

შაბ, 30 მარ
|კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო
საჯარო ლექცია "არალიბიდინალური ეკონომია, სურვილი და სექსუალობა"
Time & Location
30 მარ. 2024, 13:00 – 15:00
კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო, 1 Paata Saakadze St, T'bilisi, Georgia
Guests
About the event
30 მარტს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია - "არალიბიდინალური ეკონომია, სურვილი და სექსუალობა". ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და ასოციაცია "ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის" ფარგლებში ტარდება.
ლექციას წარუძღვება ქეთი ჩუხროვი (ჩუხრუკიძე) - ლინჩოპინგის (შვედეთი) და კარლსრუეს (გერმანია) უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი.
მოდერატორები: გიგა მამინაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ანა ბერია - კინგსტონის უნივერსიტეტი, მოდერნული ევროპული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრი.
ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა შემოიფარგლება მხოლოდ კეთილდღეობის საკითხებით. მაგრამ შეიძლება თუ არა პოლიტიკური ეკონომიკა აყალიბებდეს სხეულებს, ქცევას, კულტურას, სურვილს და სექსუალობასაც კი? ამ მოხსენებაში ქეთი ჩუხროვი შეადარებს ეკონომიკის ლიბიდინურ და არალიბიდინურ ფორმებს და განიხილავს ეკონომიკის გავლენას კოლექტიური სურვილის და კულტურული ჰორიზონტის ჩამოყალიბებაზე. ეს და სხვა საინტერესო საკითხები განხილული იქნება შეხვედრაზე.
ქეთი ჩუხროვი (ჩუხრუკიძე) - ლინჩოპინგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (შვედეთი). 2022-2023 წლებში იყო კარლსრუეს ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2022 წლის ნოემბრამდე მუშაობდა პროფესორად ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში (მოსკოვი), ფილოსოფიისა და კულტურის სკოლაში. 2017-2019 წლებში იყო…

