top of page
Search

პრედისპოზიცია ობსესიური ნევროზისადმი (კონტრიბუცია ნევროზის შერჩევითობის პრობლემის განხილვაში)

1913 წლის ეს ნაშრომი ფროიდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური მეტაფსიქოლოგიის ჩამოყალიბების გზაზე, სადაც ავტორი ცდილობს უპასუხოს უფრო ღრმა კითხვას: რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე ფსიქიკური კონფლიქტი სხვადასხვა სუბიექტში სხვადასხვა ნევროზულ ფორმას იძენს? ანუ რატომ ხდება ერთი ადამიანი ისტერიული, ხოლო მეორე — ობსესიური? ამ შეკითხვას ფროიდი „ნევროზების შერჩევითობის პრობლემა“-ს უწოდებს და ტექსტის მიზანიც სწორედ ამ განსხვავების ახსნაა — ნევროზის სპეციფიკური ფორმის მიმართ პიროვნული პრედისპოზიციის გააზრება.


ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად იგი იწყებს განვითარების დინამიკის აღწერით: ფსიქიკური ფუნქციები(სექსუალური და მე-ს[1] ფუნქციები) გადიან ხანგრძლივ და კომპლექსურ ევოლუციას სანამ მიაღწევენ ზრდასრულ ორგანიზაციას, თუმცა ამ პროცესში შეიძლება ადგილი ჰქონდეს რომელიმე სტადიაზე ფიქსაციას, რაც თავის მხრივ იწვევს ინჰიბიციას, ასე რომ პრედისპოზიცია სხვა არაფერია თუ არა ინჰიბიცია განვითარების ევოლუციაში.


ფროიდი გამოყოფს შემდეგ ფსიქონევროზებს, რომლებსაც უკავშირებს ფსიქოსექსუალური განვითარების კონკრეტულ ეტაპებს:

·       ისტერია, რომელიც შეიმჩნევა უკვე ადრეულ ბავშვობაშივე.

·       ობსესიური ნევროზი, რომელიც იძლევა თავის პირველ სიმპტომებს 6-დან 8 წლამდე ასაკში.

·       პარანოია და ნაადრევი დემენცია[2], რომლებსაც იხსენიებს პარაფრენიის სახელით ვლინდებამხოლოდ პუბერტატის შემდეგ ან ზრდასრულ ასაკში.

ზუსტად პარაფრენიები აღმოჩნდა ფროიდისთვის პირველნი ნევროზთა არჩევითობაზე დასაკვირვებლად. ის ჩამოთვლის სამ საერთო თვისებას - მეგალომანია, ობიქტთა სამყაროსგან დაშორება და ტრანსფერის სირთულე, საიდანაც გამომდინარე ასკვნის, რომ ის ფიქსაცია, რომელიც  ამ ფსიქონევროზების პრედისპოზიციას განაპირობებს უნდა ვეძიოთ ლიბიდოს განვითარების იმ სტადიაზე, რომელიც წინ უსწრებსობიექტის არჩევას — ანუ აუტოეროტიზმისა და ნარცისიზმის ფაზაში. რაც შეეხება ისტერიას და ობსესიურ ნევროზს, მათი პრედისპოზიცია გულისხმობს ლიბიდოს განვითარების შედარებით უფრო გვიანდელ ფაზებს.


ფროიდი აქვე სვამს მთავარ შეკითხვას: რას გულისხმობს ის ინჰიბიცია განვითარებაში, რომელიცგანაპირობებს ისტერიასა თუ ობსესიურ ნევროზს, და რა განსხვავებაა მათ შორის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში იგი უარყოფს მანამდე არსებულ ჰიპოთეზას - ისტერიას განაპირობებს პასიური რეაქცია ბავშვობისდროინდელი ვნებებისა და მოვლენების მიმართ, ხოლო ობსესიურ ნევროზს - აქტიური. ამით იგი ნიადაგს ამზადებს ახალი თეორიისათვის, სადაც ნევროზებს შორის განსხვავება აიხსნება ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიებზე ფიქსაციით.


იმისათვის რომ მოახდინოს ახალი თეორიის გამყარება, ის მოიყვანს მაგალითს კლინიკური პრაქტიკიდან - შემთხვევა, სადაც ქალის ისტერია ტრანსფორმირდება ობსეიურ ნევროზად, რაც ერთი შეხედვით არ უნდახდებოდეს, რადგან თითოეული ნევროზი წარმოიშობა განვითარების განსხვავებულ ფიქსაციაზე. თუმცა ასეთი ცვლილება შესაძლებელი ხდება თუ დავუშვებთ, რომ სუბიექტს შესაძლოა ჰქონდეს ერთზე მეტი “სუსტი წერტილი” - ანუ ფიქსაცია შესაძლოა არსებობდეს რამოდენიმე დონეზე. ამ შემთხვევიდან ჩანს, რომ ნევროზის ტიპი არ არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელიფიქსაცია აქტიურდება კონკრეტულ პერიოდში.


რაც შეეხება ფსიქოსექსუალური განვითარების დონეებს, თუ ფროიდი აქამდე გამოყოფდა ორ სტადიას - ავტოეროტიზმს და შემდეგ გენიტალურს, ახლა ამატებს პრე-გენიტალურ ორგანიზაციას, სადაც დომინირებენ ეროტიკულ-ანალური და სადისტური პარციალური ლტოლვები:

ა) ობსესიური ნევროზში ხდება განვითარების შებრუნება და ლიბიდო რეგრესირდება ანალურ-სადისტურ დონეზე, სადაც სიმპტომატიკა სავსეა სიძულვილითა და ანალური ეროტიზმით. ეს ნათლად ჩანს მის მიერ მოყვანილ მაგალითში: პირველად სადისტურ ფანტაზმებს მოსდევს ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი, შემდეგ კი გენიტალური სტადია - ნორმალური ქორწინება და სქესობრივი ცხოვრება, სანამ პირველი დიდიიმედგაცრუება არ გამოიწვევდა ისტერიულ (ფობიურ) ნევროზს. ამ იმედგაცრუებით გამოწვეული გენიტალურიცხოვრების გაუფასურების შედეგად მოხდა რეგრესია ანალურ სტადიაზე და წარმოიშვა ობსესიური ნევროზი.[3]

ბ) პრე-გენიტალურ სტადიაზე ჯერ არ არსებობს მასკულინურ-ფემინური დაპირისპირება, თუმცა მის ადგილზე ვხვდებით დაპირისპირებას აქტიურობისა და პასიურობის სურვილებს შორის.

·  აქტიური ტალღა მომდინარეობს ბანალური ფლობის ინსტინქტიდან, რომელსაც სქესობრივ სფეროში სადიზმს ვუწოდებთ; ამ ინსტინქტს ნორმალურად და სრულად განვითარებულ სექსუალურ ცხოვრებაშიც კი,მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

·  რაც შეეხება პასიურ მხარეს, იგი გაჯერებულია ანალური ეროტიზმით, რომლის ეროგენული ზონა შეესაბამებაძველ, ჯერ კიდევ არადიფერენცირებულ კლოაკას. პრე-გენიტალურ ორგანიზაციაში განსაკუთრებულად გამოხატული ვტოეროტიზმი მამაკაცში ტოვებსმნიშვნელოვან ჰომოსექსუალური მიდრეკილების ნაშთს როდესაც შემდეგი — გენიტალური პრიმატის ფაზა მიიღწევა. ფროიდი პირდაპირ განაცხადებს: თუ ვინმე უარყოფს პრე-გენიტალური ორგანიზაციების არსებობასდა ამბობს, რომ სექსუალური ცხოვრება იწყება მხოლოდ გენიტალური/რეპროდუქციული ფუნქციით, მაშინ ის უარყოფს ფსიქოანალიზის საფუძველს — სექსუალობის უნივერსალურობას ფსიქიკურ ცხოვრებაში.

გ) ფროიდი მკაფიოდ განასხვავებს ხასიათის ფორმირებასა და ნევროზის წარმოშობას: ნევროზში განდევნამარცხდება და განდევნილი შინაარსი ბრუნდება სიმპტომის ფორმით, ხოლო ხასიათში განდევნაწარმატებულია, რადგან ის ცვლის აკრძალულ სურვილს “მორალური” მექანიზმებით — რეაქციულიფორმაციებით ან სუბლიმაციებით.

პრე-გენიტალური ფაზა არ არის მხოლოდ ადრეული ეტაპი — მას სუბიექტი შეიძლება დაუბრუნდესსექსუალური განვითარების შემდეგაც. ანუ, ეს სტადია არის პოტენციური ფენომენი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომაც ობსესიური ნევროზის პრედისპოზიცია ყოველთვის არსებობს, როგორც შესაძლოდაბრუნება წინა ფაზისკენ.

დ) ფროიდი აღიარებს, რომ სექსუალური ორგანიზაციის პრეგენიტალური სტადია არასრულია ორ ასპექტში.

პირველ რიგში, ის ხაზს უსვამს მხოლოდ სადიზმისა და ანალური ეროტიზმის თვალსაჩინო პრიმატს, მაგრამუგულებელყოფს სხვა პარციალურ ლტოლვებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობისწადილის ინსტინქტი,რომელიც ხშირად შეძლებს ნევროზის მექანიზმში სადიზმის ჩანაცვლებას. ეს არის ფლობის ინსტინქტის სუბლიმირებული - ინტელექტუალური ფორმა. ამ ცნობისწადილის განდევნა ეჭვის ფორმით, წარმოადგენსობსესიური ნევროზის სურათის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს.

ამ სქემას აქვს მეორე არსებითი ნაკლი - ის მხოლოდ ლიბიდოს ევოლუციას ეხება და გამორიცხავს მე-ს[4]ევოლუციას. აქ ფროიდი ეთანხმება ფერენცის და ამატებს რომ ობსესიური ნევროზის პრედისპოზიციისთვალსაზრისით გასათვალიწინებელია ის ფაქტი, რომ მე-ს ევოლუცია წინ უსწრებს ლიბიდოს ევოლუციას.

ფროიდი შემდეგ განიხილავს მე-ეს ევოლუციის კავშირს მორალის წარმოშობასთან და ასკვნის, რომ ობსესიური ნევროზით დაავადებული სუბიექტები იძულებულნი არიან განავითარონ ჰიპერმორალობა, რათადაიცვან საკუთარი სიყვარული ობიექტისადმი მტრული გრძნობისგან. შედეგად ჩნდება ცდუნება, რომ ეს მე-სგანვითარების ეს თავისებურება ნაწილობრივ მაინც მივიჩნიოთ ადამიანური ბუნების მახასიათებლად და მორალის შექმნის უნარი ავხსნათ როგორც სიძულვილის არსებობა სიყვარულის წინაპირობად. ამიტომ ფროიდს უწევს დაეთანხმოს ვ.შტეკელის მოსაზრებას, რომ სწორედ სიძულვილი, და არა სიყვარული, წარმოადგენს ადამიანებს შორის გრძნობითი ურთიერთობების პირველ ფორმას.


რაც შეეხება ისტერიას, ფროიდი აღნიშნავს, რომ ისტერია უკავშირდება ლიბიდოს განვითარების ბოლო საფეხურს — გენიტალურ ორგანიზაციას, სადაც ადგილი აქვს განდევნას და არა რეგრესიას პრე-გენიტალურ სტადიაზე როგორც ეს ხდება ობსესიური ნევროზის შემთხვევაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაშრომის ბოლოს ფროიდი აღიარებს ისტერიის პრედისპოზიციის განსაზღვრის მეტ სირთულეს და არასრულყოფილებას ობსესიურ ნევროზთან შედარებით.

 

 


[1] ამ პერიოდში ფროიდს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული მეორე ტოპიკა - იდი, ეგო და სუპერეგო.

[2] Démence précoce

[3] ფროიდის მიერ მოყვანილ მაგალითში აღწერილია ქალი, რომლის ნევროზიც დაიწყო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქმარი უნაყოფოა. თავდაპირველად, დედობრივ იმედგაცრუებაზე მან ფობიებით მოხადინა რეაგირება, ხოლო მას შემდეგ რაც ქმარი მიხვდა ცოლის ნევროზის მიზეზს, მოახდინა ნევროტული რეაგირება - პირველად განიცადა წარუმატებლობა სქესობრივ ურთიერთობაში. ამის შემდეგ ის იძულებული გახდა დაუყოვნებლივ წასულიყო მოგზაურობაში. ქალმა ქმარი გამოუსწორებელ იმპოტენტად მიიჩნია და სწორედ მისი დაბრუნების დღეს გამოვლინდა პირველი ობსესიური სიმპტომები.

[4] გერმანულად - “Ichtriebe”, ფრანგულად - „Le moi”

 
 
 

Comments


bottom of page