top of page
Painting on Canvas

ვიდეო სემინარები

ოჯახი და მისი თანამედროვე მუტაციები
01:55:03
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

ოჯახი და მისი თანამედროვე მუტაციები

ამოს სკვირერი | Amos Squverer « ​La famille et ses mutations contemporaines » სემინარს გაუძღვება, საფრანგეთში მოღვაწე ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის დოქტორი ამოს სკვერერი. იგი გახლავთ Hospitalier Sainte-Anne-ის ცენტრის კლინიკური ფსიქოლოგი. Centre de Recherche Psychanalyse, Médecine et Société (CRPMS)- ის (კვლევითი ცენტრი ფსიქოანალიზი, მედიცინა და საზოგადოება) ასოცირებული მკვლევარი. იგი კითხულობს ლექციებს Sorbonne Paris Nord-ის უნივერსიტეტში. მისი კლვევის საკითხია სუბიექტისა და თანამედროვე სოციალური კავშირის ფსიქოანალიტიკური კლინიკის არტიკულაცია. იგი არაერთი წიგნისა თუ სტატიის ავტორია, სემინარი ტარდება ფრანგულ ასოციაცია Espace analytique -ის მხარდაჭერით.
ფსიქოანალიტიკური ფორმაცია და ფსიქოანალიზის სწავლების საკითხი
02:03:33
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

ფსიქოანალიტიკური ფორმაცია და ფსიქოანალიზის სწავლების საკითხი

კრისტიან ჰოფმანი | Christian Hoffmann « ​La formation psychanalytique » სემინარს გაუძღვება ცნობილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პროფესორი კრისტიან ჰოფმანი. კრისტიან ჰოფმანი მრავალი წელის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დიდროს უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლას „კვლევები ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიაში“. ის იყო ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიური საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი. ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას Centre de Recherche Psychanalyse, Médecine et Société (CRPMS) (კვლევითი ცენტრი ფსიქოანალიზი, მედიცინა და საზოგადოება). კრისტიან ჰოფმანი არის აგრეთვე პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის (Espace Analytique) წევრი. არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი სემინარი ტარდება ფრანგულ ასოციაცია Espace analytique -ის მხარდაჭერით.
ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხი და არაცნობიერის ფორმაცია ლაკანის მიხედვით
02:15:41
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხი და არაცნობიერის ფორმაცია ლაკანის მიხედვით

კრისტიან ჰოფმანი | Christian Hoffmann « ​La formation du psychanalyste et la formation de l’inconscient chez Lacan » სემინარს გაუძღვება ცნობილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პროფესორი კრისტიან ჰოფმანი. კრისტიან ჰოფმანი მრავალი წელის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დიდროს უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლას „კვლევები ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიაში“. ის იყო ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიური საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი. ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას Centre de Recherche Psychanalyse, Médecine et Société (CRPMS) (კვლევითი ცენტრი ფსიქოანალიზი, მედიცინა და საზოგადოება). კრისტიან ჰოფმანი არის აგრეთვე პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის (Espace Analytique) წევრი. არაერთი წიგნისა და სტატიის ავტორი სემინარი ტარდება ფრანგულ ასოციაცია Espace analytique -ის მხარდაჭერით.
ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხისათვის
02:08:45
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხისათვის

მომხსენებელი: ალენ ვანიე / Alain Vanier “La question de la formation psychanalytique” სემინარს გაუძღვება ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ბატონი ალენ ვანიე, რომელიც არის ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი, დენი დიდრის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ლაბორატორიების – „ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის კვლევითი ცენტრი“ და „ფსიქოანალიზი, მედიცინა და საზოგადოება“ – ხელმძღვანელი; პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი (Espace Analytique); 200-ზე მეტი სტატიისა და მრავალი წიგნის ავტორი. ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ალენ ვანიეს წიგნი "ფსიქოანალიზის შესავალი". სემინარი ტარდება ფრანგულ ასოციაცია Espace analytique -ის მხარდაჭერით. დასწრება თავისუფალია. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
რეგულარული სემინარები „ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ძირითადი პრინციპები
01:25:59
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

რეგულარული სემინარები „ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ძირითადი პრინციპები

მომხსენებელი: ოლივიე დუვილი / Olivier Douville „les principes de la technique psychanalytiques (séminaires réguliers)“ სემინარი ტარდება ფრანგული ასოციაცია Espace analytique -ის მხარდაჭერით. ბატონი ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, ასწავლის ფსიქოანალიზსა და ფსიქოპათოლოგიას Paris Nanterre-ისა და Université de Paris-ს უნივერსიტეტებში, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ფრანგული საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი. 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი. სემინარზე დასწრება თავისუფალია. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
კონფერენცია „დიაგნოსტიკის საკითხი ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“
02:56:05
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

კონფერენცია „დიაგნოსტიკის საკითხი ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“

ორგანიზატორები: ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი) „დიაგნოსტიკის საკითხს ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“ სიმპტომი ჟაკ ლაკანისათვის წარმოადგენს არაცნობიერის ფორმაციას, რომელიც სუბიექტისათვის გამოხატავს რაღაცას, რაც ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტია მასში. ფსიქოანალიზი, ემიჯნება რა წმინდად სამედიცინო დისკურსს ფსიქიკური აშლილობების შესახებ, სიმპტომს ანალიზს უქვემდებარებს და მათ მხოლოდ აღწერილობითი მიზნებით არ აჯგუფებს. რას ნიშნავს დიაგნოზი და დიაგნოსტიკა ფსიქოანალიზში და თანამედროვე ფსიქიატრიაში დღეს? ითვალისწინებს თუ არა ის სუბიექტისა და მისი ფსიქიკური ცხოვრების თავისებურებებს თუ ცდილობს უპასუხოს მოთხოვნას, რომელიც ხშირად არა პაციენტის, არამედ თანამედროვე სოციო-ეკონომიკური რეალობის მიერ არის ფორმირებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულს, როგორც ადმინისტრაციული და სამენეჯმენტო მნიშვნელობის აქტის აღსრულებას ავალდებულებს? სესია 3: ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის გამოყენება მოზარდებთან დომინიკ ტურეს ლანდმანი (ფსიქიატრი/ფსიქოანალიტიკოსი) Dominique Tourress Landman - L’intérêt du psychodrame a l’adolescence სესია 4: ფსიქიკური ორგანიზაციისა და ფსიქიკური სტრუქტურის ცნებები ფსიქოპათოლოგიაში ოლივიე დუვილი (ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი) Olivier Douville - Organisation et structure en psychopathologie
კონფერენცია „დიაგნოსტიკის საკითხი ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“
02:53:07
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე

კონფერენცია „დიაგნოსტიკის საკითხი ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“

„დიაგნოსტიკის საკითხს ფსიქოანალიზსა და თანამედროვე ფსიქიატრიაში“ სესია 1: ფსიქიატრიული დიაგნოზი - შეიძლება ის მივიჩნიოთ ეთიკურად თუ არა? მომხსენებელი: პატრიკ ლანდმანი ((ფსიქიატრი/ფსიქოანალიტიკოსი) Patrick Landman – Peut on concevoir un diagnostic psychiatrique éthique ? სესია 2: დიაგნოსტიკისა და დიაგნოზის გავლენა ბავშვთა ფსიქოანალიზში. როგორ ახდენს გავლენას დიაგნოზი ტრანსფერზე ბავშვებთან კატრინ სალადენი (ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოლოგი) Catherine Saladin - Comment travailler avec les parents. l’effet du diagnostic sur les parents et l'enfant სიმპტომი ჟაკ ლაკანისათვის წარმოადგენს არაცნობიერის ფორმაციას, რომელიც სუბიექტისათვის გამოხატავს რაღაცას, რაც ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტია მასში. ფსიქოანალიზი, ემიჯნება რა წმინდად სამედიცინო დისკურსს ფსიქიკური აშლილობების შესახებ, სიმპტომს ანალიზს უქვემდებარებს და მათ მხოლოდ აღწერილობითი მიზნებით არ აჯგუფებს. რას ნიშნავს დიაგნოზი და დიაგნოსტიკა ფსიქოანალიზში და თანამედროვე ფსიქიატრიაში დღეს? ითვალისწინებს თუ არა ის სუბიექტისა და მისი ფსიქიკური ცხოვრების თავისებურებებს თუ ცდილობს უპასუხოს მოთხოვნას, რომელიც ხშირად არა პაციენტის, არამედ თანამედროვე სოციო-ეკონომიკური რეალობის მიერ არის ფორმირებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულს, როგორც ადმინისტრაციული და სამენეჯმენტო მნიშვნელობის აქტის აღსრულებას ავალდებულებს? ორგანიზატორები: ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე ასოციაცია Espace Analytique - formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი) მასპინძელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
bottom of page