სწავლების 4 კომპონენტიანი პროგრამის ჯგუფი
À propos
ჯგუფი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული პროგრამის მონაწილეთათვის, მასალების გასაცნობად, სიახლეების მისაღებად, სემინარებზე დასარეგისტრირებლად და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის.
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2024-2025 წლის აქტივობათა უმრავლესობა გაერთიანდება სწავლების 4 კომპონენტიანი ჩარჩოს ფარგლებში. უცხოელი თუ ქართველი კოლეგების მიერ განხორციელებული სასწავლო აქტივობების დიდი უმრავლესობა ქვემოთ მოცემული 4 კომპონენტიდან რომელიმე კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება. პროგრამის მოცემული 4 კომპონენტიანი ჩარჩო ასოციაციის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.
კომპონენტი I : ფსიქოანალიზის ფუნდამენტური კონცეპტები - ზიგმუნდ ფროიდის შრომების მიხედვით.
კომპონენტი II : ფსიქოანალიტიკური კვლევის მეთოდი და ფსიქოანალიტიკური ტექნიკა ფროიდთან და ფროიდის შემდეგ.
კომპონენტი III : ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგია და კლინიკა - სტრუქტურალისტური მიდგომა მოდერნულობის კონტექსტის გათვალისწინებით: ნევროზი, ფსიქოზი, პერვერსია და მოსაზღვრე მდგომარეობები.
კომპონენტი IV : ჟაკ ლაკანის წვლილი ფსიქოანალიზში - ძირითადი თეორიული და კლინიკური აღმოჩენები.
იხილეთ პროგრამა სრულად:
Informations
- Privé
Seuls les membres approuvés peuvent voir ce groupe.
Visible
Visible par les visiteurs du site.
4 septembre 2024
Créé
Créé par