top of page
წყვილის ფსიქოანალიზი
წყვილის ფსიქოანალიზი

lun. 27 mai

|

თბილისი

წყვილის ფსიქოანალიზი

მომხსენებელი: დოქტორი ერიკ სმაჟა | Dr. Éric Smadja ფრანგი ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი (SPP) და ანთროპოლოგი

Tickets are not on sale
See other events

Heure et lieu

27 mai 2024, 19:00 – 21:00 UTC+4

თბილისი, 7 ლადო გუდიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო

Invités

À propos de l'événement

დოქტორი ერიკ სმაჟა (Eric Smadja) არის ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი (ზრდასრულ პაციენტებთან და წყვილებთან) პარიზში. ის გახლავთ პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი. ერიკ სმაჟა არის აგრეთვე ანთროპოლოგი, ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საერთაშორისო მომხსენებელი, რომელმაც დააფუძნა წყვილის ფსიქოანალიტიკური თერაპიის შემსწავლელი პროგრამა/სკოლა. ის გახლავთ მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც რამდენიმე ენაზე არის თარგმნილი.

კონფერენციების აბსტრაქტი:

23 მაისი, 18 :00 საათი

თბილისის ფრანგული ინსტიტუტის მედეათეკა; მის : ლ. გუდიაშვილის N7, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა

თანამედროვე წყვილი: ფსიქოანალიტიკური და სოციოლოგიური გაგება

თანამედროვე წყვილი სულ უფრო მეტად არასტაბილური, მყიფე და პოლიმორფული სტრუქტურის ხდება, რომელიც კიდევ უფრო მეტს მოითხოვს სუბიექტისგან. მიუხედავად წყვილის ნარცისტული სურვილისა იყოს მარადიული და ექსკლუზიური, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ წყვილში თანაცხოვრების ხანგრძლივობა მცირდება. თანაცხოვრების ადრეულ ეტაპებზე წყვილები მოგვმართავენ დახმარებისთვის კონფლიქტების, კრიზისის, ზოგადი უკმაყოფილებისა და ფრუსტრაციის, ძალადობის და განსაკუთრებით წყვილს გარეთ ურთიერთობების დამყარების მოგვარების მოტოვებით.

ჩემს მოხსენებას დავიწყებ წყვილის ცნების ისტორიული მიმოხილვით და ვეცდები ვაჩვენო წყვილის მრავალგანზომილებიანი ბუნება, რის შემდეგაც ყურადღებას გავამახვილებ წყვილის ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ საფუძვლებზე და მის ურთიერთობებსა და მიმართებებზე საზოგადოებასთან, რომლის ზოგიერთი თვისება დღეს წყვილების ურთიერთობებშიც დაიკვირვება.

ამის შემდეგ მე წარმოგიდგენთ ზოგიერთ ჩემს მიერ შემოტანილ ახალ კონცეპტს, როგორიც არის წყვილის [ფსიქიკური] მუშაობა, სტრუქტურული კონფლიქტურობა (შინაგანი და გარეგანი) და ცოლ-ქმრული [მეუღლური] კულტურა.

ჩემი მოხსენების დასასრულს შემოგთავაზებთ სოციო-ფსიქოანალიტიკურ რეფლექსიას, რომლის მიხედვითაც თანამედროვე წყვილი პირდაპირ და ღრმა გავლენას განიცდის ბოლო დროინდელი დიდი ცვლილებების მხრიდან, რომლებიც თავად წარმოქმნიან თანამედროვე წყვილს, ახდენენ მის ფაბრიკაციას.

27 მაისი, 19:00 საათი

მის: ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე, ჩიტაიას N17, მწვანე სახლის შენობა

ალისი და ჟანი, სხვაგვარად თანამედროვე წყვილის გარე ურთიერთობების საკითხის შესახებ

მე წარმოგიდგენთ ალისას და ჟანის, როგორც წყვილის შემთხვევას. ამის შემდეგ, შევეცდები ფსიქოანალიტიკური და სოციო- ისტორიული პრიზმიდან დავინახოთ მათი შემთხვევა რათა უკეთ გავიგოთ წყვილში გარე ურთიერთობების გაჩენა, გარე ურთიერთობების თანამედროვე ფორმები.

დასწრება თავისუფალია

უზრუნველყოფილი იქნება პარალელური თარგმანი

Dr. Eric Smadja est psychiatre, psychanalyste (adultes et couples) à Paris, membre de la Société psychanalytique de Paris et de l’international Psychoanalytical Association.

Il est aussi anthropologue, associate member de l’American Anthropological Association, conférencier international, créateur d’une formation en thérapie psychanalytique de couples et auteur des ouvrages suivants, pour la plupart publiés en différentes langues.

23 mai, 18h00

Médiathèque de l'Institut français de Tbilissi ; Adresse : L. Gudiashvili N7, bâtiment de la Bibliothèque nationale

LES COUPLES CONTEMPORAINS :

Une approche psychanalytique et sociologique

Par

DR. ERIC SMADJA

Partant de l’historicité de la notion même de couple, je proposerai une représentation multidimensionnelle, puis je présenterai les caractéristiques psychologiques et sociologiques fondamentales des couples dans leurs rapports avec notre société qui est aussi à caractériser dans ses aspects essentiels. Enfin, j’entreprendrai une réflexion sociopsychanalytique qui considère, en particulier, que ces couples sont partiellement travaillés et  fabriqués par différentes catégories de changements récents majeurs que j’examinerai.

27 mai, 19h00

Espace Géorgien pour la psychanalyse; Adresse : 17 rue Chitaya; Bâtiment de la Maison Verte

ALICE ET JEAN ET L’EXTRACONJUGALITE CONTEMPORAINE :

Une approche psychanalytique et sociologique

Par

DR. ERIC SMADJA

Je présenterai le couple Alice et Jean, puis j’entreprendrai une réflexion psychanalytique et socio-historique afin de comprendre l’extraconjugalité contemporaine suivant une approche multidimensionnelle.

Partager cet événement

bottom of page