

კვი, 29 ოქტ
|T'bilisi
კონფერენცია „დიაგნოსტიკის საკითხი ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“
ორგანიზატორები: ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი)
Time & Location
29 ოქტ. 2023, 10:00 – 18:00
T'bilisi, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1. თსუ, პირველი კორპუსი, აუდიტორია 115.
Guests
About the event
კონფერენციის თემა:
„დიაგნოსტიკის საკითხს ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“
სიმპტომი ჟაკ ლაკანისათვის წარმოადგენს არაცნობიერის ფორმაციას, რომელიც სუბიექტისათვის გამოხატავს რაღაცას, რაც ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტია მასში. ფსიქოანალიზი, ემიჯნება რა წმინდად სამედიცინო დისკურსს ფსიქიკური აშლილობების შესახებ, სიმპტომს ანალიზს უქვემდებარებს და მათ მხოლოდ აღწერილობითი მიზნებით არ აჯგუფებს. რას ნიშნავს დიაგნოზი და დიაგნოსტიკა ფსიქოანალიზში და თანამედროვე ფსიქიატრიაში დღეს? ითვალისწინებს თუ არა ის სუბიექტისა და მისი ფსიქიკური ცხოვრების თავისებურებებს თუ ცდილობს უპასუხოს მოთხოვნას, რომელიც ხშირად არა პაციენტის, არამედ თანამედროვე სოციო-ეკონომიკური რეალობის მიერ არის ფორმირებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულს, როგორც ადმინისტრაციული და სამენეჯმენტო მნიშვნელობის აქტის აღსრულებას ავალდებულებს?
ორგანიზატორები:
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე
ასოციაცია Espace Analytique - formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი)
Schedule
15 წუთიკონფერენციის გახსნა
1 საათისესია 1: ფსიქიატრიული დიაგნოზი - შეიძლება ის მივიჩნიოთ ეთიკურად თუ არა?