top of page
ფსიქოანალიზი და სინემა
ფსიქოანალიზი და სინემა

ორშ, 20 მარ

|

T'bilisi

ფსიქოანალიზი და სინემა

ნაჩვენები იქნება ლარს ფონ ტრიერის ფილმი "სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა" მომხსენებელი: სოსო დოლიძე ჩვენებაზე დასწრება შესაძლებელია: ასოციაციის წევრებისთვის და ასოცირებული წევრებისთვის, ასევე მწვანე სახლის თანამშრომლებისთვის

Registration is closed
See other events

დრო და ადგილი

20 მარ. 2023, 19:00 – 21:00

T'bilisi, 17 Giorgi Chitaia St, T'bilisi, Georgia

ღონისძიების შესახებ

20 მარტს, ორშაბათს 19:00 საათზე ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ჯგუფის "ფსიქოანალიზი და სინემა" ფარგლებში იქნება ნაჩვენები ლარს ფონ ტრიერის ფილმი "სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა". ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია. ჯგუფს "ფსიქოანალიზი და სინემა" გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი სოსო დოლიძე, რომელიც ჩვენების შემდეგ, ისაუბრებს ფილმზე ანტისოციალური პიროვნული აშლილობის / ფსიქოპატიის კონტექსტში.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას N 17, ასოციაცია მწვანე სახლი.

ჯგუფი „ფსიქოანალიზი და სინემა“:

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში დაარსდა ჯგუფი, რომელის მიზანიც არის ერთის მხრივ, ე.წ. მოდერნულობის კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიის გააზრება თანამედროვე კინოს დახმარებით და მეორეს მხრივ, არსებულ ფსიქოანალიტიკურ თეორიებზე, აგრეთვე კოლეგების კლინიკური გამოცდილებაზე დაყრდნობით ნაჩვენები ფილმების ანალიზი, დისკუსიის გამართვა, რომელიც იქნება შთაგონებული როგორც თეორიული და კლინიკური პრაქტიკით, ასევე კინოხელოვნების თანამედროვე შედევრებით.

ჯგუფი შეიკრიბება 3 თვეში ერთხელ: 19 დეკემბერს, 20 მარტს და 19 ივნისს 19:00 საათზე

ჯგუფს „ფსიქოანალიზი და სინემა“ გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი სოსო დოლიძე.

ღონისძიების გაზიარება

bottom of page