკითხს უძღვნის. ლაკანისთვის ფსიქოზი არის სტრუქტურა, დიდი ფსიქიკური სტრიქტურა, სრულიად განსაკუთრებული ფორმით ორგანიზებული აღმნიშვნელთან, ენასთან, ოიდიპოსთან და მამის კანონთან, მამის ფუნციასთან მიმართებით. ბავშვთა ფსიქოზების ცნება, ან ინფანტილური ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური კონცეფცია განუყოფელ კავშირშია არა მხოლოდ ბავშვთა ფსიქოპათოლოგიასთან, არამედ ფსიქოზებთან ზრდასრული პაციენტების შემთხვევაშიც. 

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის საზაფხულო სკოლა 3 დღის განმავლობაში 26-28 ივნისს ქალაქ ქობულეთში სწორედ ამ ურთულესი საკითხების ირგვლივ გააერთიანებს კოლეგა ფსიქოლოგებს, ფსიქოანალიტიკოსებს, ფსიქოთერაპევტებს და ყველას ვისაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება ჰქონდეს შეხება ფსოიქოზთან (ბავშვებთან მოზარდებთან თუ ზრდასრულებთან), როგორც არა მხოლოდ დიდ ნოზოლოგიურ ერთეულთან ფსიქიატრიაში, არამედ როგორც ფსიქიკური ფუნქციონირებისა და ყოფიერების სრულიად განსაკუთრებულ და უნიკალურ ფორმასთან ადამიანთან.  

ორგანიზატორები

Original_edited.jpg
Vignette EA.png
Picture3_edited.jpg

მონაწილეობა როგორც ადგილზე, ასევე ზუმით შეადგენს 130 ლარს. ზუმის ბმული მონაწილეებს სემინარის დაწყებამდე 10 წ ადრე გაეგზავნებათ

bottom of page