
ბავშვთა ფსიქოანალიზის სამკითხველო ჯგუფი
About
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის და „მწვანე სახლის“ მიერ დაფუძნდა ბავშვთა ფსიქოანალიზის სამკითხველო ჯგუფი. ჯგუფი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს კლინიკური პრაქტიკა ბავშებთან მწვანე სახლის ფარგლებში ამ მის გარეთ. ჯგუფი იფუნქციონირებს უწყვეტად, მომავალი წლების განმავლობაში და იქნება ორივე ასოციაციის პროგრამის მუდმივი შემადგენელი ნაწილი. თავად ჯგუფს სხვადასხვა დროს, გაუძღვება სხვადასხვა ადამიანი. ჯგუფის მუშაობის პრინციპი შემდეგია: არჩეულ ტექსტს, ჯგუფის ყველა წევრი კითხულობს და ამუშავებს დამოუკიდებლად; ჯგუფი იკრიბება შეთანხმებული პერიოდულობით; წარმდგენი აკეთებს შესავალს და მოკლედ მიმოიხილავს განსახილველ ტექსტს, ამის შემდეგ ჯგუფის წევრებს აქვთ კლინიკური და თეორიული განხილვა ტექსტის ირგვლივ (იხ. ვრცლად ინფორმაცია სამკითხველო ჯგუფის შესახებ).
შეკრების ადგილი: ჯგუფის პირველი შეხვედრა დაგეგმილია 17 სექტემბერს, თბილისი, ჩიტაიას ქ. 17. მაჩვენე რუკაზე
განსახილველი ტექსტი ანა ფროიდის ფუნდამენტური ნაშრომი: ეგოს დაცვის მექანიზმები მიმდინარე სემესტრში, ჯგუფს გაუძღვება: მაია კერვალიშვილი ტექსტის ფაილი
გრაფიკი იხელეთ სემესტრის გრაფიკი აღნიშნულ ლინკზე მოცემულია, როგორც შეხვედრის თარიღები, ასე დასამუშავებელი ტექსტის ლინკი და თითოეული შეხვედრისთვის განკუთვნილი დასამუშავებელი ნაწილი. ასოციაციის აპლიკაციით, სადაც ასევე შექმნილია აღნიშნული ჯგუფი და გრაფიკის მიდევნება შეგეძლებათ სმარტფონებზე.
Info
Private
Only approved members can view this group.
Visible
Shown to site visitors.
September 7, 2022
Created
Created by