top of page

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲔᲑᲘ

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის აქტივობები და აქტივობების აღწერა

socratesmosaic1.jpg

ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲡᲣᲞᲔᲠᲕᲘᲖᲘᲐ

კლინიკური სუპერვიზია წარმოადგენს ნორმალური კლინიკური მუშაობის, ტრანსფერის კონტროლისა და აგრეთვე ეთიკური ასპექტების დაცვის აუცილებელ პირობას, პროცედურას, რომელიც პრაქტიკოსს შესაძლებლობას აძლევს გადაამუშაოს კლინიკური გამოცდილება, თავიდან აიცილოს დეზორიენტაცია და დაბნეულობა ფსიქიკური ცხოვრების სფეროში რთული მოგზაურობის დროს და შესძლოს საკუთრი გამოცდილების, ასევე სირთულეების შესახებ საუბარი სუპერვიზორთან ჯგუფში, რაც ხელს უწყობს ამ გამოცდილების ცირკულაციას, გაცვლას და ისტორიზაციას, აგრეთვე ფსიქიკურ გადამუშავებას, რადგან ფსიქოთერაპია გულისხმობს რთული ფსიქიკური სამუშაოს აღსრულებას, როგორც პაციენტის, ასევე ფსიქოთერაპევტისა და ანალიტიკოსის მხრიდან.

30885520882_edited_edited.jpg

ᲡᲐᲛᲙᲘᲗᲮᲕᲔᲚᲝ ᲯᲒᲣᲤᲘ

2011 წელს ჯგუფის დაფუძნებისა და მისი ფუნქციონირების ერთ–ერთი მიზანი იყო ფუნდამენტური ფსიქოანალიტიკური შრომების კითხვა და მათი განხილვა ჯგუფში. კლასიკური ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტების გააზრება კოლეგებთან ერთად და ანალიტიკური ტექსტების პრეზენტაცია ჯგუფის წევრების მიერ.


სამკითხველო ჯგუფში 15-25 ადამიანი მონაწილეობს და ის ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის (ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი, რომ მონაწილე იყოს პროფესიით, ე.ი. საუნივერსიტეტო განათლებით ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი), რომელიც ასოციაციის საწევრო გადასახადს იხდის, როგორც ასოცირებული წევრი.

1467309_495174733933344_1330973578_n.jpg

ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓ ᲙᲝᲜᲪᲔᲞᲢᲔᲑᲖᲔ ᲛᲣᲨᲝᲑᲐ

ჯგუფური მუშაობისა და შეხვედრების ერთ–ერთი მიზანია ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის ძირითად კონცეპტებზე მუშაობა. ჯგუფი შეთანხმების საფუძველზე ირჩევს ერთ რომელიმე საკითხს ფსიქოპათოლოგიიდან, რის შემდეგაც ის არჩეულ კლინიკურ საკითხზე მუშაობს დამოუკიდებლად და არ იზღუდება ლიტერატურით. ჯგუფის თითოეული მონაწილე ეძებს შესაბამის ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურას არჩეული თემის შესახებ ფროიდთან და სხვა ავტორებთან. ერთმა წევრმა შესაძლოა ისაუბროს კლასიკური ფსიქიატრიის პოზიციაზე, მეორემ მოკლედ განიხილოს თანამედროვე ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა ან სტატია არჩეულ კონცეპტზე ფსიქოპათოლოგიიდან, მესამემ გააცნოს ჯგუფის სხვა წევრებს ფროიდის კლასიკური შეხედულება და ა.შ. თითოეულ მონაწილეს, რომელიც მოამზადებს მოხსენებას შერჩეულ თემასთან დაკავშირებით მიეცემა 10–15 წუთი მისი წარდგენისათვის. დრო დამოკიდებულია მომხსენებლების რაოდენობაზე. ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ისაუბრონ არა მხოლოდ ტექსტებზე, რომლებიც კონკრეტულ ფსიქოპათოლოგიურ კონცეპტს ეძღვნება, არამედ გაუზიარონ სხვებს საკუთარი მოსაზრება და კლინიკური გამოცდილება აღნიშნულ საკითხზე.

prochnik-600.jpg

ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ  ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე 2011 წლიდან დღემდე ათეულობით სემინარის ორგანიზატორია. სემინარები ასოციაციის შიდა ჯგუფში წარმოებდა ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ კონცერტებზე ან ტექსტებზე. ამ წლების განმავლობაში ასოციაციის ფარგლებში 100-ზე მეტი სემინარი გაიმართა, რასაც ემატება უნივერსიტეტის ფარგლებში ორგანიზებული კონფერენციები და ლექციები (ალევ ვანიე, ოლივიე დუვილი, კატრინ სალადენი, ურიელ როზენბლუმი, კატრინ ვანიე და სხვები).

1459109_495200903930727_1181844829_n_edited.jpg

ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲔᲑᲨᲘ

ასოციაციის ორგანიზებითა და ძალისხმევით არა ერთი სემინარი თუ კონფერენცია განხორციელდა უნივერსიტეტის ფარგლებში. ილიაუნის ბიბლიოთეკა „ლიგამუსში“ შეიქმნა კლუბი „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“, რომლის ფარგლებში ბევრმა კოლეგამ უნივერსიტეტიდან და სხვა ინსტიტუციებიდან წაიკითხეს საჯარო ლექცია-სემინარები.

Lacan6.jpg

ᲡᲐᲯᲐᲠᲝ (ᲤᲐᲡᲘᲐᲜᲘ, ᲡᲐᲡᲔᲠᲗᲘᲤᲘᲙᲐᲢᲝ) ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო სემინარები წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური ფორმაციის, როგორც ხანგრძლივი პროცესის შემადგენელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, თუმცა ფსიქოანალიტიკური სემინარები არასდროს არის სასერთიფიკატო და არ გულისხმობს მკაცრად გაწერილ პროგრამას.

ასოციაციის ე.წ. ფასიანი სემინარები მოიცავს ერთ სემესტრიან კურსს, რომელსაც გაუძღვებიან ასოციაციის ქართველი და უცხოელი კოლეგები. ერთ სემესტრიანი, ფასიანი სასემინარო კურსის პროგრამა და შინაარსი კონცენტრირებულია ერთი რომელიმე საკითხის ირგვლივ ფსიქოპათოლოგიიდან და კლინიკური ფსიქოლოგიიდან, რომელიც ფსიქოანალიზისა და დინამიკური ფსიქიატრიის კუთხით, მეტ-ნაკლებად ამომწურავად არის განხილული ერთი სემესტრის განმავლობაში, რაც გულისხმობს, როგორც თეორიულ მასალასა და ტექსტებზე მუშაობას, ასევე ამ მასალის კლინიკური მაგალითებით გამყარებას, რაც კურსის მონაწილეს საფუძვლიან, ღრმა ცოდნას უნდა აძლევდეს კონკრეტული კონცეპტის, ან ნოზოლოგიური ერთეულის შესახებ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ერთ სემესტრიანი ფასიანი სასემინარო კურსი ასოციაციის სხვა აქტივობებისაგან განსხვავებით შეიცავს: 1.კონკრეტულ პროგრამას, რომლის მიზანიც არის მეტ-ნაკლებად ამოწუროს კლინიკური თუ თეორიული კონცეპტი, როგორც სასემინარო საკითხი 2. გარდა ამისა, სემინარზე მასალის წარდგენა, მისი განხილვა და დემონსტრაცია უფრო მეტად სწავლების აკადემიურ-საუნივერსიტეტო მეთოდს ეფუძნება და მიზნად ისახავს არა უბრალოდ რეფლექსიას სასემინარო თემის ირგვლივ, არამედ სტრუქტურირებული და კარგად ორგანიზებული ცოდნის გადაცემას, რომელმაც სასემინარო საკითხში მონაწილის კომპეტენცია უნდა უზრუნველყოს.  

1376643_10151647487737499_1078940048_n.jpg

ᲤᲡᲘᲥᲝᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲘᲡ, ᲡᲢᲐᲢᲘᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲝᲮᲡᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲠᲒᲛᲜᲐ

ფსიქოანალიტიკური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ერთ-ერთ მიზანსა და აქტივობას წარმოადგენს. 2017 წელს ასოციაციამ თარგმნა ალენ ვანიეს „ფსიქოანალიზის შესავალი“, რომელმაც ანალიტიკური ლიტერატურის ქართულად თარგმნას ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ინსტიტუციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია მწვანე სახლის დამფუძნებლებმა და ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრებმა 2011 წელს თარგმნეს ოლგა შავერნესა და ბელასენის ნაშრომი აუტისტი ბავშვი-სახელმძღვანელო მშობლებისათვის, რომელიც მრავალჯერ გამოიცა.

მოხსენებებისა და ასოციაციის ფარგლებში ან მისი ორგანიზებით საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელებული სემინარების თარგმნას ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრები დიდი ხანია ახორციელებენ (იხ. თარგმნილი ტექსტები).

განხორციელებული სემინარები, რომლებსაც უცხოელი კოლეგები უძღვებიან აგრეთვე ითარგმნება სინქრონულად. კეთდება თარგმანის ტრანსკრიფცია და განვლილი სემინარი ტექსტის სახით ხდება ხელმისაწვდომი პუბლიკისათვის.

ასოციაცია 2021-2022 წელებში მიზნად ისახავს თარგმნოს სახელმძღვანელო ფსიქოანალიზში, რომელიც ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლის ძირითად თეორიულ აქცენტებსაც უნდა გამოხატავდეს.

თარგმნის პროცესშია ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მწვანე სახლის სუპერვიზორის კატრინ სალადენის წიგნი.

fsiqoanalizis_shesavali.png

მთარგმნელი

გიგა მამინაშვილი

202 გვერდი

eadfa75f-d6c2-46a1-b7f0-933aff553041.jpg

მთარგმნელი

ასოციაციის წევრები

411 გვერდი

bottom of page