top of page
Search


განსხვავება ფსიქიკურ და სამედიცინო სხეულს შორის ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიაში
დღევანდელ ჩემს მოკლე მოხსენებას მივუძღვნი ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ ამავე დროს ფუნდამენტურად განსხვავებულ კლინიკურ ფენომენებს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ფსიქიკური სხეული და სხეული მედიცინაში, ან სამედიცინო სხეული. ფსიქოანალიტიკოსისათვის სხეული წარმოადგენს მთლიანობას, რომელთანაც სუბიექტი იდენტიფიცირდება და ამ აქტით ის აფუძნებს მე-ს, რომელსაც ფროიდი უწოდებს სხეულებრივ მეს. ფსიქიკური სხეული, როგორც ამ იდენტიფიკაციის შედეგი განაპირობებს სუბიექტის იდენტობას დორსა და სივრცეშ

გიგა მამინაშვილი
Jan 2410 min read


დაბრუნება ფროიდთან - ჟაკ ლაკანი, ფრანგული სკოლა და მისი მნიშვნელობა მოდერნულობის კონტექსტში
ფროიდი და მისი მნიშვნელობა ლაკანი საკუთარ სწავლებას გასული საუკუნის 50-იან წლებში იწყებს ფროიდის ტექსტებთან დაბრუნების მოწოდებით და ამავე დროს ემიჯნება ეგო-ფსიქოლოგიას. მისი მიზანია ფროიდიანული აღმოჩენისა და ფროიდის შემოქმედების ხელახალი გააზრება, ზოგიერთ შემთხვევაში ლინგვისტიკისა და ანთროპოლოგიის, ისევე როგორც სტრუქტურალიზმის პრიზმიდან. სწორედ ამ მიზეზით დასაწყისისათვის ვისაუბრებ ფროიდიანული აღმოჩენის მნიშვნელობაზე ჩვენი პროფესიისა და კვლევის ობიექტის დაფუძნების საქმეში და

გიგა მამინაშვილი
Jan 1714 min read


(La) femme
ფსიქოანალიზში ქალი და ქალური ტკბობის საკითხი, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. თუ ფროიდი ქალურ სექსუალობას ბნელ კონტინენტად შერაცხავს, ლაკანი ქალური ტკბობის საკითხის განხილვას გვთავაზობს. ქალური სექსუალობის მსგავსად, ქალური ტკბობის საკითხიც არანაკლები ბუნდოვანებით გამოირჩევა. ლაკანი ქალისა და ქალური ტკბობის საკითხს ძალიან საინტერესო კუთხით წარმოაჩენს და ამბობს, რომ სიტყვა „ ქალი“, დიდი ასოთი არ იწერება . „La femme n’existe pas“ - იტყვის ის სემინარში Encore [1] . ლაკანის ამ თეზ

ნატალია გოგოლაძე
Jan 104 min read
bottom of page
