

ორშ, 27 მაი
|თბილისი
წყვილის ფსიქოანალიზი
მომხსენებელი: დოქტორი ერიკ სმაჟა | Dr. Éric Smadja ფრანგი ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი (SPP) და ანთროპოლოგი
Time & Location
27 მაი. 2024, 19:00 – 21:00 GMT+4
თბილისი, 7 ლადო გუდიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Guests
About the event
დოქტორი ერიკ სმაჟა (Eric Smadja) არის ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი (ზრდასრულ პაციენტებთან და წყვილებთან) პარიზში. ის გახლავთ პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი. ერიკ სმაჟა არის აგრეთვე ანთროპოლოგი, ამერიკის ანთროპოლოგთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საერთაშორისო მომხსენებელი, რომელმაც დააფუძნა წყვილის ფსიქოანალიტიკური თერაპიის შემსწავლელი პროგრამა/სკოლა. ის გახლავთ მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც რამდენიმე ენაზე არის თარგმნილი.
კონფერენციების აბსტრაქტი:
23 მაისი, 18 :00 საათი
თბილისის ფრანგული ინსტიტუტის მედეათეკა; მის : ლ. გუდიაშვილის N7, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა
თანამედროვე წყვილი: ფსიქოანალიტიკური და სოციოლოგიური გაგება
თანამედროვე წყვილი სულ უფრო მეტად არასტაბილური, მყიფე და პოლიმორფული სტრუქტურის ხდება, რომელიც კიდევ უფრო მეტს მოითხოვს სუბიექტისგან. მიუხედავად წყვილის ნარცისტული სურვილისა იყოს მარადიული და ექსკლუზიური, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ წყვილში თანაცხოვრების ხანგრძლივობა მცირდება. თანაცხოვრების ადრეულ ეტაპებზე წყვილები მოგვმართავენ დახმარებისთვის კონფლიქტების, კრიზისის, ზოგადი უკმაყოფილებისა და ფრუსტრაციის, ძალადობის და განსაკუთრებით წყვილს გარეთ ურთიერთობების დამყარების მოგვარების მოტოვებით.