top of page
Search
Writer's pictureGiga Maminashvili

სიზმარი - კოშმარი ფსიქოზისათვის?

პროლოგი

სიზმარი - დისციპლინა, რომელიც ფსიქოანალიტიკოსს ძილს უფრთხობს.


ერთ დილას, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ერთმა პაციენტმა მიხმო და გამანდო თავისი დაბნეულობის შესახებ, რომელშიც ის აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მისმა ქიმიოთერაპიულმა მკურნალობამ განიცადა მოდიფიკაცია ისეთი მედიკამენტების დოზის დაუსაბუთებელი მატების კუთხით, რომელსაც უწოდებენ „ანტიფსიქოტიკებს“.


მოსაზრება, რომელმაც ამ მოდიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიღებას შეუწყო ხელი, მდგომარეობს იმაში, რომ ეს მამაკაცი, ქრონიკულად წოდებული, როგორც ამას ამბობენ დაუფიქრებლად ფსიქიატრიული ბანაკის ანონიმურ ატმოსფეროში, რომელის საიდუმლოსაც ინახავენ მისი კედლები, ჩვეულებრივზე უფრო მეტად იყო ჩუმად და უფრო მეტს ისმენდა, ვიდრე ლაპარაკობდა.


იმისათვის, რომ ზედაპირული წარმოდგენა მაინც შეგვექმნას ამ კაცის საკუთარ ფსიქიკურ ცხოვრებასთან ურთიერთობის სიმართლის/სიზუსტის ფიზიონომიაზე და ყველა ნიუანსზე, რომელიც ამ თვითდაკვირვებისა და ღრმა გადამუშავების შედეგს წარმოადგენს, საკმარისია მოვიყვანოთ ფრაზა, რომლითაც ის იწყებს საუბარს ჩემთან და მიზიარებს თავისი მდგომარეობის ცვლილების არსს. ფრაზა: „ეს ახალი მკურნალობა, დასძენს ის, კარგია ხმებისთვის, მაგრამ მთლიანად მისპობს სიზმრებს“.


ერთ-ერთი მიზეზი, იმ მრავალ მიზეზთა შორის, რომელმაც გადამაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა, იყო იშვიათი სიღრმე განსხვავებების აღქმის, რომელთა დახმარებითაც ის ცდილობდა თავისი ფსიქიკური ცხოვრების ნიუანსების ჩემთვის გაგებინებას. ამას ის იმდენად დახვეწილად ანხორციელებდა კლინიკური თვალსაზრისით, რომ ეს ჰგავდა ფასდაუდებელ სწავლებას ფსიქოზის ფსიქიკურ დინამიკაზე.


ბალანსი სიზმარსა და ჰალუცინაციას შორის, აი ერთ- ერთი კრიტერიუმი, რომელსაც ის იყენებდა თავისი ფსიქიკური ცხოვრების ფლუქტუაციების საზომად, რომელზეც პირდაპირ აისახებოდა ქიმიოთერაპიის მავნე გავლენა. ფსიქოანალიტიკოსისათვის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს ფსიქოზის ფსიქიკური ადგილი, და ის თუ როგორ ეპყრობა სიზმარი, განსხვავებით ჰალუცინაციებისაგან, რადიკალურ გახლეჩას ხმასა და სიტყვას შორის.


რაც შეეხება მის სიზმარს, ძნელია თქვა, რომ საქმე ეხებოდა სცენას, სიზმრის სცენას და ძალიან შორს იყო იმისაგან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სიზმრის ფსიქიკურ ნაგებობას, რომლისთვისაც გადანაცვლება და კონდენსაცია ქმნის ნამდვილ ჯადოსნურ რებუსს. ეს სცენა, რომელსაც ჩვენ დავუბრუნდებით, დაიყვანებოდა პაციენტსა და უცხო/უცნაურ ცხოველს შორის შეჯახებაზე/კონფრონტაციაზე, ცხოველის, რომელიც არის უძრავი, არ ემუქრება სიზმრის მნახველს და არის იდუმალი. ეს ცხოველი იყო არც მეტი არც ნაკლები გიგანტური კუ.


თხრობის აფექტი გამოხატავდა ჩიხს, ხშირად შფოთვას, უფრო ზუსტად უმწეობას. კლინიკური განხილვა ამ აფექტის, რომელიც აუტანელი ჩიხური მდგომარეობის გავლენით რეპრეზენტაციების მიღმა განაგრძობდა არსებობას, მაფიქრებდა სიზმრის ბუნებაზე ფსიქოზით დაავადებულ პაციენტთან.


თეორიულ-კლინიკური ჩონჩხი არის ნათელი. თუ ფსიქოზი წარმოადგენს არაცნობიერის მუშაობის მარცხს, მაშინ სიზმარი ფსიქოზის დროს არ შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც ისეთი მუშაობის რეზულტატი, რომელიც ეყრდნობა მეტაფორას.


განსხვავებით ამ მამაკაცისაგან, ფსიქოზში მყოფ პაციენტთა ნაწილი, ან იშვიათად ან საერთოდ არ ყვება სიზმრებს, რომლებსაც ალბათ ხედავდნენ. ისინი დიდი გაჭირვებით განასხვავებენ სიზმრებს ჰალუცინატორული აქტივობისაგან. მაშინ შეიძლება თუ არა, რომ ვისაუბროთ სიზმარზე ფსიქოზის დროს, როგორც კოშმარზე?


თავიდან, ნამდვილად, კოშმარი მიმაჩნდა, ფსიქოზის აქტივობის ერთ-ერთ პარადიგმად. თუმცა, ეს საკითხი ჩემთვის მაინც წარმოადგენდა დისკუსიის წყაროს, რადგან მე მიმაჩნდა, რომ უნდა ხელახლა მეკვლია ანალოგია, რომელიც გულისხმობს სიზმრისა და ფსიქოზის ერთმანეთთან გაიგივებას.


სიზმარი და სიგიჟე

გასაგები ხდება, თუ რატომ ავირჩიე სათაური „სიზმარი, კოშმარი ფსიქოზისათვის“? მაგრამ ამ სათაურს, რომლსაც დაჰკრავს ერთგვარი შეზღუდულობისა და ორაზროვნების ელფერი, მაინც აქვს არსებობის უფლება, რომელიც დაკავშირებულია ისეთი ტერმინების აღრევასთან, როგორიც არის „სიზმარი“ და „ფსიქოზი“, იმდენად, რამდენადაც ძალიან ხშირად ნორმალური სიზმრის მოდელი მიჩნეული იყო ფსიქოტური რეგრესიის მდგომარეობად. სულ ცოტა ამ ორაზროვნებას მაინც უნდა მოეფინოს ნათელი.


კლინიკური დაკვირვების მაგალითები, რომლის საგანსაც წარმოადგენს ზოგიერთი სიზმრის გადამწყვეტი მნიშვნელობა კლინიკური სურათის ცვლილებაში, მრავლად არის მოცემული ე.წ. „კლასიკურ ფსიქიატრიაში“. არ დაგვავიწყდეს, რომ ფსიქიატრები მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, როდესაც ნევროლოგიაში გაკეთდა დიდი აღმოჩენები, ფსიქისტებად მოიხსენიებდნენ საკუთარ თავს და დიდ ყურადღებას აქცევდნენ სიზმარს. ისინი ხშირად უყვებოდნენ სიზმრებს ერთმანეთს. ისინი აგროვებდნენ თავიანთი პაციენტების სიზმრებს და განიხილავდნენ მათ, როგორც ქვეცნობიერი პიროვნების გამოხატვის ფორმებს, რომლის ფსიქიკური ორგანიზაცია ნაკლებად ორგანიზებული და იერარქიზირებულია ვიდრე ცნობიერი პიროვნებისა, რომელიც მათ მიერ ფასდებოდა როგორც ნორმალური.


ჩვენ ფილიპ შასლენს Philippe Chaslin უნდა ვუმადლოდეთ, ნაშრომების ყველაზე ფასეულ სინთეზს, ის ეხება კავშირს სიზმარს, ჰალუცინაციასა და ბოდვას შორის, რომელიც მან განახორციელა 1887 წელს დაცული სამედიცინო დისერტაციის სახით და მიუძღვნა ლეგრანდე სოლს (Legrand du Saule). ის ეფუძნება რა ახალგაზრდა ისტერიით დაავადებული გოგონას დაკვირვებას, რომელსაც დამბლა დაეცა სიზმრის ნახვის შემდეგ, სადაც მას მამაკაცები მოსდევდნენ, ავრცელებს თავის მსჯელობას სიზმარზე ფსიქოზშიც, ამ უკანასკნელს არ ახასიათებს ასეთი სიმპტომატური მეტაფორიზაციები გამოღვიძების შემდეგ.


ის, ისევე როგორც ყველა მისი წინამორბედი, Calmeil, Delbœuf,თუ Lasègue, ყურადღებას ამახვილებს ჰიპნოზური ჰალუცინაციების სიხშირეზე, რომლებიც თავს იჩენენ ჩაძინების წინ და არ წყდებიან ძილის დროსაც კი. ამ ჰალუცინაციებს შეუძლიათ დაარღვიონ სიზმრის პროცესი, სიზმრის სცენოგრაფიის სტრუქტურაში გააჩინონ ხვრელი. მას მოყავს Lasègue-ის ციტატა: „ადამიანი წვება და იძინებს საღამოს თერთმეტი საათისთვის, თვალების დახუჭვისთანავე წამოვარდება და იღვიძებს ვიზუალური ჰალუცინაციის დარტყმის ძალით. ეს ჰალუცინაცია რეპრეზენტირებულია ნათელი და ბნელი წერტილებით, დაიყვანება ამ ვიზუალურ ხატებზე. განათებული წერტილი სწრაფად გარდაიქმნება ხანძრად, ხოლო ბნელი წერტილი გარდაიქმნება უფსკრულად“. შეგვიძლია ვიკამათოთ, რას წარმოადგენს ამ შემთხვევაში ჰალუცინაცია?


არაფერი თუ თითქმის არაფერი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო აღქმული, როგორც გარდამავალი ობიექტის ფორმირება გამოღვიძების დროს, ან მოვლენა, რომელიც შეიძლებოდა დაგვეკავშირებინა ობიექტის პერცეფციასთან, ან დაკმაყოფილების კვალის კონსერვაციასთან. ალბათ უფრო საქმე ეხება კატასტროფის წერტილებს. ბნელი წერტილები, არაფერია, თუ არა ჩაბნელება ყველა პერცეფციის, ხოლო განათებული წერტილები, რომელთა გამოსხივებაც ქმნის ნათელს, წვავს/ცეცხლს უკიდებს სამყაროს ყველა შესაძლო რეპრეზენტაციას.


ეს წერტილები, ძნელია მივიჩნიოთ უბრალოდ ბნელ და ნათელ პუნქტუაციებად, რომელიც სცენას აბნელებენ ან ანათებენ. ეს წერტილები, ნეგატიური ჰალუცინაციების მსგავსად ანგრევს მენტალური ცხოვრების ყველა შესაძლო სცენას. ნგრევა ძალიან დიდია, ან სამყაროს სხეული მთლიანად აწვება სუბიექტს, ან სუბიექტი ნადგურდება მის თვალწინ აალებული საშინელი ცეცხლით/ირადიაციით. ეს ჰალუცინაციები ჰგავს სამყაროს დასასრულს და აქვს გაუდაბურების, უდაბნოდ ქცევის შედეგი.


სიზმარი, რომელიც არის ფაქიზი ქსოვილი, ძაფი გადაჭიმული ამ გავარვარებულ უფსკრულზე, ვერ უძლებს ამას, ის ირღვევა, ინგრევა და აღიგვება პირისაგან მიწისა. პირველი სხვის, დიდი სხვის სხეული სრულიად ქრება, ან ხდება მთლიანად შეკუმშული, მიუწვდომელი და დაუნაწევრებელი, ეს არის სხეული, რომელის მოხელთებაც არ ძალუძს

არცერთ მეტაფორას.


როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში კოშმარი არ არის ის, რაც გამოღვიძებას იწვევს, არამედ ძლიერი ანტაგონიზმი ნეგატიური ჰალუცინაციის ძალებსა და იმას შორის, რის განხორციელებასაც ცდილობს სიზმრის მუშაობა, რომელიც გულისხმობს შეერთებას, კავშირების დამყარებას და ლოკალიზებას ადგილის, რომელიც დარაჯობს ძილს. შასლენს (Chaslin) ნამდვილად არ დავიწყებია ფალრეს 1854 წელს გამოცემულ ნაშრომში „მენტალური მედიცინის კლინიკური გაკვეთილები“ (Falret) ძალიან ზუსტი შენიშვნები, რომელიც ეხება შემთხვევებს, სადაც სწორედ სიზმარმა გამოიწვია უკვე განკურნებული ჰალუცინაციები. სიზმარი ინარჩუნებდა კვალს, როგორც სტიგმატს.


მიუხედავად ამისა, ამგვარი შემთხვევები იშვიათია, შასლენი, ეყრდნობ რა რიტის (Ritti) 1883 წლის ნაშრომს „სიგიჟის ორმაგი ბუნების შესწავლა“, აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სიზმრებს ჩაჭრას ჰალუცინატორული შეტევები ძილში, რამაც შეიძლება პაციენტის კლინიკური სურათი დაამძიმოს.


ამგვარად ძილის განმავლობაში ადგილი აქვს სამ უცაბედ გადასვლას მანიაკალურიდან მელანქოლიურ მდგომარეობაში, რასაც გვაჩვენებს შემდეგი სიზმრები: სიზმრები ნგრევაზე/დაცემასა და დასჯაზე, სიზმრები ჯანმრთელობის გაუარესებაზე, ან განცდილ ზარალზე, ან სიზმრები, სადაც ადგილი აქვს ყურისწამღებ ხმას, რომელსაც გასკდომის პირას მიჰყავს ფსიქიკა, აღვიძებს მას, ან შეურაცხყოფს სუბიექტს და ადანაშაულებს, ბრალს დებს მას.


ეს სიზმრის უხეში ხმა, რომელიც ძალიან სწრაფად იწვევს შფოთვით გამოღვიძებას, გახდება აგრეთვე ტენის Taine კვლევის ერთ-ერთი ობიექტი, მისი1893 წელით დათარიღებული კვლევის ფარგლებში ინტელექტზე. მას მოჰყავს სიზმრების მაგალითი, სადაც ჰალუცინატორული ხმა სიზმრის მნახველს გილიოტინას უწინასწარმეტყველებს.

სიზმარი, ბოდვა, ჰალუცინაცია არის ის ტრიადა, რომლიც შასლენს აძლევს შესაძლებლობას უარყოს იმ დროისათვის გავრცელებული ანალოგია სიზმარსა და სიგიჟეს შორის.


ეს მარტივი შედარება სიზმარსა და ფსიქოზს შორის, რომელსაც ალიენისტებისა და ფსიქისტების (ეს უკანასკნელნი უფრო ახლოს იყვნენ ნევროლოგიასთან, ვიდრე ფსიქიატრიასთან) დიდი ნაწილი ეთანხმებოდა, შასლენმა ხელახალი კვლევის საგნად აქცია.


შასლენის კვლევის ამოსავალ წერტილს, რომელსაც მან მიუძღვნა ჩვენს დროში ასე დავიწყებული თავისი თეზა, წარმოადგენს სიზმრის რღვევა, ჰალუცინატორული პროცესების ზეგავლენით სიზმრის სტრუქტურაში შექმნილი ხვრელი. შასლენის კლინიკური ინტერესი მიმართულია ნორმალური სიზმრის ქსოვილის რღვევაზე. ის აღნიშნავს, რომ თუ სიზმრისა და შეშლილობის შემადგენელი ელემენტები არის ერთი და იგივე (იგულისხმება: ჰალუცინაცია, ილუზია, ბოდვითი იდეები), მათ შორის მაინც არსებობს სამი მნიშვნელოვანი განსხვავება:


• ამ ნაწილების დაჯგუფება ერთეულებად და მათი მნიშვნელობა

• მათი იერარქია

• თანმინდევრობები


ჩვენი დროის ავტორი, ჟიზელ შაბუდეზი, თავის მხრივ ადასტურებს, რომ ზოგიერთი სიზმარი წინ უსწრებს ბოდვას. თავის ნაშრომში „სიზმრების განტოლება“ (2000), ის წერს, რომ „კოშმარებს ფსიქოზების დროს ახასიათებს დამანგრეველი ტკბობა (jouissance/ხიბლი), რადგან სხეული ამ კოშმარების დროს სისასტიკის ობიექტია რეალურის რეგისტრში და არა ფანტაზმის დონეზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სიზმარი განიცდის მარცხს ამ დამანგრეველი ტკბობის შეჩერების საქმეში, ის ვერ აკავებს მას კოშმარის დროს.ეს განსაკუთრებით ეხება იმ სიზმრებს, რომლებიც წინ უსწრებენ ბოდვას. ქალს, რომელიც არ უჩიოდა ჯანმრთელობას, ჰქონდა რამოდენიმე ბოდვითი ეპიზოდი, მას შემდეგ რაც დაუდგინეს სიმსივნე. ორივე მოვლენას, ბოდვას და სიმსივნით დაავადებას წინ უსწრებდა სიზმარი: ის არის მკვდარი, ხოლო მისი სხეული უჭირავს ნაცისტებს და გვამების გროვაზე აქანავებენ მას. ის საკუთარ თავს ხედავდა გაწოლილ მდგომარეობაში ამ გვამების ზვინზე. ე.ი. ბოდვითი მდგომარეობის დაწყება, ბოდვაში შესვლა დაკავშირებულია ულმობელი სხვისადმი სრულ დაქვემდებარებასთან/მორჩილებასთან.


შეიძლება ითქვას, რომ გვმართებს დაფიქრება, როდესაც ვიზიარებთ ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სიზმარი და ფსიქოზი ექვივალენტურ ფენომენებს წარმოადგენენ. პირიქით, მიგვაჩნია საჭიროდ და აუცილებლად, მხარი და დავუჭიროთ საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომელიც ერთმანეთთან კი არ აიგივებს, არამედ ერთმანეთს უპირისპირებს სიზმრის ნორმალურ მუშაობასა და ამ მუშაობის მოშლას, რღვევას ფსიქოზის დროს. ამგვარი სიფრთხილისაკენ მოგვიწოდებს ფსიქოზის დროს სიზმრის კლინიკური შემთხვევები.


ახლა შევეცადოთ და აღვწეროთ ის, თუ როგორ და რაზე აიგო ზემოდ ხსენებული ანალოგია სიზმარსა და ფსიქოზს შორის.


სიზმარი: ნორმალური ფსიქოზი?


მთელი ეს ანალოგია სათავეს იღებს ფროიდისგან, ანალოგია, რომელიც ნათლად არის ფორმულირებული ფროიდის ნაშრომის „ახალი ლექციები ფსიქოანალიზში“ ამონარიდში: „ძილის დროს ჩვენ ზურგს ვაქცევთ გარე სამყაროს, რეალობას, რაც ქმნის პირობებს ნორმალური ფსიქოზის განვითარებისათვის. ყველაზე მძიმე ფსიქიკურ დაავადებათა სიღრმისეული შესწავლაც კი ვერ დაგვეხმარებოდა ამ ავადმყოფურ მდგომარეობათა მახასიათებლების აღმოჩენაში. მაგრამ ფსიქოზის დროს სუბიექტი ორი განსხვავებული ფორმით აქცევს ზურგს რეალობას. არარაცნობიერი განდევნილის ძალა იმდენად იზრდება, რომ წნეხის ქვეშ მოაქცევს ცნობიერებას, რომელიც რეალობასთან კავშირს უზრუნველყოფს, ან მე უკიდურესად მძიმე, აუტანელი და საფრთხის შემცველი რეალობის წინაშეა, გარბის რეალობისაგან, უჯანყდება მას და მკლავებში უვარდება არაცნობიერ ლტოლვებს. სიზმარი, როგორც უვნებელი ფსიქოზი წარმოადგენს მომენტალურ (იგულისხმება გარკვეული დროითი მონაკვეთი), ცნობიერად მოტივირებულ რეალობის უარყოფას“.


ფსიქოზი, მაგრამ გარდამავალი ფსიქოზი. ფროიდი შემდგომში აღნიშნავს მსგავსი ანალოგიის საზღვრებს, შეზღუდულობას. ამ გავრცელებული იდეის საწინააღმდეგოდ, რომელიც ეყრდნობა ფსიქოზის მიერ დასმული თეორიულ-კლინიკური პრობლემისადმი მეტ-ნაკლებად ინდიფერენტულ ფროიდს, ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, მის შედარებით გვიანდელ ტექსტებზეც, მაგალითად ნაშრომზე „კონსტრუქციები ანალიზში“ 1937, სადაც ის მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ფსიქოტური ჰალუცინაცია აღვიძებს ბავშვობაში უკვე განცდილ/გაგონილ ბგერით მასალას, რომელიც დავიწყებულ იქნა. რაღაც, რაც ბავშვმა გაიგონა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ძლივს ლაპარაკობდა და რომელიც ამჟამად მთელი ძალით იჭრება ცნობიერებაში.


ე.ი. რემინისცენციებით (ადრეული მოგონებების კვალი) ტანჯვა აღარ წარმოადგენს ნევროტიკების პრივილეგიას. ისტორიული ჭეშმარიტების კვალი ფსიქოზშიც არის წარმოდგენილი, მაგრამ იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ ფსიქოზში ეს კვალი აღმნიშვნელით არ არის ორგანიზებული

ფროიდმა ფსიქოზის კლინიკის კვლევისა და შესაძლო მკურნალობისათვის გვიჩვენა გზა, ეს გზა რომელიც ფროიდმა გაკვალა, ან მრავალი ფსიქოანალიტიკოსის მიერ იგნორირებულ იქნა, ან მათ აირჩიეს სხვა მიმართულება.


ლაკანი 1962 წლის 12 დეკემბერს გამართულ სემინარზე, რომელიც ეძღვნებოდა შფოთვას, გამოთქვამს გაკვირვებას, კოშმარისადმი ფსიქოანალიტიკოსთა დაქვეითებული ინტერესის გამო. თუმცა საკმარისი ლიტერატურა არსებობდა კოშმარზე. მაგალითად, ფედერნის შეხედულება უფრო მეტად ბლეიერს ეფუძნებოდა, ვიდრე ფროიდს, იმდენად რამდენადაც მას აინტერესებდა სუბიექტის დაყოფის, სხიზისის პათოლოგიური ასპექტები.


ფედერნის თეზა, რომელიც მის მიერ არა ერთხელ იქნა გამოთქმული, გაოცებას იწვევს, რადგან ის მცდარი ქმედებების მიღმა ხედავს ფსიქოტური პროცესების კლინიკურ გამოვლინებებს. მისი წარმოდგენა, ძლიერი „ მე“-ს მქონე ჯანმრთელ ადამიანზე ქიმერაა, რომელიც ფედერნის სიზმარს წარმოადგენს და მხოლოდ და მხოლოდ მის ძილს დარაჯობს. ფედერნის ეს წარმოდგენა, დღეს ან ძალიან გვაბნევს, ან ღიმილს გვგვრის.


თუმცა ეს ფსიქოლოგიური შეხედულებები საინტერესოა ისტორიული თვალსაზრისით, რადგან გვაჩვენებს იმას, თუ როგორ აღმოცენდებოდა ფსიქოანალიზის წიაღში ისინი. მთელი ეს მეს-ფსიქოლოგია, მთელი ეს აპოლოგია ჭეშმარიტი და ერთიანი სელფის შესახებ სათავეს იღებს 1936 წელს მარიანბედში გამართულ კონგრესზე, სადაც ლაკანმაც წარადგინა თავისი თეორია სარკის სტადიის შესახებ. მეს ფსიქოლოგია საბოლოო ჯამში სუბიექტის დაყოფის, ან დაყოფილი სუბიექტისა და დისოციაციის ცნებებს ერთმანეთთან აიგივებს.


თუმცა ფროიდი დროთა განმავლობაში დაუძვრა ხელიდან ადაპტაციის ფსიქოლოგიის ჰიტ პარადს. ისევ ისმება კითხვა: რა არის კოშმარი სიზმართან მიმართებაში? დასრულებულ, მშვენიერ სიზმართან მიმართებაში, რომელიც განსხვავებით კოშმარისაგან არაფერია თუ არა თვალწარმტაცი პეიზაჟი, რომელიც არ არის გადატვირთული ტრანსპარანტული, ღია სიმბოლიზმით და არ იმყოფება კონფლიქტში ამ სიმბოლიზმთან.

ეს მცირე მეტაფსიქოლოგიური შენიშვნები, რომლებიც ვერ ქმნიან მეტაფსიქოლოგიურ მთლიანობას, ეს ფროიდიანული მეტაფსიქოლოგიიდან ნასესხები შეხედულებები, რომლებსაც ეყრდნობიან ხსენებული ავტორები, წარმოდგენს ყველასათვის ცნობილ რეგრესიის თეორიას და რეალობის დაკარგვის ცნებას.


რეგრესიის ცნება, ძალიან ნაჩქარევად იქნა დაყვანილი დაბრუნებაზე წარსულში, დეფიციტზე, რამაც დააზარალა ფროიდის ფსიქოდინამიკური შეხედულება რეგრესიაზე, რომელიც რეგრესიის ცნების ქვეშ მოიაზრებს ფსიქიკური კვალისა და განსხვავებული ფსიქიკური სისტემების კვლევისათვის აუცილებელ ფსიქიკურ პროცესს, რაც უფრო ახლოს დგას ჟანეს მოდელთან, რომელიც გულისხმობს კომპლექსურობის განსხვავებულ დონეებს ან ცნობიერების მოდალობების დანაწევრებას/ერთმანეთისაგან გათიშვას.


თუმცა ფროიდის შეხედულებას და ჟანეს მიდგომას, შორის, რომელიც გულისხმობს დეფიციტარული არაცნობიერის ცნებას, დემარკაციის ხაზი მალე გაივლო. ფროიდის მიერ ფლისისათვის 1899 წელს მიწერილ წერილებში, სადაც ფსიქოანალიტიკოსი (ფროიდი) აღიარებს, რომ თერაპიული ტექნიკები, რომელსაც ის იმ დროისათვის იყენებდა, გარკვეულ წილად ახლოს იდგა ჟანესა და ფორელის ტექნიკებთან. მაგრამ ფროიდის პოზიცია მათგან განსხვავდება იმით, რომ ფროიდისათვის არაცნობიერი დიფერენცირებული, სხვადასხვა ფენებისაგან შემდგარი რეალობაა, ხოლო მნესტიკური კვალი ამ განსხვავებული ფენების დონეზეა აღბეჭდილი. ფროიდისათვის არაცნობიერის ამ შემცველობისა და ფენების ლოგიკის მოხელთებაა მნიშვნელოვანი.


ამ გადმოსახედიდან, ადვილი მისახვედრია, რომ თუ ფროიდის სიზმრის მოდელი, გვესმის, როგორც მხოლოდ მკაცრი დიფერენციაცია მანიფესტურ და ლატენტურ შინაარსს შორის, იქმნება რისკი ამ მოდელის გამარტივების. ნებისმიერი სიზმრის ლატენტური შინაარსი მოიცავს არა ერთ, არამედ რამდენიმე დონეს, სადაც აღბეჭდილია/ჩაწერილია ერთმანეთისგან განსხვავებული მნესტიკური კვალი; მაგალითად, სიზმრის ზოგიერთი ხატი უფრო მეტად ხმოვანია, ვიდრე სიზმრის სხვა ხატები.


აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფროიდი თავის ნაშრომში „ სიზმრის თეორიის მეტაფსიქოლოგიური დოქტრინის დამატება“, დიდი სიფრთხილით ანსხვავებს შიზოფრენიას სიზმრის პროცესებისაგან. მოსაზრებას, რომელიც სიზმარსა და ფსიქოზს ერთმანეთთან აიგივებს, წარმოაჩენს, როგორც ექვივალენტურ ფენომენებს, შეეწინააღმდეგებოდა ყველა, ვისაც კლასიკურ ფსიქიატრიაში თუნდაც მინიმალური ცოდნა მაინც გააჩნია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ავტორი ნათლად აჩვენებს, რომ ბოდვის განვითარების ზოგიერთი ფორმა, სრულიად უცხოა ონირიკული (ანუ ძილის) სამყაროსათვის.


იგივე მნიშვნელობა აქვს სეგლას მიერ დეფინირებულ მეტყველების დარღვევებს, რომელიც არ წარმოადგენს ფროიდის მიერ აღმოჩენილი სიზმრის ლოგიკის სიმყიფის, ალოგიკურობის გამოხატულებას ამ დარღვევების დონეზე.


სიზმარი და კოშმარი


სიზმრისა და კოშმარის ერთმანეთთან გაიგივებას და ამ იგივეობის კოშმარის ფენომენით დრამატიზაციას ნამდვილად შევყავართ ჩიხში, რადგან ყველა კოშმარი გვაჩვენებს, რომ სხიზისი (გახლეჩა), რომელიც შორს არის იმისგან, რასაც შეიძლება ვუწოდოთ პათოლოგიური, სუბიექტის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი.


თუმცა განსასაზღვრი გვრჩება კოშმარის ბუნება, რომელიც არის ფსიქიკური სტრუქტურის გამოვლინების რთული ფორმა, რასაც ფროიდიც ხაზს უსვამს და ამბობს, რომ კოშმარი სიზმრის თეორიას ართულებს, ის დაკავშირებულია დისკუსიებთან, დაკვირვებებთან და კონფრონტაციებთან ისეთი კლინიკური ფენომენების შესახებ, როგორიც არის მაგალითად ფობია.


ჯონსის კვლევა, რომელიც დაიწერა 1909-1910 წლებში და გამოიცა სათაურით „კოშმარი“, კოშმარს განსაზღვრავს აღწერილობითი და მექანიკური ტერმინებით.


კოშმარი არის მარცხი, რომელსაც განიცდის სიზმარი სურვილის რეალიზაციის დონეზე. კოშმარის სცენა, უნდა ითქვას, რომ ინარჩუნებს ერთგვარ იდენტობას ტრავმატულ სიზმართან მიმართებაში.


ათიოდე წელი იქნება საჭირო, იმისათვის, რომ ფროიდმა კოშმარსა და ტრავმატულ სიზმარს შორის არსებულ ბუნდოვნებაში გარკვეულობა შეიტანოს. ფროიდისათვის მთავარ განმასხვევებელს, დემარკაციას კოშმარსა და ტრავმატულ სიზმარს შორის წარმოადგენს სიამოვნების პრინციპი, ეს არის ზღვარი, რომლის მიღმაც არსებობს ტრავმატული სიზმრები, ხოლო კოშმარში სიამოვნების პრინციპი მოქმედებს. ჯონსმა გამოყო ძირითადი სცენა, რათა განესაზღვრა ყველა კოშმარის სტრუქტურა. საქმე ეხება ტიპიურ ფენომენოლოგიას incube-სა და succube-ის, ანუ საქმე ეხება სექსუალიზირებულ მდგომარეობას სხეულისა, რომელიც ანხორციელებს პენეტრაციას, ან სხეულისა, რომელიც შთანთქავს.


სუკუბი (უჟმური), განმარტავს ლაკანი სემინარში „შფოთვა“, ეს არის არსება, რომელიც უცხო, შემზარავი ტკბობის მთელი სიმძიმით აწვება მკერდზე სიზმრის მნახველს. მაგრამ ეს უცხო და შემზარავი ტკბობა/ნეტარება არ დაიყვანება იმაზე, რასაც ფროიდი უწოდებდა (l’inquiétanteétrangeté/Jutkoe) დაზაფვრას, რადგან საქმე არ ეხება მდგომარეობას, რომელიც განდევნილის დაბრუნების შედეგი შეიძლება იყოს (როგორც ეს ხდება l’inquiétante étrangeté-ს მდგომარეობისდროს), ან მდგომარეობას, რომელზეც არის აგებული განდევნის თეორია.

იმისათვის, რომ ლაკანმა აღწეროს ეს უცხო ტკბობა ის იყენებს ტერმინს „სხვა ტკბობა“, {იგულისხმება ფუნდამენტური სხვა}“ . და მართლაც კოშმარი არის მაგალითი იმისა, რომ ეს დაყოფილი/დივიზირებული სუბიექტის მდგომარეობა, რომლისთვისაც ფანტაზმი არის საყრდენი, ყოველთვის არ არის გარანტირებულად დაცული (tamponné par lefanstasme) და რომ კოშმარის გამანადგურებელი დარტყმა ქმნის ხიდს შეძრწუნებასა და დაკმაყოფილების გამოცდილებას შორის, რაც გასაგებს ხდის ნევროტული რეგრესიის ზოგიერთ პაროქსიზმულ მდგომარეობას, რომლის დროსაც ფანტაზმი ირყევა, განიცდის რყევას, რაც ფუნდამენტური სხვის ტკბობის აღმოცენებას უხსნის გზას (აქ განმარტება....), მაგრამ ნევროზის დროს ეს პროცესი ეროტიზირებულია, განსხვავებით ფსიქოზისაგან, რომლის დროსაც დიდი ფუნდამენტური სხვის ტკბობა სუბიექტს ანადგურებს. მაშინ როდესაც კოშმარი, რომლის სტრუქტურის მონახაზსაც აკეთებს ჯონსი, შეიცავს სურვილის ელემენტებს.


ფსიქოზში მყოფი სუბიექტის შემაძრწუნებელი სიზმარი, განსაკუთრებით სიზმარი, სადაც ის პირისპირ იმყოფება ცხოველთან, სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის პრიმორდიალური მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს ბიოლოგიურ და მტაცებლურ ბრძოლას გადარჩენისთვის. ეს არის სიცოცხლის, გადარჩენის საშინელი სურვილი, რომელზეც საუბრობს ვოლსონი. ეს ცოცხალ-მკვდარი არსებისათვის დამახასიათებელი ლატენტური და უშრეტი ენერგია. ჯონსის მიერ აღწერილი კოშმარის არქიტექტურა, კოშმარის მომხიბლავი სცენა არაფერს ამბობს ზემოთ თქმულზე. ჯონსი კოშმარში, გარდა მისი უძრავი ჯოჯოხეთისა, ხედავს ერთგვარ ხალიჩას/ქსოვილს, გადამუშავებას, კვანძს, ან თუ მისივე სიტყვებით ვიტყვით, ინცესტუალურ სურვილთან დაკავშირებული კონფლიქტის გამოხატულებას.


კოშმარის ეს ენითაუწერელი მდგომარეობა სრულდება, წყდება, რაც შესაძლებელი ხდება იმდენად, რამდენადაც შეძრწუნებული სიზმრის მნახველი ფალიკური მნიშვნელობის ნაწილს წარმოადგენს, ფალიკური წესრიგის ნაწილი ხდება. ეს შენიშნეს ჟანემაც და ჯონსმაც, როდესაც აღნიშნეს, რომ ეს სიზმრები (კოშმარი) ადვილად ექვემდებარება და რეაგირებს თერაპიულ ჩარევებზე. კოშმარი არის ფალიკური ტკბობისა და ე.წ. დიდი სხვის, ფუნდამენტური მეორის ტკბობას შორის არტიკულაციის მცდელობა.


კოშმარების გარკვეული ნაწილი უბრალოდ უმწეობისა და შეძრწუნების განცდას კი არ ბადებს, არამედ მიუთითებს ფანტაზმის მუშაობის მარცხზე, და ამ პირობებში, მიუხედავად ფანტაზმის რღვევისა, კოშმარი ცდილობს ზემოხსენებული ტკბობის ორივე ფორმის ერთდროული არსებობა გახადოს შესაძლებელი.


რაც შეეხება ფსიქოზს


თუ ამ დელირიუმების ანალიზი ნებას გვრთავს ეჭვქვეშ დავაყენოთ ფსიქოზსა და სიზმარს შორის არსებული მსგავსების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიზმრები არის საშინელი, თავზარდამცემი, ლაკანის თეზისი შესაძლებლობას გვაძლევს ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ ამ საკითხის კვლევის საქმეში, ეს ნაბიჯი გადამწყვეტი მნიშვნელობის არის და მდგომარეობს შემდეგში: დიახ, ფსიქოზი არის მარცხი, მაგრამ არა სკონდარიზაციის, ანუ მეორადი გადამუშავების, არამედ არაცნობიერის მუშაობის მარცხი.


პირველადი განდევნა წარმოადგენს რეპრეზენტაციის დაფუძნების საფუძველს. ფროიდის პირველი თეორიის მიხედვით, რომელიც ლაკანისთვის ღირებულებას არ კარგავს, ფსიქოტური სუბიექტი საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც ისეთი ტიპის მეხსიერების მქონეს, რომელიც არ გულისხმობს არც გახსენებას, არც მოგონებას, ე.ი. ფსიქოტიკთან მეხსიერება რეპრეზენტაციის არ ეფუძნება, რის გამოც მასთან არ არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიც არის დავიწყება, ფსიქოტიკის დამოკიდებულება დროსთან არ გულისხმობს წყვეტას, მისთვის არ არსებობს შინაგანი დრო, დრო მასთან არსებობს გარეთ. ფსიქოტიკი მარტოსულია, მარტოა პირველადი აღმნიშვნელის პირისპირ, ისე, რომ მისი რეპრეზენტაცია არ ძალუძს.


ძახილის დროს, როდესაც ის მიმართავს ფუნდამენტურ სხვას, განსხვავებით ნევროტიკისგან, რომელთანაც უკმარისობა/ნაკლი, კასტრაცია და მამის სახელი/მამის მეტაფორა მუშაობს, ფსიქოტიკი ეჯახება აღმნიშვნელის გამორიცხვას აღმნიშვნელთა ჯაჭვიდან. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ჩვენ ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ჰიპოთეზის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც როდესაც ფსიქოზით დაავადებული სუბიექტი მიმართავს სხვას, ის უძლურია გაიგოს და გამოიცნოს მისი პასუხი, რადგან ობიექტი სუბიექტისაგან საკმარისად გამიჯნული არ არის, შედეგად დისკურსი ვერ ტოვებს მასზე კვალს.


კონფერენციისთვის თარგმნა გიგა მამინაშვილმა


419 views0 comments

Comments


bottom of page