White Brush Strokes

ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ  ᲡᲔᲛᲘᲜᲐᲠᲔᲑᲘ

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე 2011 წლიდან დღემდე ათეულობით სემინარის ორგანიზატორია. სემინარები ასოციაციის შიდა ჯგუფში წარმოებდა ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ კონცერტებზე ან ტექსტებზე. ამ წლების განმავლობაში ასოციაციის ფარგლებში 100-ზე მეტი სემინარი გაიმართა, რასაც ემატება უნივერსიტეტის ფარგლებში ორგანიზებული კონფერენციები და ლექციები (ალევ ვანიე, ოლივიე დუვილი, კატრინ სალადენი, ურიელ როზენბლუმი, კატრინ ვანიე და სხვები).

ასოციაციის რეგულარულ შიდა სემინარებს უძღვებოდნენ ასოციაციის დამფუძნებელი ქართველი კოლეგები, ხოლო საჯარო სემინარებს კოლეგები საფრანგეთიდან. დღეს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ პარიზში განთავსებულ ასოციაცია Espace Analitique-თან, არამედ ამ ასოციაციის საერთაშორისო კოლეჯის (იხ. ინფორმაცია Espace Analitique-ის საერთაშორისო კოლეჯის შესახებ) წევრ ასოციაციებთან ბულგარეთში, ბელგიაში, ლიბანში და ა.შ. Espace Analitique-ის წევრმა ანალიტიკოსებმა, ისევე როგორც სხვა ლაკანიანურმა და არა მხოლოდ ლაკანიანურმა (მაგ. პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა), გამოთქვეს სურვილი და მზაობა განახორციელონ დისტანციური სემინარები ქართული ჯგუფისათვის ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ კონცეპტებზე, რაც ჩვენი კოლეგებისათვის, წევრებისა და ასოცირებული წევრებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის ფასდაუდებელი შესაძლებლობაა გაიღრმავონ თეორიული და კლინიკური ცოდნა თანამედროვე ფსიქოანალიზში, ან დააფუძნოთ საკუთარი კვლევითი და კლინიკური საქმიანობა ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებას ფსიქიკური ცხოვრების შესახებ.

  • საერთაშორისო სემინარები ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში ჩატარდება თვეში 2-ჯერ, რომელსაც გაუძღვებიან უცხოელი და ქართველი კოლეგები.


  • უცხოელი კოლეგების სემინარები ითარგმნება ქართულ ენაზე


  • სემინარზე დასწრება და მონაწილეობა შეეძლება ყველას, ვინც არის ასოციაციის წევრი, ან ასოცირებული წევრი და იხდის წლიურ საწევრო გადასახადს (120 ლარი ასოცირებული წევრებისათვის, 130 ლარი წევრებისათვის. იხ. ინფორმაცია ასოცირებული წევრობის შესახებ).


  • სემინარების განხორციელება არ ისახავს კომერციულ მიზნებს, თუმცა ასოციაციის ადმინისტრაციულმა საბჭომ შესაძლოა სემინარებზე, რომელიც Espace Analytique-ის საერთაშორისო კოლეჯის ფარგლებში გაიმართება, დააწესოს ნომინალური და ხელმისაწვდომი სიმბოლური გადასახადი.


  • სემინარებს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი კოლეგები (გიგა მამინაშვილი, ოლივიე დუვილი, ელენე ბარამიძე, კატრინ სალადენი, მარინა ტარასაშვილი, ნანუკა მაისაშვილი, კრისტიან ჰოფმანი, ალენ ვანიე, კატრინ ვანიე, პატრიკ ლანდმანი, დომინიკ ტურეს გობერი, დიდიე ლორუ, გიორგი ჭანტურია, მიმოზა დიმიტროვა, ვენცისლავ ვატოვი, დესისლავა გადევა, სოსო დოლიძე, ჟიზელ შაბუდეზი, ანაის დასო ტერ მესროპიანი და ყველა სხვა კვალიფიციური ფსიქოანალიტიკოსი, ან ფსიქოანალიტიკური ფორმაციის პროცესში მყოფი კოლეგა. თუმცა ფსიქოანალიტიკური ფორმაცია სემინარების წარმართვის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, რადგან ქართული ასოციაციის ფარგლებში სემინარების გამართვა შეეძლება ფსიქოანალიზთან, ფსიქოპათოლოგიასთან ახლოს მდგომი დისციპლინების წარმომადგენლებსაც (ანთროპოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოსოფია, ლიტერატურა, ფსიქიატრია, სოციოლოგია და ა.შ.))