
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2022 - 2023 წლის პროგრამა
Programme 2022-2023 D’espace Géorgien Pour la Psychanalyse
პროგრამა
2022 - 2023 სასწავლო წელს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის აქტივობები მიეძღვნება ჯგუფის სუპერვიზიას, სამკითხველო ჯგუფში ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ ტექსტებზე მუშაობას და რეგულარულ სემინარებს, რომლებსაც გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი კოლეგები.
2022 წლის სექტემბრის თვიდან ასოციაციის აქტივობებს დაემატა დონალდ ვინიკოტისა და ბავშვთა ფსიქოანალიზის ძირითადი ავტორების სამკითხველო ჯგუფები. გარდა ამისა, ასოციაციის ფარგლებში დაფუძნდა სამუშაო ჯგუფი „ფსიქოანალიზი და სინემა - მოდერნულობის კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიის გააზრებისათვის დღეს“.
ასოციაციის აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას ვინც დაინტერესებულია ფსიქოანალიტიკური თეორიითა და პრაქტიკით, განსაკუთრებით მათ ვინც ეუფლება ფსიქოლოგიას უნივერსიტეტებში, ვისაც უკვე აქვს კლინიკური პრაქტიკა ან იმყოფება ფსიქოანალიტიკური ფორმაციის პროცესში.
ასოციაცია 29-30 ოქტომბერს გარამთავს საუნივერსიტეტო კონფერენციას თემაზე „მოზარდობის კრიზისი სოციო-პოლიტიკური და კულტურული კრისიზის კონტექტსში“. კონფერენციას გაუძღვებიან კოლეგები საფრანგეთიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან.
ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ფრანგი ავტორების სტატიათა კრებული, გამოცემისათვის გადაეცემა აზროვნების აკადემიის გამომცემლობას სათაურით „ბავშვთა ფსიქოანალიზი-ფრანგული სკოლა“.
2022-2023 წელს ასოციაციის სემინარები შეეხება ფსიქოზის, ნარცისიზმის, დეპრესიული მდგომარეობებისა და მელანქოლიის კლინიკასა და თეორიას ფსიქოანალიზში; ასევე მოზარდობის ფსიქოპათოლოგიას, სუბიექტივაციის ახალ ფორმებს და სიცარიელის კლინიკას, ომისა და ომის ტრავმის გადამუშავების საკითხებს. ქართველი კოლეგები იმუშავებენ ფსიქოანალიტიკური ფსიქოსომატიკის, ისევე როგორც ბავშვთა ფსიქოანალიზის საკითხებზე.
ასოციაციის წლიური საწევრო გადასახადი შეადგენს 130 ლარს, ხოლო წლიური გადასახადი ასოცირებული წევრობისათვის 120 ლარს. ასოციაციის აქტივობათა უმეტესობა, გარდა ზოგიერთი, პირობითად დახურული აქტივობებისა, საჯაროა, უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე არაკომერციული პროფესიული გაერთიანებაა და გარდა დაწესებული საწევრო გადასახადისა ასოციაციისთვის შემოწირულობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მათი მხრიდან ვინც ასოციაციის სემინარებს რეგულარულად ესწრება მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არის ასოცირებული წევრი, ან წევრი.
ასოციაცია შემოწირულობებითა და საწევრო გადასახადებით მიღებულ თანხას ხარჯავს ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, ისევე როგორც უცხოეთიდან კოლეგების მოსაწვევად და მათი გამასპინძლებისათვის. ასოციაციის მცირე ბიუჯეტი აგრეთვე იხარჯება ლიტერატურის შეძენაზე, რომელიც ასოციაციის ბიბლიოთეკის საკუთრებაა.
საწევრო გადასახადი უნდა ჩაირიცხოს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE03TB7273936070100001. დანიშნულებაში მიუთითეთ "საწევრო გადასახადი", სახელი და გვარი.
ასოცირებულ წევრობას განაპირობებს კანდიდატის სურვილი და გასაუბრება, სადაც ის ადასტურებს საკუთარ სურვილს ასოცირებასთნ დაკავშირებით, ისევე როგორც ასოცირებული წევრობის მოთხოვნის საფუძველს.
(იხ. ბმული წევრობის შესახებ:
https://www.espacegeorgien.com/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90)
2022 - 2023 წლის პროგრამა
შენიშვნა: ქვემოთ მოცემული თარიღები შეიძლება შეიცვალოს, ან დაზუსტდეს ოქტომბრის თვის ბოლომდე, თუმცა უცვლელად დარჩება მომხსენებლები და სასემინარო თემები.
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ჯგუფის სუპერვიზია
Supervision de Groupe d’EGPP-Catherine Vanier
სუპერვიზიის ჯგუფის ხელმძღვანელი: კატრინ ვანიე
სუპერვიზია გაიმართება თვეში ერთხელ, თვის მესამე ან მეოთხე სამშაბათს 21:00 საათზე თბილისის დროით (იხ.ჯგუფის სუპერვიზია: https://www.espacegeorgien.com/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90).
სუპერვიზიის პირველი ჯგუფი გამონაკლისის სახით დაგეგმილია ორშაბათს, 3 ოქტომბერს 21:00 საათზე.
სამკითხველო ჯგუფები
Groupes de lectures
ასოციაცია მწვანე სახლისა და ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის სამკითხველო ჯგუფი (მაია კერვალიშვილი):
Groupe de lecture commun de l’association « Maison Verte » et d’Espace Géorgien « Les auteure fondamentaux de la psychanalyse d’enfant-Anna Freud, Mélanie Klein » (Maia Kervalichvili)
Le groupe se réunit une fois par mois, le 3 mercredi du mois
A. „ბავშვთა ფსიქოანალიზის ძირითადი ავტორები“
სამკითხევლო ჯგუფი შეიკრიბება თვეში ერთხელ, სამშაბათს 20 საათზე და 2022-2023 წელს განიხილავს ანა ფროიდისა და მელანი კლაინის ძირითად შრომებს. ბავშვთა ფსიქოანალიზის სამკითხველო ჯგუფმა ფუნაციონირება დაიწყო 2022 წლის 20 სექტემბერს და იფინქციონირებს მომავალი 3 სასწავლო წლის განმავლობაში.
სამკითხველო ჯგუფს გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკურის სივრცის წევრი მაია კერვალიშვილი
დეტალური ინფორმაცია სამკითხველო ჯგუფის შესახებ იხილეთ აქ: https://www.espacegeorgien.com/group/bavshvta-psikoanalizis-samkitkhvelo-jgupi/about
B. სამკითხველო ჯგუფი „ვინიკოტი“ (თემურ ქეშელაშვილი)
Groupe de lecture « Viniccotte » (Témour Kéchelachvili)
Le groupe se réunit une fois par mois, le 4 samedi du mois
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში შეიქნა სამკითხველო ჯგუფი.
სამკითხველო ჯგუფი შეიკრიბება თვეში ერთხელ (ძირითადად ონლაინ), ყოველი თვის მესამე შაბათს, თბილისის დროით 19:00 სთ;
ჯგუფი ძირითადად იმუშავებს ქართულ და ინგლისურ ენებზე (მონაწილეებს ცხადია ასევე შეუძლიათ გაეცნონ ლიტერატურას მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ენაზე);
ჯგუფი ძირითადად იმუშავებს დონალდ ვინიკოტის შრომებზე, მაგრამ ასევე გავეცნობა თანამედროვე ანალიტიკოსების შეხედულებებს ვინიკოტის კონცეპტუალურ სისტემაზე ფსიქოანალიზში.
სამკითხველო ჯგუფს გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკურის სივრცის წევრი თემურ ქეშელაშვილი
დეტალური ინფორმაცია სამკითხველო ჯგუფის შესახებ იხილეთ აქ:
https://www.espacegeorgien.com/group/samkitkhvelo-jgupi-vinikoti/about
„ფსიქოანალიზი და სინემა - მოდერნულობის კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიის გააზრებისათვის დღეს (სოსო დოლიძე)
Le groupe de travail « Psychanalyse et cinéma-pour comprendre la clinique et psychopathologie de la modernité » (Sosso Dolidze)
Le groupe se réunit une fois dans deux mois
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში დაარსდა ჯგუფი, რომელის მიზანიც არის ერთის მხრივ, ე.წ. მოდერნულობის კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიის გააზრება თანამედროვე კინოს დახმარებით და მეორეს მხრივ, არსებულ ფსიქოანალიტიკურ თეორიებზე, აგრეთვე კოლეგების კლინიკური გამოცდილებაზე დაყრდნობით ნაჩვენები ფილმების ანალიზი, დისკუსიის გამართვა, რომელიც იქნება შთაგონებული როგორც თეორიული და კლინიკური პრაქტიკით, ასევე კინოხელოვნების თანამედროვე შედევრებით.
ჯგუფი შეიკრიბება 3 თვეში ერთხელ: 19 დეკემბერს, 20 მარტს და 19 ივნისს 20:00 საათზე
19 დეკემბერს გაიმართება ლარს ფონ ტრიერის ფილმის „მელანქოლია“ ჩვენება და განხილვა.
ჯგუფს „ფსიქოანალიზი და სინემა“ გაუძღვება ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი სოსო დოლიძე.
საერთაშორიო კონფერენცია
Colloque Universitaire « La crise d’adolescence dans le contexte de crise socio-politique et culturel en Géorgie » (Espace Géorgien, Espace Analytique, Espace bulgare, Université d’Etat de Tbilissi TSU). 28 octobre-04 novembre 2022
2022 წლის 29-30 ოქტომბერს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე, ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი) და ასოციაცია ბულგარეთის ფსიქოანალიტიკური სივრცე (სოფია) თბილისში გამართვენ ერთობლივ კონფერენციას თემაზე:
„მოზარდობის კრიზისი სოციალური და კულტურიული კრიზისის კონტექსტში“
ასოციაციათა შორის კონფერენციას უმასპინძლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ).
კონფერენციას ფინანსურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
ანოტაცია:
მოზარდობა წარმოადგენს კრიზისს, რომელიც როგორც ფსიქოაფექტურ და სხეულებრივ, ასევე სუბიექტის სოციო-კულტურულ ტრანსფორმაციასა და დაფუძნების ურთულეს პროცესს გულისხმობს. მოზარდობის კრიზისი გარდა ღრმად სუბიექტური ფსიქიკური სტრუქტურაციისა დაკავშირებულია საზოგადეობაში არსებულ კრიზისთან და საზოგადეობის სტრუქტურაციის რთულ პროცესთნ, რომელსაც დღეს საქართველოში ვაკვირდებით. ჩვენი მოსაზრების თანახმად, მოზარდობის კრიზისი საქართველოში სოციო-კულტურული და პოლიტიკური კრიზისით არის დუბლირებული, რაც მოზარდობას, როგორც ასაკს და როგორც ფსიქიკურ პროცესს, სოციალურ სიმპტომადაც აქცევს. სწორედ აღწერილ კონტექსტში იქნება განხილული მოზარდობა კონფერენციაზე.
29 ოქტომბერი-4 ნოემბერი. დაგეგმილი აქტივობები:
29-30 ოქტომბერი: საუნივერსიტეტო კონფერენცია მოზარდობაზე (კონფერენციის დრო და აუდიტორია დაზუსტდება 15 ოქტომბრისათვის)
31 ოქტომბერი: სემინარი ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში
1-2 ნოემბერი: სუპერვიზიის ჯგუფები ასოციაცია მწვანე სახლის ფარგლებში
მომხსენებლები:
კატრინ სალადენი (ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოლოგი)
ოლივიე დუვილი (ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი)
დიდიე ლოღუ (ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი, პედოფსიქიატრი)
კრისტიან ჰოფმანი (ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი)
ვენცისლავ ვატოვი (ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი)
ირინა ზარკოვა (ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოლოგი)
შენიშვნა: ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ, ისევე როგორც კონფერენციის დრო და აუდიტორია დაზუსტდება 15 ოქტომბრისათვის
Colloque de l’Association Espace Géorgien pour la psychanalyse
Titre : La crise d’adolescence dans le contexte de crise socio-politique et culturel en Géorgie
Organisateur : Espace Géorgien pour la psychanalyse et Espace Analytique - Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (France).
Institution Accueillante : Université d’Etat de Tbilissi d’Ivané Djavakhishvili
Le Colloque est organisé dans le contexte des relations franco-géorgien avec la participation et soutien de l’Université d’Ivané Djavakhishvili. Depuis 2010 association Espace Géorgien pour la psychanalyse organise les conférences universitaires, des séminaires associatifs et autres activités de formation qui s’inscrivent dans une tradition datant de 1999 (Année de première conférence franco-géorgien à Tbilissi organisé par Espace Analytique de Paris et du centre d’Alexandre Dumas de Tbilissi). Ces échanges sont couronnés par une fondation de la Maison Verte de Tbilissi (2006), institution qui accueillie les enfants et leurs familles en consultation et en psychothérapie et par une fondation d’Espace Géorgien pour la psychanalyse (2011).
Pendant le séjour de nos collègues français à Tbilissi nous organiserons :
-Une conférence Universitaire (29-30 Octobre)
-des séminaires au sein de l’Association destinés aux membres ainsi qu’aux étudiants et collègues représentants des différentes institutions de sente mentale.
-des séances de supervision clinique pour l’équipe de la Maison Verte
-rencontres avec les représentants de l’Université d’Ivané Djavakhichvili afin de renforcé les liens entre le programme de master en psychopathologie psychanalytique (qui accueillera les étudiant en septembre de 2023) et l’Université de Paris-Cité (Paris VII) UFR Etude Psychanalytique.
Organisateurs et intervenant :
Catherine Saladin
Olivier Douville
Christian Hoffmann
Didier Lauru
Irina Zarkova
Véncislav Vatov
Voir ci-dessus information sur Espace Géorgien pour la psychanalyse :
Espace Géorgien pour la psychanalyse (espace-analytique.org)
https://www.espacegeorgien.com/statuts
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის სემინარები
2022-2023 წ
Les Séminaire de l’Espace Géorgien pour la psychanalyse
ალექსეი ტოლჩინსკის სემინარი (აშშ)
„ნეიროფსიქოანალიზის შესავალი“
25 სექტემბერი, 15:00 საათი
Alexey Tolchinski
« La Neuropsychanalyse »
დომინიკ ტურეს-ლანდმანის სემინარი (საფრაგეთი)
„მოზარდობა, როგორც ფსიქიკური პროცესი, ნირმალურისა და პათოლოგიურის ვარიაციები“
22 ოქტომბერი, 20:00 საათი
Dominique Tourress Landman
« Processus de l’adolescence, variations de la normale et pathologies »
ოლივიე დუვილის სემინარები (საფრანგეთი)
ოლივიე დუვილი 18 ნოემბრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თვის მესამე ან მეოთხე პარასკევს 20:00 საათზე წაიკითხავს რეგულარულ სემინარს (სასემინარო კურსს) თემაზე:
„მელანქოლიური პოზიცია-დეპრესიული მდგომარეობები“
Olivier Douville
Le cycle de séminaire d’Olivier Douille (Novembre-Juin) sera consacré à la question de « position mélancolique-Etat dépressive »
ნანუკა მაისაშვილის სემინარი
„კონტრ ტრანსფერი“
3 დეკემბერი, 21 საათი
Nanouka Maisachvili
« Le contre-Transfert »
მარია ოტერო როსის სემინარი (არგენტინა, საფრანგეთი)
„ოიდიპოსის კომპლექსი და კასტრაცია“
9 დეკემბერი, 21:00 საათი
Maria Otero Rossie
Le complexe d’œdipe et la castration
ოლივიე დუვილის სემინარები (საფრანგეთი)
„მელანქოლიური პოზიცია-დეპრესიული მდგომარეობები“
13 იანვარი, 21:00 საათი
Olivier Douville
Le cycle de séminaire d’Olivier Douille (Novembre-Juin) sera consacré à la question de « position mélancolique-Etat dépressive »
კატრინ სალადენის სემინარი (საფრანგეთი)
„ანა ფროიდი/მელანი კლაინი და დაპირისპირება“
29 იანვარი, 21:00 საათი
Catherine Saladin
« Anna Freud »
მიმოზა დიმიტროვა (ბულგარეთი)
„განსხვავება მოთხოვნასა და სურვილს შორი. ნევროზი და ტრანსფერი“
10 თებერვალი, 21:00 საათი
Mimoza Dimitrova
“Le glissement entre demande et désir. Le névrosé et le transfert
კრისტიან ჰოფმანის სემინარი (საფრანგეთი)
„მოზარდობის კლინიკა და სუბიექტივაციის კრიზისი დღეს-ზოგიერთი ეპიზოდი მოზარდთა ფსიქოანალიზიდან“
თებერვალი, შაბათი (თარიღი დაზუსტდება იანვრის თვეში)
Christian Hoffmann
« processus de subjectivation chez les adolescent »
ელენე ბარამიძის სემინარი (საქართველო)
"ობიექტის ცნება ფსიქოანალიზში"
16 თებერვალი, 20:00 საათი
„განმეორება (Larépétision)“
27 აპრილი, 20:00 საათი
Hélèné Baramidze
« Objet en psychanalyse »
« La répétition »
ალენ ვანიეს სემინარი
„ობსესიური ნევროზი“
18 თებერვალი, შაბათი (დრო დაზუსტდება თებერვლის პირველ კვირას)
Alain Vanier
« La névrose obsessionnelle »
ალინ ჰუსეინის სემინარი (ლიბანი/ბეირუთი)
„ლიბანის ომების ფსიქიკური მემკვიდრეობა“
2 მარტი, 21:00 საათი
Aline Husseini
« L’héritage psychique des Guerres au Liban … »
ოლივიე დუვილის სემინარები (საფრანგეთი)
„მელანქოლიური პოზიცია-დეპრესიული მდგომარეობები“
10 მარტი, 21:00 საათი
Olivier Douville
Le cycle de séminaire d’Olivier Douille (Novembre-Juin) sera consacré à la question de « position mélancolique-Etat dépressive »
გიორგი ჭანტურიას სემინარი
„ფსიქოსომატიკა-ფრანგული სკოლა“
29 მარტი, 20:00 საათი
Guiorgui Chantouria
« La psychosomatique-Ecole Française »
მაია მინაშვილის სემინარი
„ფსიქოანალიზი და ადიქციის კლინიკა“
20 აპრილი, 20 საათი
Maia Minashvili
« la clinique des addictions et la psychanalyse »
ირინა ზარკოვას სემინარი
«კანის კრიზისი და განრისხებული ახალგაზრდები »
18 მაისი, 20 საათი
Irina Zarkova
Crise de peau et des jeunes en colère ( jeune femme soufrante d’une dermatite atypique chronique)
თემურ ქეშელაშვილის სემინარი
„ვილფრედ ბიონი და ნეობიონიანელები“
30 მაისი, 20 საათი
Témour Kéchelachvili
« Bion et son œuvre »
- Multiple Datesშაბ, 10 ივნZOOMსამკითხველო ჯგუფის შეკრება. წასაკითხი ტექსტი: „Transitional Objects and Transitional Phenomena" მომხსენებელი: თემო ქეშელაშვილი. La réunion du groupe de lecture.
- Multiple Datesორშ, 19 ივნT'bilisiმოდერნულობის კლინიკისა და ფსიქოპათოლოგიის გააზრებისათვის დღეს მოდერატორი: სოსო დოლიძე
- Multiple Datesორშ, 26 ივნZoom