ორშ, 19 დეკ
|T'bilisi
ფსიქოანალიზი და სინემა
ნაჩვენები იქნება ლარს ფონ ტრიერის ფილმი "მელანქოლია" მომხსენებელი: სოსო დოლიძე
Time & Location
19 დეკ. 2022, 19:00 – 21:00
T'bilisi, 17 Giorgi Chitaia St, T'bilisi, Georgia
Guests
About the event
19 დეკემბერს, ორშაბათს 19:00 საათზე ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ჯგუფის "ფსიქოანალიზი და სინემა" ფარგლებში იქნება ნაჩვენები ლარს ფონ ტრიერის ფილმი "მელანქოლია". ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელიც წარმოადგენს ასოციაციის სასემინარო კურსის ნაწილს მელანქოლიისა და დეპრესიის შესახებ (ოლივიე დუვილი). ჯგუფს "ფსიქოანალიზი და სინემა" გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი სოსო დოლიძე, რომელიც ჩვენების შემდეგ, ფილმზე დაყრდნობით განიხილავს დეპრესიის და მელანქოლიის საკითხს.
მისამართი: გიორგი ჩიტაიას N 17, ასოციაცია მწვანე სახლი.
ჯგუფი „ფსიქოანალიზი და სინემა“:
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში დაარსდა ჯგუფი, რომელის მიზანიც არის ერთის მხრივ, ე.წ. მოდერნულობის კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიის გააზრება თანამედროვე კინოს დახმარებით და მეორეს მხრივ, არსებულ ფსიქოანალიტიკურ თეორიებზე, აგრეთვე კოლეგების კლინიკური გამოცდილებაზე დაყრდნობით ნაჩვენები ფილმების ანალიზი, დისკუსიის გამართვა, რომელიც იქნება შთაგონებული როგორც თეორიული და კლინიკური პრაქტიკით, ასევე კინოხელოვნების თანამედროვე შედევრებით.
ჯგუფი შეიკრიბება 3 თვეში ერთხელ: 19 დეკემბერს, 20 მარტს და 19 ივნისს 19:00 საათზე
ჯგუფს „ფსიქოანალიზი და სინემა“ გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი სოსო დოლიძე.